დავით ნათიშვილი
დავით სოფრონის ძე ნათიშვილი, ნათიევი (დ. 13 დეკემბერი, 1859 — გ. 1940) — ქართველი სამხედრო მწერალი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1917).
დაამთავრა თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი და ოფიცერთა სასროლო სკოლა. სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა 1877 წლიდან. ჰქონდა პრაპორშჩიკის (1878), პოდპორუჩიკის (1881), პორუჩიკის (1885), შტაბს-კაპიტნის (1891), კაპიტნის (1895), პოდპოლკოვნიკის (1903) წოდებები. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878), რუსეთ-იაპონიის (1904-1905) და I მსოფლიო (1914-1918) ომებში. 1914 წელს ბრძოლებში თავის გამოჩენისთვის მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1916 წელს იყო დერბენდის 154-ე ქვეითი პოლკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგ — კავკასიის 26-ე მსროლელი პოლკის უფროსი, 1917 წელს — ახულგოს 261-ე ქვეითი პოლკის მეთაური. პენსიაზე გავიდა გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით. შემდგომ აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიუღია. ცხოვრობდა საქართველოში. დაჯილდოებული იყო სამხედრო ორდენის IV ხარისხის წარჩინების ნიშნით („გიორგის ჯვარი“, 1879), წმ. ანას III (1902; მახვილებით და ბაბთით, 1916) და II (1913; მახვილებით, 1915), წმ. სტანისლავის II (მახვილებით, 1905), წმ. ვლადიმერის IV (მახვილებით და ბაბთით, 1915) და III (მახვილებით, 1916) ხარისხის ორდენებით, „გიორგის იარაღით“ (1917).
ნათიშვილს გამოქვეყნებული აქვს სამხედრო და ისტორიული შინაარსის რამდენიმე ნაშრომი (ყველა რუსულ ენაზე), მ. შ., კავკასიური მხედრული სიმღერების კრებული, ელიზავეტპოლის 156-ე ქვეითი პოლკის ისტორია, მთაწმინდის მამადავითის ეკლესიის და პანთეონის აღწერა. მისი პირადი ფონდი დაცულია თბილისში, საისტორიო ცენტრალურ არქივში (პ / წ: 1477).
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Натиев, Д.С. Мтацминдская св. Давида церковь в г. Тифлисе и ее строители / Сост. Д.Е.[!] Натиев. – Тифлис : тип. гр. Чарквиани, 1881. - 74, III с
- Натиев, Д.С. Кавказский военный песенник (166 песен). – Санкт-Петербург: тип. Тренке и Фюсно, 1895 VI, – 208 с.
- Натиев, Д.С. Награды, получаемые нижними чинами на службе. – Тифлис: Тип. А.А. Михельсона, 1891. – 28 с.
- Натиев, Д.С. Азбука для молодых солдат. – Санкт-Петербург: изд. Д.С. Натиева, 1895. – 29 с.
- Натиев, Д.С. Памяти генерала князя Цицианова, шефа 156-го Пехотного Елисаветпольского полка. – Санкт-Петербург : Рус. скоропечатня, 1910. - 32 с.
- Натиев, Д.С. Елисаветпольцы. История 156-го пехотного Елисаветпольского генерала кн. Цицианова полка. 1863 – 1913. Изд. 2-е значительно дополненное. – Тифлис. 1913.
- Натиев, Д.С. Обитель св. Давида в Грузии, место погребения А.С. Грибоедова, И.Г. Чавчавадзе и других. – Изд. 3-е, испр. и доп. – Тифлис : тип. Канцелярии наместника Е. И. В. на Кавказе, 1913. - 47 с.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Материалы для биографического словаря офицеров Кавказской Армии (1901- 1914 гг.). Подполковники. / Отар Жордания // ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები VII-VIII. - თბ., - 2014. - გვ. 301-302.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Натиев Давид Сафронович — Русская армия в Первой мировой войне.
- დაბადებული 13 დეკემბერი
- დაბადებული 1859
- გარდაცვლილი 1940
- რუსეთის იმპერიის ოფიცრები
- ქართველები პირველ მსოფლიო ომში
- ქართველი ისტორიკოსები
- წმინდა ანას III ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ანას II ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენის კავალრები
- ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“-ის კავალრები