მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა

მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა
ჯვაროსნული ლაშქრობები ნაწილი

1204 წელს, ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღება.
თარიღი 1202–1204
მდებარეობა ბალკანეთის ნახევარკუნძული
შედეგი ლათინთა იმპერიის შექმნა.
ტერიტორიული
ცვლილებები
ბიზანტიის იმპერიის დაშლა.
მხარეები
ჯვაროსნები:

ვენეციის რესპუბლიკა
საღვთო რომის იმპერიის დროშა საღვთო რომის იმპერია

საფრანგეთი

ბიზანტიის იმპერია

უნგრეთი

ბულგარეთი

მეთაურები
ბონიფაციუს I
ლუდოვიკ დე ბლუა
ენრიკო დანდოლო
ისააკ II
ალექსი III
ალექსი V
კალოიანი
იმრე
ძალები
ჯვაროსნები: 10,000
ვენეციელები: 10,000 210 გემი[1]
ბიზანტიელები: 15,000 [2] 20 გემი
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა ვიკისაწყობში
ლათინთა იმპერია და მისი მიმდებარე სახელმწიფოები

მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობაჯვაროსნული ლაშქრობა 1202-1204 წწ. დაიგეგმა ეგვიპტის წინააღმდეგ, მაგრამ ვენეციელი ვაჭრების მზაკვრული გეგმის წყალობით იგი ბიზანტიის საწინააღმდეგოდ შემობრუნდა. თეობალდ III-ის გარდაცვალების შემდეგ სათავეში ჩაუდგა ბონიფაციუს I მონფერატელი.

წინარე ისტორია

რედაქტირება

XIII საუკუნის დამდეგს ბიზანტიის სამეფო კარზე დიდი არეულობა სუფევდა. 1204 წელს თამარ მეფემ ფრიად თამამი გადაწყვეტილება მიიღო - საბაბად გამოიყენა ბიზანტიის იმპერატორ ალექსი ანგელოსის მოხელეთა მიერ თამარისგან დასაჩუქრებული ბერების გაძარცვა და ბიზანტიის კუთვნილ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში ჯარი გაგზავნა. ქართულმა ჯარმა დაიპყრო ტერიტორია და იქ ტრაპიზონის საკეისრო დააარსა. თამარმა ტრაპიზონის მეფობა საქართველოში აღზრდილ ალექსი კომნენოსს ჩააბარა.

იმავე 1204 წელს ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და იქ ლათინთა იმპერია დააარსეს. რომლის პირველი იმპერატორიც გახდა ბოლდუინ I ფლანდრიელი. ბონიფაციუს მონფერატი გახდა თესალონიკის მეფე. ლათინთა იმპერიამ 1261 წლამდე იარსება. ამ ლაშქრობის შემდეგ ჯვაროსანთა პოზიციები ახლო აღმოსავლეთში ძლიერ შესუსტდა. იერუსალიმი ეგვიპტელი არაბების ხელში რჩებოდა. ევროპის მონარქებმა შემდეგი დარტყმა ეგვიპტისაკენ მიმართეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Phillips. The Fourth Crusade, p. 106.
  2. D. Queller, The Fourth Crusade The Conquest of Constantinople, 185
  ომის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ომის შესახებ.
  ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ.