შინაარსზე გადასვლა

ლაჰილის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაჰილის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ადგილმდებარეობა მესტიის მუნიციპალიტეტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი დარბაზული
დეტალები

ლაჰილის წმინდა გიორგის ტაძარი ("მხერის ჯგრაგ") — ეკლესია საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჰილის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ეკლესია ქვითაა ნაგები. შესასვლელი მხოლო დასავლეთიდან აქვს. ეს საკმაოდ მაღალი ნაგებობაა[1].

ტაძრის სიწმინდეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1910 წელს ტაძარი მოინახულა ექვთიმე თაყაიშვილმა. იგი ექსპედიციის მასალებში წერს, რომ იქ არსებული სიწმინდეები გადმოტანილი ყოფილა სამი დანგრეული და გაუქმებული ეკლესიიდან. იმ დროისათვის ტაძარში ინახებოდა: ოთხი სხვადასხვა ზომის ჯვარი, წმინდა დიმიტრის მოოქროვილი ხატი, მთავარანგელოზ გაბრიელის ოქროს ხატი, წმინდა ანას ხატი, მაცხოვრის ხატი, მიქაელ მთავარანგელოზის ვერცხლის ხატი, ჯვარცმის ხატი, ორი ღმრთისმშობლის ხატი, რამდენიმე ბეჭედი, ორი სამაჯური, დოქი და ეტრატზე ნუსხურით შესრულებული სახარება.[2]

ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[3].

  • თაყაიშვილი ექვ., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი,1937.გვ. 362-369
  • ყენია რ., ალადაშვილი ნ. ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება), გზამკვლევი, თბ., 2000. გვ. 87.
  1. ყენია რ., ალადაშვილი ნ. ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება), გზამკვლევი, თბ., 2000. გვ. 87
  2. თაყაიშვილი ექვ., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937.გვ.362-369
  3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ