შინაარსზე გადასვლა

კანარის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
კანარის კუნძულები
ესპ. Islas Canarias
დროშა გერბი

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
შიდა დაყოფა ლას პალმასის და სანტა-კრუს-დე-ტენერიფეს პროვინცია
კოორდინატები 28°00′00″ ჩ. გ. 15°45′00″ დ. გ. / 28.00000° ჩ. გ. 15.75000° დ. გ. / 28.00000; -15.75000
მმართველი Ángel Víctor Torres Pérez
დაარსდა 10 აგვისტო, 1982
ფართობი 7447 კვადრატული კილომეტრი
ოფიციალური ენა ესპანური ენა
მოსახლეობა 2 172 944 (2021)[1]
სასაათო სარტყელი UTC±00:00, UTC+1 და Atlantic/Canary[2]
საფოსტო ინდექსი CN
ოფიციალური საიტი https://www.gobiernodecanarias.org/
კანარის კუნძულები — ესპანეთი
კანარის კუნძულები

კანარის კუნძულები (ესპ. Islas Canarias) — ესპანეთის ერთ-ერთი ავტონომიური გაერთიანება. მდებარეობს ამავე სახელწოდების კუნძულებზე აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან, რომელიც მოიცავს 7 კუნძულს: ტენერიფე, ლას-პალმასი, გომერა, იერო, გრან-კანარია, ფუერტევენტურა, ლანსაროტი.

  • ფართობი — 7,3 ათასი. უმაღლესი მწვერვალია პიკო დე ტეიდე, 3718 მ.
  • მოსახლეობა — 2 172 944 ადამიანი (2021).
  • ადმინისტრაციული ცენტრისანტა-კრუს-დე-ტენერიფე.
  • საკანონმდებლო ორგანო — 60 წევრიანი პარლამენტი.

I საუკუნეში აღმოაჩინა იუბა II-მ, რომაელთა ნუმიდიელმა ვასალმა. მეფეს იქ ბევრი ძაღლი უნახავს (canis ლათინურად) და კუნძულებს სახელიც აქედან შეერქვა. 1402 წლიდან კუნძულები დაიკავეს კასტილიელებმა ფრანგი ზღვაოსნის, ჟან დე ბეტანკურის მეთაურობით, რომელიც შემდეგ კანარის კუნძულების მეფე გახდა. 1479 წელს განადგურებულ იქნენ კუნძულების ავტოქტონური მოსახლენი გუანშები, რომლებიც ბერბერებს ენათესავებოდნენ. 1902 წელს ავტო��ომისტური მოძრაობა ჩაახშეს. 1978 წელს გაძლიერდა თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის მოძრაობა. 1993 წელს იუნესკომ ბიოსფერულ ნაკრძალად გამოაცხადა.

ძირითადი მონაცემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დროშა გერბი კუნძული დედაქალაქი ფართობი (კმ²) მოსახლეობა (2010)
იერო ვალვერდე 268,71 10 960
ფუერტევენტურა პუერტო-დელ-როსარიო 1660 103 492
გრან-კანარია ლას-პალმასი 1560,1 845 676
გომერა სან-სებასტიან-დე-ლა-გომერა 369,76 22 776
ლანსაროტე არესიფე 845,94 141 437
პალმა სანტა-კრუს-დე-ლა-პალმა 708,32 86 324
ტენერიფე სანტა-კრუს-დე-ტენერიფე 2034,38 906 854
- - გრასიოსა კალეტა-დე-სებო 29,05 658
- - ალეგრანსა - 10,3 -
- - ლობოსი - 4,5 -
- - მონტანია-კლარა - 1,48 -
- - როკე-დელ-ესტე - 0,06 -
- - როკე-დელ-ოესტე - 0,015 -

კანარის ველური ბუნების ოფიციალური სიმბოლოებს წარმოადგენენ: კანარის ჩიტი და კანარის ფინიკის პალმა.[3]

კანარის კუნძულებს აქვ მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა. გამორჩეულია ენდემური ჯიშების სიმრავლით, მათ შორის ისეთის როგორიცაა ფასკუნჯი.

კანარის კუნძულებს ოფიციალურად აქვს ოთხი ეროვნული პარკი, რომელთაგანაც ორი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული. დანარჩენი ორი გამოცხადებულია ბიოსფერულ რეზერვად:[4]

ადგილობრივი ფლორის სურათები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://www.ine.es/jaxiT3/Datos.htm?t=2853
  2. https://data.iana.org/time-zones/tzdb-2021e/europe
  3. Ley 7/1991, de 30 de abril, de símbolos de la naturaleza para las Islas Canarias - in Spanish. Gobcan.es (1991-05-10). ციტირების თარიღი: 2010-04-26.
  4. Parques Nacionales de Canarias. Pueblos10.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-07. ციტირების თარიღი: 2010-04-26.