ლუდვიგ II ახალგაზრდა
ლუდვიგ II ახალგაზრდა (დ. 825 — გ. 12 აგვისტო, 875) — იტალიის მეფე 844 წლიდან და საღვთო რომის იმპერატორი 850 წლიდან. 855 წლამდე ის იყო მამის, ლოთარ I-ის თანამოსაყდრე, შემდეგ კი მარტომ განაგრძო მმართველობა. ლუდვიგი იყო ლოთარ I-ის უფროსი ვაჟი.
839 წლიდან ის მოიხსენიებოდა როგორც იტალიის მეფე და ამიტომაც გადაიტანა სამეფო რეზიდენცია ამ ქვეყანაში. 844 წლის 15 ივნისს პაპმა სერგიუს II-მ ლუდვიგი რომში მეფედ აკურთხა. მან მაშინვე მოისურვა იმპერიის კანონების გავრცელება ამ ქალაქზე, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა; მაგრამ 850 წელს ის იმპერატორად ეკურთხა პაპ ლეო IV-ის მიერ. ამის შემდეგ მალევე, 851 წლის 5 ოქტომბერს დაქორწინდა ენგელბერგაზე და იტალიის დამოუკიდებელი ხელისუფლების სათავეში მოექცა.
ლუდვიგ II დაიღუპა 875 წლის 12 აგვისტოს, დღევანდელი ბრეშას პროვინციის მახლობლად. დაკრძალულია მილანში, წმინდა ამბროსის ტაძარში. იტალიის მომდევნო მეფე გახდა კარლომან ბავარიელი, რომელ���ც იყო ლუდვიგ II გერმანელის ვაჟი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Annales Bertiniani and Chronica S. Benedicti Casinensis, both in the Monumenta Germaniae Historica. Scriptores, Bände i. and iii. (Hanover and Berlin, 1826 fol.)
- Muhlbacher, E. Die Regesten des Kaiserreichs unter den Karolingern (Innsbruck, 1881)
- Sickel, T. Acta regum et imperatorum Karolinorum, digesta et enarrata (Vienna, 1867—1868)
- E. Dummler Geschichte des ostfrankischen Reiches (Leipzig, 1887—1888).
- Charles Oman. The Dark Ages 476–918. London: Rivingtons, 1914.
|