ნიკოლოზ სანიშვილი
ნიკოლოზ სანიშვილი (დ. 24 დეკემბერი, 1902, ქუთაისი — გ. 26 ოქტომბერი, 1995) — ქართველი რეჟისორი და სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1964).
ნიკოლოზ სანიშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | ნიკოლოზ სანიშვილი |
დაბადების თარიღი |
24 დეკემბერი, 1902 ქუთაისი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 26 ოქტომბერი, 1995 (92 წლის) |
საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1902 წლის 24 დეკემბერს ქუთაისში. დაამთავრა ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი. 1921–1924 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრო–მექანიკურ ფაკულტეტზე, 1923 წელს სწავლობდა სახალხო განათლების კომისარიატთან არსებულ კინომსახიბოთა სკოლაში. მან 1931 წელს დამოუკიდებლად გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ნავთობის ხუთწლედის ბოლშევიკები“. 1932 წელს გადაიღო ფილმი „უდაბნო“. 1960 წელს სლოვაკ კინემატოგრაფისტებთან ერთად გადაიღო ფილმი — „შეწყვეტილი სიმღერა“.
ოჯახი
რედაქტირება- მეუღლე - გალინა კრავჩენკო - მუნჯი კინოს ვარსკვლავი, რსფსრ დამსახურებული არტისტი (1980)
- შვილი - კარინა (1937-2012), მსახიობი
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1964 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
- 1966 — საპატიო ნიშნის ორდენი
- ჩეხოსლოვაკიის შრომის ორდენი
ფილმოგრაფია
რედაქტირებადამდგმელი რეჟისორია ფილმებისა
რედაქტირება- 1932 — „უდაბნო“
- 1946 — „დავით გურამიშვილი“
- 1949 — „ბედნიერი შეხვედრა“
- 1950 — „გაზაფხული საკენში“
- 1954 — „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“
- 1956 — „აბეზარა“
- 1957 — „ქალის ტვირთი“
- 1960 — „შეწყვეტილი სიმღერა“
- 1962 — „თოჯინები იცინიან“
- 1964 — „ხევისბერი გოჩა“
- 1966 — „შეხვედრა მთაში“
- 1968 — „განგაში“
- 1970 — „ჩერმენი“
- 1971 — „დაისი“
- 1972 — „ჩარი რამა“
- 1974 — „ღამის ვიზიტი“
- 1975 — „ჩიტის რძე“
- 1977 — „სიცოცხლე ერმილეს“
- 1980 — „სახლი ლესნაიაზე“
- 1985 — „მევლუდი“
სცენარის ავტორია ფილმებისა
რედაქტირება- 1932 — „უდაბნო“
- 1946 — „დავით გურამიშვილი“
- 1950 — „გაზაფხული საკენში“
- 1954 — „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“
- 1957 — „ქალის ტვირთი“
- 1960 — „შეწყვეტილი სიმღერა“
- 1964 — „ხევისბერი გოჩა“
- 1966 — „შეხვედრა მთაში“
- 1968 — „განგაში“
- 1970 — „ჩერმენი“
- 1971 — „დაისი“
- 1972 — „ჩარი რამა“
- 1985 — „მევლუდი“
გადაღებულია ფილმებში
რედაქტირება- 1929 — „უკანასკნელი საათი“
- 1927 — „მთის კანონი“ (დოლგათი – ისმაილის მეგობარი)
- 1925 — „შუქურას საიდუმლოება“ (მებადური)
- 1925 — „წარსულის საშინელებანი“
- 1925 — „ათასის ფასად“ ("დაჰკრა ჟამმა")
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნიკოლოზ სანიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ეროვნული ფილმოგრაფია — ნიკოლოზ სანიშვილი
- ნიკოლოზ სანიშვილი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)