თავგადასავლები ველურ სივრცეში: წიგნები 4–6 არის შეუმოკლებელი აუდიოწიგნი, რომელშიც შედის სამი რომანი კანონიკური სერიიდან ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები ველურ სივრცეში. მისი ტექსტის ავტორები არიან კევან სკოტი და ტომ ჰადლსტონი. აუდიოწიგნში შედის რომანები სიბნელე, სიცივე და გადარჩენა. წიგნის მთხრობელია ჯენიუერი ლავოი. იგი გამოიცა Disney–Lucasfilm Press-ის მიერ, 2018 წლის 19 ოქტომბერს.[1]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები ველურ სივრცეში: წიგნები 4–6 Amazon.co.uk-ზე (არქივის ბმული)
- ↑ რომანში თავგადასავლები ველურ სივრცეში: მოპარვა ეზრა ბრიჯერი ჯერ ჩვილია. ვინაიდან იგი იავინის ბრძოლამდე 19 წელს დაიბადა, იმპერიის დღეს, რომანის ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები ველურ სივრცეში მოვლენები უნდა მიმდინარეობდეს 18 წელს. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ რომანში ტარკინი მოვლენათა განვითარების დროა 14 იბ. ამ წიგნში უილჰაფ ტარკინი ბაზა „გუშაგზე“ უკვე სამი წელია, რაც იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ მისი იქ ჩასვლის წელია 17 იბ. ვინაიდან ტარკინი ამ წიგნში ბაზას ტოვებს და თავგადასავლები ველურ სივრცეში: გადარჩენა აღწერს მის ბაზაზე ყოფნის პერიოდს, გადარჩენის მოვლენათა განვითარების დროა 17 იბ ან უფრო გვიანი პერიოდი. ვინაიდან გადარჩენაში მოვლენები ვითარდება მოპარვის შემდეგ, მაგრამ ტარკინის ბაზაზე ჩასვლის შემდეგ, მისი მოვლენების განვითარების დროც არის 17 იბ. ამრიგად, თავგადასავლები ველურ სივრცეში: წიგნები 4–6 აღწერს იავინის ბრძოლიდან 18 წელს დაწყებულ და დაახლოებით 17 წელს დასრულებულ მიოვლენებს.
დამატებითი ბმულები[]
- ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები ველურ სივრცეში: წიგნები 4–6 Amazon.co.uk-ზე (არქივის ბმული)
- ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები ველურ სივრცეში: წიგნები 4–6 Downpour-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
სხვა ენებზე