ანდრია მოციქულის მონასტ��რი

დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანდრია მოციქულის მონასტერი (ბერძნ. Ιερά Μονή Αποστόλου Ανδρέα, თურქ. Apostolos Andreas Manastırı) — კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის არამოქმედი მამათა სტავროპიგიალური მონასტერი, რომელიც მდებარეობს კარპასის ნახევარკუნძულზე წმ. ანდრიას კონცხის სამხრეთით, კუნძულ კვიპროსის ყველაზე ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.[1]

ანდრია მოციქულის მონასტერი


ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 35°39′33″ ჩ. გ. 34°34′17″ ა. გ. / 35.65917° ჩ. გ. 34.57139° ა. გ. / 35.65917; 34.57139
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
ჩრდილოეთ კვიპროსი
ადგილმდებარეობა ნახევარკუნძული კარპასი
კურთხევის წელი 1867
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XII საუკუნე

მონასტერი კვიპროსელი მართლმადიდებლების ერთ-ერთი მთავარი სალოცავია.

მონასტრის დაარსების დეტალები უცნობია. გადმოცემის თანახმად, I საუკუნეში ამ ადგილს ეწვია ანდრია მოციქული. მისი მხურვალე ლოცვის შემდგომ კლდიდან სასწაულებრივად გადმოიღვარა სამკურნალო წყარო, რომელიც დღემდე არსებობს. 1003 წელს მომლოცველი სივულფის მიერ მოხსენიებულია „ანდრია მოციქულის ბურჯი“, მონასტრის არსებობა აღნიშნული იყო XII საუკუნის ბოლოს. XV საუკუნიდან რუკებზე კუნძულის ყველაზე ჩრდილო-აღმოსავლეთ წერ��ილს წმ. ანდრიას კონცხი ეწოდება.

ინგლისელი რიჩარდ პოკოკის გადმოცემით, XVIII საუკუნეში მონასტერში მხოლოდ რამდენიმე ბერი ცხოვრობდა. მონასტრის უახლესი ისტორია და აღორძინება დაიწყო XIX საუკუნის შუა წლებში, როდესაც აშენდა ახალი ტაძარი რიზოკარპასოს მღვდლის იოანე დიაკოს თაოსნობით. ტაძარის კურთხევა მოხდა 1867 წელს.

თავდაპირველი ტაძრისგან თითქმის არაფერია შემორჩენილი. XV საუკუნეში აშენებული ძველი ტაძარი ახალი საკურთხევლის ქვემოთ მდებარეობს 3,5 მეტრზე. მისკენ ორი ქვის კიბე მიემართება. ტაძარს ოთხკუთხედი ფორმა აქვს, ხოლო მისი კამარისებური კარი, რომელიც სამხრეთ მხარეს მდებარეობს, ქვისგან არის გამოკვეთილი. ტაძარს ექვსი სარტყლით გამაგრებული კამაროვანი ჭერი აქვს. აქ მდებარეობს დიდი კანკელი, რომელიც ხისგან იყო გამოკვეთილი და მოოქროვილი. ტაძრის ტახტი და ცენტრალური ამბიონიც ხისგან არის მოჩუქურთმებული. კანკელის მარჯვნივ მოჩუქურთმებული მოოქროვილი ამბიონია წმინდა ანდრიას ხატით. ანდრია მოციქულის მონასტერში ასევე დაცულია XIX საუკუნის რამდენიმე უძველესი ხატი და იმ პერიოდის სხვა რელიქვიები.

მამა იოანე დიაკუ გარდაიცვალა 1909 წელს და დაკრძალეს ძველი მონასტრის ეკლესიის გვერდით, მოგვიანებით დაკრძალვის ადგილას მისი მარმარილოს ბიუსტი დაიდგა.

1974 წელს კვიპროსზე თურქების შემოჭრის შემდეგ მონასტერში მომლოცველთა რაოდენობა შემცირდა. კარპასის ტერიტორია ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ მოექცა, კარპასის ეპისკოპოსი იძულებული გახდა ეცხოვრა კუნძულის ბერძნულ ნაწილში, ხოლო მომლოცველებს პრობლემები ექმნებოდათ მონასტერში შესვლისას.

მას შემდეგ, რაც 2003 წლის აპრილში თურქეთის საოკუპაციო რეჟიმმა ნაწილობრივ გააუქმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების შეზღუდვები, ათასობით მორწმუნე შეიკრიბა ოკუპირებული მონასტრის ტერიტორიაზე წმინდანის ხსოვნის პატივსაცემად. 2003 წლის 1 მაისს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასული 25 800 კვიპროსელი ბერძენიდან 24 000 წმინდა ანდრია პირველწოდებულის მონასტრისკენ გაემართა. გადაადგილების შეზღუდვის ნაწილობრივი მოხსნიდან სამი დღის შემდეგ კი, 26 აპრილს, დიდ შაბათს, მონასტერში აღავლინეს სააღდგომო წირვა, რომელიც გადაიცა საერთაშორისო ტელეარხებით.[2]

რესტავრაცია

რედაქტირება

ბოლო წლებში მონასტერი ავარიულ მდგომარეობაში იყო. 2013 წლის 12 იანვარს ჩრდილოეთ კვიპროსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მონასტერს ჩაუტარდებოდა ვრცელი რესტავრაცია, რომელიც 5 მილიონ ევროზე მეტი დაჯდებოდა. აღდგენითი სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ და ფინანსდება კვიპროსის ეკლესიის (2 500 000 ევრო), EVKAF ადმინისტრაციის (2 500 000 ევრო) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) (25 000 ევრო) მიერ.[3][4][5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება