გიორგი ხიდეშელი
ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი ხიდეშელი | ||
დაბადების თარიღი | 23 იანვარი, 1988 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 189 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ლოკომოტივი თბილისი | ||
ნომერი | 15 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2004–2005 | სკ თბილისი | 2 | (0) |
2005–2006 | ზესტაფონი | 19 | (1) |
2006–2007 | კახეთი თელავი | 12 | (0) |
2007–2013 | ზესტაფონი | 114 | (7) |
2013 | ტორპედო ქუთაისი | 7 | (1) |
2014 | დინამო თბილისი | 11 | (0) |
2014–2015 | ზესტაფონი | 1 | (1) |
2015 | დილა გორი | 2 | (0) |
2015–2018 | ლოკომოტივი თბილისი | 41 | (4) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2011 | საქართველო 21 წლ. | 15 | (1) |
2005–2013 | საქართველო | 6 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 17 სექტემბერი, 2015 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 27 იანვარი, 2015 |
გიორგი ხიდეშელი (დ. 23 იანვარი, 1988, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, თბილისის „ლოკომოტივის“ მცველი. გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიერა საფეხბურთო კლუბ „თბილისში“ დაიწყო. შემდეგ იყო „ზესტაფონი“, სადაც მისი კარიერა სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მატჩში, მოლდოვურ „დაჩიასთან“ მიღებულმა მძიმე ტრავმამ ახალგაზრდა მცველს ძალიან ბევრი დრო დააკარგვინა. მუხლის ჯვარედინი მყესების ოპერაციას რამდენიმეთვიანი პაუზა მოჰყვა. ხიდეშელის მოედანზე დაბრუნება უიღბლო გამოდგა. თბილისი „დინამოსთან“ მატჩში იგი კვლავ დაშავდა და ამჯერად უკვე გვერდითი იოგები გაუხდა საოპერაციო.[1] ამის გამო თითქმის მთელი 2012-2013 წლების სეზონი გაუცდა. 2013-2014 წლების სეზონის დასაწყისში თავისუფალი აგენტის სტატუსით ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა.[2] ამავე სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას იგი თბილისის დინამომ შეიძინა,[3] სადაც გიორგიმ შეძლო თავის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება. 2013-14 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, ევროტურნიტებზე „დინამოს“ ცუდი გამოსვლის შემდეგ გუნდი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის იყო გიორგი ხიდეშელიც. 2014 წლის სექტემბრიდან „ზესტაფონს“ დაუბრუნდა.[4] სეზონის მეორე ნახევარში გორის „დილაში“ გადავიდა, თუმცა ტრავმის გამო მხოლოდ 1 მატჩის ჩატარება შეძლო, ფოთის „კოლხეთის“ წინააღმდეგ, სადაც მეორე ტაიმში შეცვალეს. 2015 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას უმაღლეს ლიგაში ახალაღზევებულ თბილისის „ლოკომოტივს“ შეუერთდა.
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში ჩაატარა 15 მატჩი. ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს 2005 წლის 8 ოქტომბერს, ყაზახეთის წინააღმდეგ,[5] თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა, შემდეგ 2008 იყო მატჩები ჩრდილოეთი ირლანიისა[6] და ლატვიის[7] წინააღმდეგ, სადაც ერთ შემთხვევაში თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეცვალეს, ხოლო მეორეში შეცვლაზე შევიდა. 2013 წლის 15 ოქტომბერს ესპანეთის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში[8] გიორგი ხიდეშელი 90 წუთის განმავლობაში მოედანზე იმყოფებოდა.
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ჩემპიონი (3): 2010/2011, 2011/2012, 2013/2014
- საქართველოს თასის გამარჯვებული (2): 2007/2008, 2013/2014
- საქართველოს თასის ფინალისტი (1): 2011/2012
- საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2): 2011/2012, 2012/2013
- საქართველოს სუპერთასის ფინალისტი (1): 2008/2009
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი ლოკომოტივის ოფიციალურ საიტზე (ქართული ენა)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გიორგი ხიდეშელი: საშინელი პერიოდი გამოვიარე, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 26 ოქტომბერი, 2012.
- ↑ გიორგი ხიდეშელი: „ტორპედოში“ თამაში ჩემთვის დიდი პატივია" [მკვდარი ბმული], „ტორპედოს“ ოფიციალური საიტი, 6 აგვისტო, 2013.
- ↑ გიორგი ხიდეშელი – ძალიან დიდი იმედებით ვუყურებ მომავალს, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 9 იანვარი, 2014.
- ↑ გიორგი ხიდეშელი თავის ყოფილ კლუბ "ზესტაფონს" დაუბრუნდა[მკვდარი ბმული], საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 1 სექტემბერი, 2014.
- ↑ ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, საქართველო 0:0 ყაზახეთი
- ↑ ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ჩრდილოეთი ირლანდია 4-1 საქართველო
- ↑ ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, საქართველო 1:3 ლატვია
- ↑ ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ესპანეთი 2:0 საქართველო
|