- „მთვარე არ არის. კოსმოსური სადგურია.“
- ―ობი-ვან კენობი, სიკვდილის ვარსკვლავის დანახვისას
კოსმოსური სადგურები წარმოადგენდნენ კოსმოსში არსებულ ხელოვნურ სტრუქტურებს.[2] ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, რურის ციტადელი[3] და სადგური „ფაოსი“,[4] შორეულ კოსმოსში ან ნისლეულებში დამოუკიდებლად განლაგებულნი იყვნენ.[5] ზოგ სადგურს შეეძლო ასტრონომიული ობიექტების ორბიტებზე გაჩერება — მაგალითია სორკას თავშესაფარი.[6]
სამხედრო დანიშნულების სადგურები აღჭურვილი იყო თავდაცვითი მექანიზმებით და ტექნოლოგიებით, მაგალითად — ტურბოლაზერის ბატარეებით. ზოგიერთი სადგური კომოსსა და ჰიპერსივრცეშიც გადაადგილდებოდა.[1]
მობილური საბრძოლო სადგური სიკვდილის ვარსკვლავი სვ-1[7] და მობილური საბრძოლო სადგური სიკვდილის ვარსკვლავი სვ-2[8] აიგო დართ სიდიუსის — გალაქტიკური რესპუბლიკის ყოფილი უზენაესი კანცლერის და გალაქტიკური იმპერიის იმპერატორის — ბრძანებით.[7] სიკვდილის ვარსკვლავები საბრძოლო სადგურებს, კოსმოსური სადგურის მსგავს სტრუქტურებს წარმოადგენდნენ.[1][8]
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
- ↑ მოდგმა
- ↑ დოქტორი აფრა (2016) 5
- ↑ ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — აჯანყების სახელით
- ↑ თავგადასავლები ველურ სივრცეში: მოპარვა
- ↑ დოქტორი აფრა (2016) 9
- ↑ 7.0 7.1 კატალიზატორი: განდგომილი ერთი: რომანი
- ↑ 8.0 8.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება