ჩეხედანას ეკლესია
ჩეხედანას ეკლესია | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ცხრაფონა |
კურთხევის წელი | 1609 |
სასულიერო სტატუსი | მონასტერი |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ხინოწმინდის საეპისკოპოსო |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | დარბაზული ეკლესია |
თარიღდება | 1609 წწ |
დეტალები
|
ჩეხედანას (ჩეხედენას) ეკლესია — ეკლესია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაფონაში.
ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ნაგებობაა. ის 1609 წელს ააშენა მამია II გურიელმა თავისი მცირეწლოვანი შვილის, მანუჩარის სულის საოხად. ამასთანავე შესწირა ჯვარ-ხატები, წიგნები, ოქროს ომფორი, ბისონი და ერთი ხელი იარაღი. ტაძარი იერუსალიმის პატრიარქმა თეოფანემ აკურთხა. ჩეხედანას ეკლესია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქად დადგინეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ გურიაში ჩასულ იერუსალიმის პატრიარქს წირვა აქ უნდა აღესრულებინა. ის ბაილეთის და მამათის ეკლესიებთან ერთად იერუსალიმის საპატრიარქოს კუთვნილება იყო. ჩეხედანას ტაძრის სამსახური აზნაურ ბოლქვაძეებს ევალებოდათ. 1761 წელს მამია IV გურიელმა ჩეხედანას მსახური ბოლქვაძეები გადასახადებისგან გაათავისუფლა.
მთლიანად დანგრეული ეკლესია ძველის საძირკველზე ხელახლა ააშენეს XX საუკუნის 90-იან წლებში (დასრულდა 1999 წელს). ეკლესიასთან ფუნქციონირებს მამათა მონასტერი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 14108
- საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი – ჩეხედანას საყდარი (ქობულეთის რ-ნი)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართველიშვილი, თ. (2006). გურიის საეპისკოპოსოები. თბილისი: „არტანუჯი“. ISBN 99940-11-89-8.