გოგი ხარაბაძე
გიორგი (გოგი) ხარაბაძე (დ. 12 ივლისი, 1942, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 17 აგვისტო, 2023) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1987).
გოგი ხარაბაძე | |
---|---|
დაბადების სახელი | გიორგი ხარაბაძე |
დაბადების თარიღი |
12 ივლისი, 1942 თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი | 17 აგვისტო, 2023 |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი, მწერალი |
აქტიური | 1966 - 2010 |
თეატრი
რედაქტირებაგოგი ხარაბაძე დაიბადა 1942 წლის 12 ივლისს, თბილისში.
1963 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი. 1963–1993 წლებში მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.
მისი თეატრალური დებიუტი ახალგაზრდულ ექსპერიმეტულ სპექტაკლში შედგა. რობერტ სტურუას აქტუალურ, მწვავე სპექტაკლში „ბრალდება“ ახალგაზრდა მსახიობმა ბრალმდებელის როლი ითამაშა. მისი გმირი, ოთარი გამოირჩეოდა მამხილებელი პათოსით, უხეში პირდაპირობით. ამის შემდეგ, მსახიობს ძირითადად უარყოფითი ხასიათების მქონე ადამიანების განსახიერება უწევს : სპექტაკლში „უარყოფითი მომხიბვლელობა“ და სხვა. მკვიდრდება რეპერტუარში: ნოდარ დუმბაძის „მზიან ღამეში“ (ავთო), ოტია იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ (დიტო), თამაზ ჭილაძის „მოულოდნელი სტუმარი“ (გაიოზი) და სხვა.
ამას მოსდევს კლასიკური სახეები : უილიამ შექსპირის „იულიუს კეისარი“ (ოქტავიოს კეისარი), ალექსანდრე ტოლსტოის „მეფე ივანე მრისხანეს სიკვდილი“ (ივანე მრისხანე), სოფოკლეს „ოიდიპოსი“ (ოიდიპოსი) და სხვა.
კინო
რედაქტირებაპირველი როლი ფილმში „გიორგობისთვე“ აღმოჩნდა 1966 წელს, სადაც ოთარის როლი შეასრულა. ოთარი სწორი, მაგრამ არადადებითი გმირია. უარყოფითი გმირის ამპლუა მას კინემატოგრაფიაშიც გადმოჰყვა: მომხიბვლელი, მაგრამ ეგოისტი ნოდარი („ჩემი მეგობარი ნოდარი“, 1967 წელს), კაზა ჩხეტია („დათა თუთაშხია“, 1978 წელს) და სხვა. მონაწილეობდა ტელეფილმებში: დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“, 1974 წელს (აბესალო) და ლეო ქიაჩელის „გვადი ბიგვა“, 1977 წელს (არჩილ ფორია).
ხარაბაძე მრავალმხრივი შემოქმედია. გამოირჩევა მაღალი პროფესიულობით. შექმნილი აქვს ტელეთეატრის ციკლი: „პოეზიის 30 წუთი“ (1974), „ბედი ქართლისა“ (1975), „აკაკი წერეთელის მონოლოგი“ (1979), „ვაჟა-ფშაველას ნაანდერძევი“ (1983), „დავით კლდიაშვილის ნაამბობი“ (1985) და სხვა.
გამოცემული აქვს ბიბლიის, შოთას „ვეფხისტყაოსანის“, ილია ჭავჭავაძის ლექსების, აკაკი წერეთელის ლექსებისა და პოემა „თორნიკე ერისთავის“, ვაჟა-ფშაველას ლექსებისა და პოემების „ალუდა ქეთელაურის“ და „სტუმარ-მასპინძლის“, გალაკტიონ ტაბიძის და სხვა ცნობილი პოეტების ლექსების, ქართული ზღაპრების აუდიო ვერსიები.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაფილმების დამდგმელი რეჟისორი
რედაქტირება- 1996: „სატელევიზიო ოთხთავი“ რეჟ. თეიმურაზ სუმბათაშვილთან ერთად
გადაღებულია ფილმებში
რედაქტირება- 1966: „გიორგობისთვე“ (ოთარი) რეჟ. ოთარ იოსელიანი ჟორჟ სადულის სახელობის პრემია(1968)
- 1967: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (ნოდარი) რეჟ. დავით რონდელი
- 1968: „ფერისცვალება“ რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1970: „ჩამავალი მზე“ რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1978: „დათა თუთაშხია“ (კაზა ჩხეტია) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1980: „მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი)“ (მერაბ სეთურიძე) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1985: „ერთ პატარა ქალაქში“ (გიორგი ლეჟავა) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
- 1988: „გამოცხადება“ (მირიან ტაბიძე) რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
- 1989: „ეტლი შარაგაზაზე“ რეჟ. დავით ქვარცხავა
- 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (ჰერცოგი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1989: „ბესამე“ (რექსაჩი) რეჟ. ნინო ახვლედიანი
- 1991: „ელზა“ ( გიორგი) რეჟ. ჰარტმუტ გრიესმაიერი
- 1992: „მოკვეთილი“ (ბიცანტური) რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
- 1992: „ოქროს ობობა“ ( ექიმი) რეჟისორები მიხეილ ანთაძე, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, დავით კვირცხალია
- 1996: „სატელევიზიო ოთხთავი“ რეჟისორები თეიმურაზ სუმბათაშვილი, გიორგი (გოგი) ხარაბაძე
- 1999:„მარტოობის ორდენის კავალერი“ (გალაკტიონი) რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ცაბაძე, გრანპრი საუკეთესო რეჟისურასთვის, საერთაშორისო კინოფესტივალ "არსენალში"(2000)
- 2005: „გასეირნება ყარაბაღში“ (თენგიზი) რეჟ. ლევან თუთბერიძე
- 2010: „შანტრაპა“ რეჟ. ოთარ იოსელიანი
ნათამაშები როლები
რედაქტირებარუსთაველის თეატრი
რედაქტირება- პოლიკარპე კაკაბაძე „ყვარყვარე თუთაბერი“ (ჯარისკაცი)
- ვიქტორ როზოვის „ვახშმობის წინ“ (დათო)
- რობერტ სტურუას, გიორგი (გოგი) ქავთარაძის „ბრალდება“ (ოთარი)
- ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“ (ღვთისო)
- ოტია იოსელიანის „სანამ ურე���ი გადატრიალდება“ (დიტო )
- შალვა დადიანის „გუშინდელნი“ (ჯიბო)
- კონსტანტინე ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“ (ტარასი ხაზარაძე)
- ილია ჭავჭავაძის „ჩემო კალამო“ (ავტორი )
- უილიამ შექსპირი „ჰამლეტი“ (დიდებული)
- ნოდარ დუმბაძე „მზიანი ღამე“ (ავთო)
- „ვეფხისტყაოსანი“ (ტარიელი)
- სოფოკლე „ოიდიპოს მეფე“ (ოიდიპოსი)
- უილიამ შექსპირი „რიჩარდ მესამე“ (ჯორჯ კლარენსი)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1976: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1976: საქართველოს დამსახურებული არტისტი[1]
- 1983: „ხუთწლედის მატიანის“ პრემია
- 1987: საქართველოს სახალხო არტისტი[2]
- 1987: დავით კლდიაშვილის სახელობის პრემია
- 2017: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმის“ წოდება ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის