შინაარსზე გადასვლა

რობერტ ბოილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოილი (მრავალმნიშვნელოვანი).
რობერტ ბოილი
ინგლ. Robert Boyle
დაბ. თარიღი 25 იანვარი, 1627(1627-01-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი Lismore Castle, ირლანდიის სამეფო[8] [9]
გარდ. თარიღი 31 დეკემბერი, 1691(1691-12-31)[3] [4] [5] (64 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი, ინგლისის სამეფო[10]
დასაფლავებულია St Martin-in-the-Fields[11] [12]
საქმიანობა ფიზიკოსი[13] [14] [15] , ქიმიკოსი[13] [16] [15] და ფილოსოფოსი
მუშაობის ადგილი ოქსფორდის უნივერსიტეტი[2]
ალმა-მატერი იტონის კოლეჯი[2]
განთქმული მოსწავლეები რობერტ ჰუკი[17]
მამა Richard Boyle, 1st Earl of Cork[18] [19]
დედა Catherine Fenton[18] [19]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი[20]

რობერტ ბოილი (ინგლ. Robert Boyle; დ. 25 იანვარი, 1627, ლიზმორი, ირლანდია, — გ. 31 დეკემბერი, 1691, ლონდონი) — ანგლო-ირლანდიელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი. 1665 მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი ფიზიკაში. ლონდონის სამეფო საზოგადოების თანადამფუძნებელი.

წიგნში „ქიმიკოს-სკეპტიკოსი“ (გამოიცა 1661 ანონიმურად) ბოილი ამტკიცებდა, რომ ქიმია უნდა გამოიყოს დამოუკიდებელ მეცნიერებად. იგი უარყოფდა მოძღვრებას ოთხი სტიქიის (ცეცხლი, ჰაერი, წყალი და მიწა) შესახებ. ილაშქრებდა პარაცელსის 3 საწყისის (გოგირდი, ვერცხლისწყალი, მარილი) წინააღმდეგ, რომლებისგანაც თითქმის ყველა ბუნებრივი სხეული შედგებოდა. ბოილი ელემენტებად თვლიდა მარტივ სხეულებს, რომელთა მიღება სხვა სხეულიდან შეუძლებელი იყო. ბოილი ექსპერიმენტულ კვლევაში ფართოდ იყენებდა თვისებრივ და რაოდენობრივ მეთოდებს. დამოუკიდებლად მიიღო ფოსფორი და აღწერა მისი თვისებები. მან ჩამოაყალიბა ქიმიური ელემენტების პირველი მეცნიერული განმარტება, შემოიტანა ქიმიაში ექსპერიმენტული მეთოდი. საფუძველი ჩაუყარა ქიმიური ანალიზის სველ მეთოდს.

ბოილს უკუთვნის ფუნდამენტური შრომები ფიზიკაში. 1662 რ. ტოუნლეისთან ერთად დაადგინა აირის ერთი და იმავე მასისათვის მოცულობის დამოკიდებულება წნევისაგან უცვლელი ტემპერატურის პირობებში.


  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. 3.0 3.1 Principe L. M. Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 IMSLP — 2006.
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Internet Philosophy Ontology project
  8. Aubrey J. Scientific LivesISBN 978-1-84391-169-2
  9. D. Thorburn Burns Some Irish Contributors to European Analytical Chemistry, R. Boyle, R. Kirwan, J. Emerson Reynolds // Analytical LettersMarcel Dekker, Taylor & Francis, 1979. — Vol. 12, Iss. 2. — P. 89–107. — ISSN 0003-2719; 1532-236Xdoi:10.1080/00032717908055684
  10. Бойль Роберт // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  11. Find a Grave — 1996.
  12. Internet Archive — 1996.
  13. 13.0 13.1 Ireland famous native sons and daughters
  14. Microbiographies—The Scientists Who Made Historydoi:10.1002/047147603X.PART5
  15. 15.0 15.1 Robert Boyle — 2008.
  16. http://www.nndb.com/ancestry/936/000043807/
  17. Mathematics Genealogy Project — 1997.
  18. 18.0 18.1 Lundy D. R. The Peerage
  19. 19.0 19.1 Kindred Britain
  20. https://catalogues.royalsociety.org/CalmView/Record.aspx?src=CalmView.Persons&id=NA8137&pos=1