Robotsystem 70
Robotsystem 70 (შემოკლ. RBS 70) — გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. განკუთვნილია დაბალ სიმაღლეზე მფრენი მოწინააღდეგეს შვეულფრენების და თვითმფრინავების დასაზიანებლად. წარმოებულია შვედეთში კომპანია Bofors Defence-ის (ამჟამად Saab Bofors Dynamics) მიერ. მასში გამოიყენება შვედური წარმოების რაკეტა RB 70, რომელიც ასევე გამოიყენება სხვა შვედურ სისტემებშიც.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]RBS 70 შემუშავდა შვედეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის (ჰსთ) უზრუნველსაყოფად იაფი, მარტივად გამოსაყენებელი და ეფექტიანი ახლო მანძილის მიწა-ჰაერის ტიპის სარაკეტო სისტემით. RBS 70 სისტემამდე შვედეთის ჰსთ-ის ქვაკუთხედს ამერიკული HAWK (ჰოუკ) სისტემა (RBS 77 და RBS 97 "შვედური ჰოუკი"), ამერიკული Redeye (RBS 69) და შვედური Bofors m/48 საზენიტო ქვემეხი წარმოადგენდნენ. შვედეთის არმიამ RBS 70 შეიარაღებაზე მიიღო 1977 წელს დაბალი ღირებულების და ახლო მანძილის სისტემაზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის აგების ძირითადი მიზეზი იყო შვედეთის იმჟამინდელი სამხედრო დოქტრინნით გათვალისწინებული ბრძოლის მეთოდი, რომელშიც მობილურობას და დაბალ საექსპლუატაციო მოთხოვნებს აქვთ დიდი მნიშვნელობა.
შვედეთის არმიამ გადაწყვიტა ჩაენ��ცვლებინა RBS 70 კომპლექსები სახმელეთო ბაზირების IRIS-T რაკეტებით. 2006 წლის მონაცემებით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი RBS 70 იმყოფება 18 ქვეყნის შეიარაღებაზე, მათ შორის არგენტინის, ბაჰრეინის, ვენესუელის, ირანის, ინდონეზიის, ირლანდიის, ნორვეგიის, ავსტრალიის, სინგაპურის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ტაილანდისა და ა.შ.
ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2003 წლიდან მიიღეს კომპლექსის საზენიტო რაკეტების გაუმჯობესებული მოდიფიკაცია Bolide. ახალი მოდიფიკაცია წინამორბედებისგან განსხვავდება მოქმედების გაზრდილი მანძილით — 8 კმ-მდე, ახალი საბრძოლო ნაწილით, შეყენების სამი მდგომარეობის მქონე ადაპტური რადიოამფეთქით (დარტყმითი მოქმედების, ნორმალური რეჟიმი და მცირე ზომის მიზნებთან მუშაობის) რის ხარჯზეც გაიზარდა დასაზიანებელი მიზნების დიაპაზონი, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების და შემტევი ფრთოსანი რაკეტების დაზიანების ხარჯზე. კოპლექსის მასაა 87 კგ. აღჭურვილია მიზნის ამოცნობის სისტემით.
მართვადი საზენიტო რაკეტის ტიპი | Rb-70Mk0 | Rb-70 Mk1 | Rb-70 Mk2 | "Bolide" |
---|---|---|---|---|
შეიარაღებაზე მიღების წელი | 1977 | 1990 | 1993 | 2001 |
მაქსიმალური სიშორე, მ | 5000 | 5000 | 7000 | 8000 |
მინიმალური სიშორე, მ | 200 | 200 | 200 | 250 |
ჭერი, მ | 3000 | 3000 | 4000 | 5000 |
მაქსიმალური სიჩქარე, მ/წმ | 525 | 550 | 580 | >680 |
მართვადი რაკეტის სიგრძე, სმ | 132 | 132 | 132 | 132 |
მართვადი რაკეტის დიამეტრი, მმ | 106 | 106 | 106 | 106 |
მართვადი რაკეტის მასა, კგ | 15 | 17 | 17 | - |
შეიარაღებაზეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავსტრალია
- არგენტინა[1]
- ბაჰრეინი
- ბანგლადეში
- ბრაზილია[2]
- ჩეხეთი[3]
- ფინეთი[4]
- გერმანია:RBS 70-ის რაკეტები ადაპტირებული გერმანული ASRAD-R-ისთვის, რომელიც დაყენებულია Wiesel 2 Ozelot-ზე
- ინდონეზია
- ირანი
- ირლანდია
- ლატვია
- ლიტვა[5]
- მექსიკა
- ნორვეგია (აღარ გამოიყენება)
- პაკისტანი: 144 კომპლექსი[6]
- სინგაპური
- შვედეთი
- ტაილანდი
- ტუნისი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები
- ვენესუელა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The World Defence Almanac, 1996–97, p. 38,
- ↑ Army of Brazil to purchase SAAB RBS 70 VSHORAD Very Short Range Air Defense System.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-15. ციტირების თარიღი: 2015-01-30.
- ↑ "Register of the transfers of major conventional weapons from Sweden 1995–2005" დაარქივებული 2006-08-23 საიტზე Wayback Machine. . Stockholm International Peace Research Institute (SIPRI).
- ↑ Saab sells air defence to Finland worth 600 million SEK (press release), Saab, 2007-01-18.
- ↑ "Giddy over air-defense system". The Baltic Times (Baltic News Service). November 17, 2004.
- ↑ Hussain, Maryam (June 2, 2006). "Deal signed with Bofors for missile repair". The Daily Times (Pakistan). Retrieved May 26, 2013.