Misplaced Childhood
Misplaced Childhood | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | ივნისი, 1985 (ერთ დისკიანი გამოცემა); ოქტომბერი, 1998 (ორ დისკიანი გამოცემა) | |||
ჩაიწერა | 1985 | |||
ჟანრი | ნეო-პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 41:16 | |||
ლეიბლი | EMI | |||
პროდიუსერი | კრის კიმსი | |||
Marillion — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Misplaced Childhood | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Q | |
Allmusic | [1] |
Music Street Journal | (ძალიან დადებითი) [2] |
Misplaced Childhood (ი��გლ. უადგილო ბავშვობა) — ბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის მესამე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1985 წელს და არის ჯგუფის კომერციულად ყველაზე წარმატებული დისკი, რომელიც პირველ ადგილზე მოხვდა რეიტინგებში.[3]
ალბომის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომში შესულია ჯგუფის ყველაზე წარმატებული სინგლი, Kayleigh, რომელიც მეორე ადგილზე მოხვდა ბრიტანულ ჩარტში და მსოფლიო მასშტაბითაც დიდი წარმატებით სარგებლობდა. სახელწოდება ფიშს ეკუთვნის - მან ამით ოდნავ შეცვალა ყოფილი შეყვარებულის, კეი ლის სახელი, რომელსაც ეძღვნება ეს სიმღერა. ასევე ცნობილია, რომ რამდენიმე გოგონას, რომელიც იმ წელს დაიბადა, სწორედ ეს სახელი დაარქვეს.
Misplaced Childhood არის ჯგუფის პირველი კონცეპტუალური ალბომი. იგი შედგება ორი მუსიკალური პიესისგან, რომელიც განთავსებულია ვინილის დისკის ორ მხარეს.
ალბომში მოთხრობილი ისტორია არის სიყვარულზე, მოულოდნელ წარმატებაზე, თანხმობაზე, დაკარგულ ბავშვობაზე, მოულოდნელი ოპტიმისტური დასასრული. ფიშის თქმით, ალბომის კონცეფციაზე იგი ფიქრობდა 10 საათიანი ტრანსის განმავლობაში, რომელშიც იგი ჩააგდო ლსდ-ს მიღებამ. რამდენიმე სიმღერა უფრო ავტობიოგრაფიულია - როგორც უკვე ნახსენები Kayleigh, ასევე Heart Of Lothian, სადაც ფიში, რომელიც შოტლანდიელია, გვიყვება შოტლანდიელების ტრადიციულ რელიგიაზე.
ალბომის ორდისკიანი რემასტერინგი გამოიცა 1998 წლის 17 ოქტომბერს.
ჩაწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომის ჩაწერის იდეა წარმოიშვა 1985 წელს, მას შემდეგ, რაც ჯგუფმა გამოსცა დისკი Real to Reel. Marillion-ის წევრებმა ექვსი კვირით გადაინაცვლეს სტუდიაში Barwell Court, სადაც დაიწყეს მომავალ ტურნესა და ალბომზე ფიქრი. ამ დროისთვის ახალი სიმღერების ციკლს უკვე ეწოდა Misplaced Childhood.
ალბომის ჩაწერის იდეა ფიშს უკვე დიდი ხნის წინ ჰ���ონდა. ჯერ კიდევ პირველ სტუდიურ ალბომზე მუშაობისას მან დაიწყო მცირე ლექსების შექმნა სხვადასხვა თემაზე, როგორიც იყო ბავშვობის მოგონებები. თუმცა ამ ეტაპზე მან გადაწყვიტა, ჯგუფისგან ისინი დაემალა. სტუდიაში შეკრებილმა კოლექტივმა გადაწყვიტა, თუ რით დაკავდებოდა შემდეგ 6 კვირის მანძილზე და ფიშმა მხოლოდ მაშინ ამცნო მათ გეგმების შესახებ.
სესიები დაიწყო ახალ რიფზე მუშაობით, რომელიც სტივ როზერიმ მოიგონა, როდესაც თავის მეგობარ გოგონას უჩვენებდა, თუ როგორ წერდა სიმღერებს. ფიშმა ამ მელოდიას დაამატა ჯერ დაუსრულებული ტექსტი, რომელიც ყოფილ მეგობარ გოგონა კეის მიუძღვნა. შემდგომში ეს იყო Kayleigh, რომელიც ჯგუფის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. ვინაიდან იენ მოსლის გარდა ყველა მუსიკოსი კეის რეალურად იცნობდა, მათ ფიშს შესთავაზეს სიმღერის სათაურის შეცვლა, მაგრამ იგი მაინც დარჩა.
ალბომზე მუშაობა დროებით შეაჩერეს - ევროპული ტურნეს გამო, რომელიც ნოემბერში დაიწყო. იგი უნდა ყოფილიყო ჯგუფის ნამდვილი პირველი ტურნე ევროპაში - 38 კონცერტით. ამ კონცერტებზე დიდ იმედს ამყარებდნენ და მან გაამართლა. ასე თუ ისე, ყველა ქვეყანაში ჯგუფის სიმღერები უკვე კარგად იცოდნენ და კოლექტივთან ერთად კონცერტებზე მღერიოდნენ. საგულისხმოა, რომ მომავალი ალბომის დაახლოებით 20 წუთიანი ნაწილი ჯგუფმა სწორედ ამ ტურნეზე შეასრულა - იგი იქცა Misplaced Childhood-ის A-მხარედ. თუმცა, ყველაფერი ჯერ დასრულებული არ ყოფილა. Lavender ჯერ დაწერილი არ იყო, ხოლო Kayleigh-სათვის ტექსტის მხოლოდ 75 პროცენტი დაიწერა. ამიტომ ყოველ კონცერტზე ფიში მას იმპროვიზაციით ასრულებდა და ახალ ტექსტებს იგონებდა. მისივე აზრით ყველაზე წარმატებულები მან ალბომზე გამოიყენა.
ტურნე 1984 წლის შობამდე ერთი დღით ადრე დასრულდა, ჯგუფის მშობლიურ ქალაქ ეილსბერიში. 1985 წლის პირველი ექვსი კვირა ჯგუფმა სტუდიაში Bray გაატარა (სურეის საგრაფო), სადაც ახალ სიმღერებს წერდა. იქვე ჩაწერილი იქნა ყველა კომპოზიციის დემო ვერსია. ამის შემდეგ გადაწყვიტეს პროდიუსერის ძიება. მუსიკოსებს არ სურდათ კვლავ ნიკ ტოუბერის მოყვანა და ამიტომ სხვადასხვა პროდიუსერს მიმართეს, მათ შორის გლინ ჯონსის კანდიდატურაც იგულისხმებოდა, მაგრამ მას არ მოეწონა კონცეპტუალური ალბომის იდეა. იგივე შედეგი გამოიღო რუპერტ ჰაიმზთან გასაუბრებამ. ფიში ამტკიცებდა, რომ პრობლემა მხოლოდ იმაში იყო, რომ ალბომში ჰიტ-სინგლს ვერ ხედავდნენ და 1985 წელს კონცეპტუალური ალბომები არც თუ პოპულარული იყო და არავის სურდა საკუთარი რეპუტაციის შელახვა. სხვადასხვა კანდიდატს შორის საიმონ ჰენერტიც იყო Real to Reel-ის პროდიუსერი, მაგრამ არც მასთან კავშირი შედგა.
Bray-ში მუშაობისას გამოჩნდა კრის კიმსი, რომელმაც უბრალოდ შეიარა. მარკ კელი იხსენებდა, რომ ალბომის პირველი მხარის მოსმენისას მან ჯგუფს რამდენიმე რჩევა მისცა, ხოლო ჰიტ-სინგლები საერთოდ არ უხსენებია. ვინაიდან კიმსი ცნობილი იყო როლინგ სტოუნზის, The Cult-ის და Killing Joke-ის პროდიუსერობით, მისი მხრიდან შემოთავაზებაზე ჯგუფს უარი არ უთქვამს. მაგრამ კიმსის ბრიტანეთში მუშაობა გადასახადების გამო არ შეეძლო, ამიტომ ხუთეულს შესთავაზა დასავლეთი ბერლინის სტუდია Hansa-ში გადასვლა, სადაც იმ პერიოდში Killing Joke-თან მუშაობა დაასრულა. თავდაპირველად ეს ინიციატივა მხოლოდ ფიშს მოეწონა, ვინაიდან სხვა მუსიკოსები განიცდიდნენ, რომ ოჯახს დიდი ხნით დაშორდებოდნენ. თუმცა, მოგვიანებით ყველა დათანხმდა. EMI-შიც ამ გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ, ვინაიდან ბრიტანეთში სტუდიის ქირაობა ბევრად უფრო ძვირი ჯდებოდა - ალბომის ჩაწერაზე გამოყოფილი იქნა 80.000 ფუნტი, 5-ჯერ მეტი, ვიდრე Fugazi-ზე. საბოლოოდ კოლექტივი 8 კვირით გერმანიაში გადასახლდა.
ალბომის ჩაწერის დროს არსებულ პრობლემებს შორის აღსანიშნავია ფიშის პრობლემები ალკოჰოლთან. სტივ როზერი იხსენებდა, რომ სოლო-ალბომებზე საუბრისას ის გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ჩაწერდა უფრო ტრადიციული როკის ჟანრის ალბომს. გაღიზიანებული ფიში ახტა, დაიჭირა სტივი და უყვიროდა, რომ იგი საუკეთესო სიმღერებს საკუთარი ალბომისთვის ინახავდა. როზერის თქმით, აქტიური მეგობრობა ფიშთან სწორედ მაშინ დასრულდა.
Kayleigh იყო პირველი სიმღერა, რომლის მიქსი კრის კიმსიმ დაასრულა. ამ დროისთვის გადაწყდა, რომ იგი გამოვიდა ალბომის პირველი სინგლის სახით და სტივის სოლო სინგლის გამოცემისათვის ოდნავ შეცვლილი იქნა. ის გამოიცა 1985 წლის 7 მაისს, როდესაც ალბომზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. პიტ ტრევავასი ამბობდა, რომ მათ გეგმებში შედიოდა მხოლოდ 20-ეულებში მოხვედრა. Kayleigh-ს მიერ მოულოდნელად დაირღვა წინა სინგლების წარუმატებლობა და ერთი კვირის შემდეგ იგი იქცა ჯგუფის პირველ სინგლად, რომელიც 10-ეულებში მოხვდა.
EMI-ს მიერ Marillion-ის ამ წარმატების აღსანიშნავად ლონდონის ერთ-ერთ ფეშენებელურ კლუბში გაიმართა დიდი წვეულება. ალბომის ჩაწერა ამ დროისთვის დასრულებული იყო და ჯგუფის წევრებიც წვეულებაზე ორიგინალური ფირებით გამოჩნდნენ. სინგლის გაყიდვებმა ბრიტანეთში ამ დროისთვის დღეში 25.000 ასლი შეადგინეს. ჩარტში Kayleigh მეოთხე ადგილამდე ავიდა. მარკ კელი იხსენებს, რომ ყოველი შემთხვევისათვის ჯგუფს შენახული ჰქონდა შამპანური და როდესაც ცნობილი გახდა პოზიცია, ყველა დახტოდა, ყვიროდა და ერთმანეთს ეხვეოდა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ Kayleigh ჩარტის პირველ ადგილზეც გავიდოდა.
ევროპის სხვა ქვეყნებში Kayleigh-ს უფრო მეტი წარმატება ხვდა წილად. მეოთხე ადგილის შემდეგ იგი ბრიტანეთში მესამე, შემდეგ კი მეორე ადგილზეც ავიდა და ყველა ელოდა მის პირველ ადგილზე მოხვედრას. მიუხედავად ამისა, ეს წარმატება მას წაართვა სიმღერამ You Never Walk Alone, ინგლისის პრემიერ ლიგის ფეხბურთელთა მიერ ჩაწერილმა ჰიმნმა, რომელიც ბრეტფორდ სიტის სტადიონზე დატრიალებული ტრაგედიაში დაღუპულებს მიეძღვნა.
1985 წლის ივნისის დასაწყისში Kayleigh კვლავ ჩარტების სათავეში იმყოფებოდა. ალბომის გამოცემა ახლოვდებოდა. ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა სხვადასხვა სატელევიზიო და რადიო არხზე. დღეში მათ ხოლმე სამი სხვადასხვა ვიზიტი ჰქონდათ დაგეგმილი. ჯონ არნისონის ინიციატივით დაიწყო მოკლე ტურნე ევროპაში. 5-19 ივნისს ჯგუფი ეწვია იტალიას, ესპანეთს, საფრანგეთსა და პორტუგალიას, სადაც Misplaced Childhood პირველად შესრულდა სრული სახით. ფიშმა ამ პერიოდში პირველად დაიწყო გრიმის გარეშე გამოსვლა - ეს იყო ლისაბონში, სადაც საგრიმიოროში ჯდომისას მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
Misplaced Childhood გამოვიდა 1985 წლის 17 ივნისს. ერთი კვირის შემდეგ იგი ჩარტების სათავეში მოხვდა.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა ტექსტის ავტორი — ფიში; მუსიკა — მარკ კელი, იენ მოსლი, სტივ როზერი და პიტ ტრევავასი.
მხარე 1 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Pseudo Silk Kimono“ | 2:15 |
2. | „Kayleigh“ | 4:04 |
3. | „Lavender“ | 2:28 |
4. | „Bitter Suite
| 7:53 |
5. | „Heart of Lothian
| 4:08 |
მხარე 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
6. | „Waterhole (Expresso Bongo)“ | 2:13 |
7. | „Lords of the Backstage“ | 1:53 |
8. | „Blind Curve
| 9:30 |
9. | „Childhoods End?“ | 4:33 |
10. | „White Feather“ | 2:24 |
საერთო ხანგრძლივობა: | 41:17 |
1998 წლის რემასტერის დამატებითი დისკი | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Lady Nina“ | 5:50 |
2. | „Freaks“ | 4:08 |
3. | „Kayleigh“ (ალტერნატიული მიქსი) | 4:04 |
4. | „Lavender Blue“ | 4:23 |
5. | „Heart of Lothian“ (ვრცელი მიქსი) | 5:53 |
6. | „Pseudo Silk Kimono“ | 2:08 |
7. | „Kayleigh“ | 4:11 |
8. | „Lavender“ | 2:33 |
9. | „Bitter Suite
| 2:56 |
10. | „Lords of the Backstage“ | 1:48 |
11. | „Blue Angel“ | 1:46 |
12. | „Misplaced Rendezvous“ | 1:21 |
13. | „Heart of Lothian
| 4:26 |
14. | „Waterhole (Expresso Bongo)“ | 1:52 |
15. | „Passing Strangers
| 9:26 |
16. | „Childhoods End?“ | 2:22 |
17. | „White Feather“ | 2:17 |
საერთო ხანგრძლივობა: | 61:23 |
სხვა სიმღერების ციტირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომში ასევე ჟღერს Marillion-ისა და სხვა მუსიკოსების სიმღერების ციტატები. ესენია:
- Home Thoughts from Abroad (კლიფორდ უორდი) - სიმღერაში Kayleigh (By the way, how's your broken heart/By the way, didn't I break your heart?)
- Script for a Jester's Tear (მარილიონი) - სიმღერაში Kayleigh (I never did write that love song/I'm still trying to write that love song)
- Love, Reign O'er Me (The Who) - სიმღერაში Windswept Thumb (Rain on me)
- Ashes are Burning (Renaissance, - სიმღერაში Lords of the Backstage (Ashes are burning, burning)
- A Plague of Lighthouse Keepers (Van Der Graaf Generator), სიმღერაში Lords of the Backstage (I'm so far out [and] I'm too far in)
- Lavender Blue, - XVII საუკუნის ინგლისური ხალხური სიმღერა. ეს სიმღერა დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1950-იან წლებში, სოლომონ ბერკის მიერ მისი შესრულების გამო.
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფიში – ვოკალი
- სტივ როზერი - გიტარები
- მარკ კელი - კლავიშები
- პიტ ტრევავასი - ბას-გიტარა
- იენ მოსლი - დასარტყმელი საკრავები
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Thieving Magpie - ალბომის სრული შესრულება 1986 წლის იანვარში.
- Return to Childhood - ფიშის კონცერტის ჩანაწერი, სადაც პირველად მრავალი წლის შემდეგ ალბომი შესრულდა სრული სახით.
ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩარტი (1985) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[4] | 6 |
გერმანიის ალბომები (Media Control)[5] | 3 |
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[6] | 10 |
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[7] | 15 |
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[8] | 6 |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[9] | 1 |
აშშ Billboard 200[10] | 47 |
- წლის შემაჯამებელი ჩარტი
ჩარტი (1985) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[11] | 21 |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[12] | 20 |
ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|
სერტიფიცირებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
გერმანია (BVMI)[21] | პლატინა | 500 000^ |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[22] | პლატინა | 300 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინფორმაცია ალბომის შესახებ (ჯგუფის ოფიციალურ საიტზე):
- 1998 წლის ინტერვიუ - ჯგუფის მოგონებები დაარქივებული 2007-03-03 საიტზე Wayback Machine.
- ალბომის შესახებ დაარქივებული 2007-02-28 საიტზე Wayback Machine.
- ფიშის მოგონებები ალბომის შესახებ დაარქივებული 2009-02-16 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Allmusic Review
- ↑ http://www.musicstreetjournal.com/cdreviews_display.cfm?id=101395
- ↑ David Roberts British Hit Singles and Albums, Guinness World Records Limited
- ↑ „Dutchcharts.nl – Marillion – Misplaced Childhood“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 25 აპრილი 2015.
- ↑ "Longplay-Chartverfolgung at Musicline" (გერმანულად). Musicline.de. Media Control. წაკითხვის თარიღი 25 აპრილი 2015.
- ↑ "Marillion – Misplaced Childhood". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 25 აპრილი 2015.
- ↑ "Marillion – Misplaced Childhood". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 25 აპრილი 2015.
- ↑ "Marillion – Misplaced Childhood". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 25 აპრილი 2015.
- ↑ "1985-06-29 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 25 აპრილი 2015.
- ↑ 10.0 10.1 „Top Pop Albums“. Billboard. New York. 97 (45): 82. 9 ნოემბერი 1985. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი 2016.
- ↑ „Schweizer Jahreshitparade 1985“. Swisscharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 25 აპრილი 2015.
- ↑ „UK Top 100 Selling Albums 1985“. ოფიციალური ჩარტების კომპანია. ციტირების თარიღი: 25 აპრილი 2015.
- ↑ „Dutchcharts.nl – Marillion – Misplaced Childhood“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 25 აპრილი 2015.
- ↑ "Offiziellecharts.de – Marillion – Misplaced Childhood" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 25 აპრილი 2015.
- ↑ "Marillion – Misplaced Childhood". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 25 აპრილი 2015.
- ↑ "Marillion – Misplaced Childhood". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 25 აპრილი 2015.
- ↑ "Marillion – Misplaced Childhood". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 25 აპრილი 2015.
- ↑ "1985-06-29 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 25 აპრილი 2015.
- ↑ „Schweizer Jahreshitparade 1985“. Swisscharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 25 აპრილი 2015.
- ↑ „UK Top 100 Selling Albums 1985“. ოფიციალური ჩარტების კომპანია. ციტირების თარიღი: 25 აპრილი 2015.
- ↑ ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Marillion; 'Misplaced Childhood') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ British album certifications – Marillion – Misplaced Childhood. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Misplaced Childhood ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go