ათენის საჰერცოგო, ათენ-თებეს საჰერცოგოფეოდალური სახელმწიფო საბერძნეთში 1204-1458 წლებში. დააარსეს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილე ფრანგმა ფეოდალებმა. შედიოდა ლათინთა იმპერიაში. მოიცავდა ატიკას, ბეოტიას, მეგარას, კუნძულებს ეგინასა და სალამინს. ათენის საჰერცოგო თავდაპირველად ეპყრა ბურგონულ და დე ლა როშების დინასტიას (1205-1311), შემდეგ კატალონიურ არაგონების დინასტიას (1311-1388), ხოლო 1388-1458 აქ ფლორენციული გვარის აჩაიუოლების წარმომადგენლები გაბატონდნენ. ათენის საჰერცოგოში დასავლეთ ევროპული ტიპის ფეოდალური იერარქიული სისტემა არსებობდა. 1458 წელს საჰერცოგო თურქეთის სულთანმა მეჰმედ II-მ დაიპყრო.

ათენის საჰერცოგო
ბერძ. Δουκάτον Αθηνών
ფრანგ. Duché d'Athènes
კატ. Ducat d'Atenes

ლათინთა იმპერიის ვასალური სახელმწიფო

12041458
გერბი
დედაქალაქი ათენი
ენა ფრანგული,
კატალანური (1318 წლიდან),
ბერძნული
რელიგია კათოლიციზმი

ლიტერატურა

რედაქტირება