პონს ტრიპოლელი
პონს ტრიპოლელი | |
---|---|
Pons de Toulouse | |
ტრიპოლის გრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 1112 |
მმართ. დასასრული: | 1137 |
წინამორბედი: | ბერტრან ტულუზელი |
მემკვიდრე: | რაიმუნდ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1096 |
გარდ. თარიღი: | 1137 |
მეუღლე: | სესილია ფრანგი |
შვილები: | რაიმუნდ II |
მამა: | ბერტრან ტულუზელი |
დედა: | ელენა ბურგუნდიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
პონს ტრიპოლელი, ასევე პონს ტულუზელი (ფრანგ. Pons de Toulouse) — ტრიპოლის გრაფი 1112-1137 წლებში.
მან იქორწინა საფრანგეთის მეფე ფილიპ I-ის ქალიშვილზე. 1118 წელს კავშირები დაამყარა ბალდუინ II-სთან და ჩრდილოეთისკენ დაიძრა, რათა როჯერ სალერნოელს დახმარებოდა ილ-ღაზის წინააღმდეგ ბრძოლაში. როჯერი არ დაელოდა მათ ჯარებს და დამარცხდა სარმადის ბრძოლაში. ამის მიუხედავად, ბალდუინმა და პონსმა შეძლეს ილ-ღაზის დამარცხება ჰაბის ბრძოლაში. რამდენიმე წლის შემდეგ ბალდუინი დაატყვევა ბალაკ-იბნ ბრაჰამმა.
1124 წელს პონსმა დაეხმარა ჯვაროსნებს ტვიროსის ალყისას, რომელიც მუსლიმთა ერთ-ერთ უკანასკნელი სანაპირო ქალაქი იყო. 1125 წელს პონსმა მოიპოვა გადამწყვეტი გამარჯვება მუსლიმებთან აზაზის ბრძოლაში. 1131 წელს მას მოუხდა კონფლიქტი ფულკ იერუსალიმელთან.
1137 წელს ტრიპოლში შეიჭრა დამასკოს სულთანი და პონსი დაატყვევა. იგი სხვა ფრანგ ტყვეებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- William of Tyre, A History of Deeds Done Beyond the Sea, trans. E. A. Babcock and A. C. Krey. Columbia University Press, 1943
- Steven Runciman, A History of the Crusades, Vol. II: The Kingdom of Jerusalem. Cambridge University Press, 1952