შინაარსზე გადასვლა

ჰენრი ლანკასტერელი (1281-1345)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰენრი ლანკასტერელი
წოდებები
ლან��ასტერისა და ლეიცესტერის ერლი
დაიბადა 1281
გარდაიცვალა 22 სექტემბერი, 1345
საგვარეულო პლანტაგენეტები
მეუღლე(ები) მაუდ ჩაუორთი
შვილ(ებ)ი შვიდი შვილი
მამა ედმუნდი, ლანკასტერის ერლი
დედა ბლანშ არტუელი
რელიგია კათოლიციზმი

ჰენრი ლანკასტერელი (ინგლ. Henry of Lancaster; დ. 1281 — გ. 22 სექტემბერი, 1345) — პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი. ედმუნდ პლანტაგენეტისა და ბლანშ არტუელის ვაჟი. ლანკასტერისა და ლეიცესტერის ერლი. ინგლისის მეფე ჰენრი IV-ის დიდი ბაბუა.

ჰენრი ლანკასტერელი დაიბადა 1281 წელს ინგლისში. იგი იყო ��ანკასტერისა და ლეიცესტერის ერლ ედმუნდ პლანტაგენეტისა და მისი მეორე ცოლის, წარსულში ნავარის დედოფალ ბლანშ არტუელის მეორე ვაჟი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია იყვნენ ინგლისის მეფე ჰენრი III და დედოფალი ელეანორ პროვანსელი, ხოლო დედის მხრიდან მისი ნახევარ-და იყო საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი ჟანა I.

1296 წელს მამამისი გარდაიცვალა, რის შემდეგაც მთელი მემკვიდრეობა მისმა ძმამ, თომასმა მიიღო. 1299 წელს, ინგლისის პარლამენტის გადაწყვეტილებით ჰენრი გახდა ლანკასტერის ერლი. 1300 წლის ივლისში მან მონაწილეობა მიიღო კერლავეროკის ალყაშიც.

ბიძამისის, მეფე ედუარდ I-ის გარდაცვალების შემდეგ, იგი თავის ძმასთან ერთად მუშაობდა თავისი ბიძაშვილის, მეფე ედუარდ II-ის წინააღმდეგ. თომასთან ერთად იგი მონაწილეობდა 1311 წლის ბარონთა ამბოხებაში, რის შემდეგაც მეფე იძულებული გახდა ლონდონიდან გაქცეულიყო, სადაც მხოლოდ 1318 წელს მოახერხა დაბრუნება.

როდესაც თომასი 1322 წელს კვლავ აჯანყდა, ჰენრი მას აღარ გაჰყვა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მეფე მას დაჰპირდა, რომ ერთგულების სანაცვლოდ იგი მას მისი ძმის ქონებას მიანიჭებდა. თომასი ამ აჯანყებას ემსხვერპლა, ისე, რომ შვილი არ დარჩა, რის გამოც მთელ მის ქონებას ჰენრი დაეპატრონა, რომელმაც 1324 წელს გრაფის რანკში ამაღლდა. ამის შემდეგ მისი მეფისადმი ერთგულება არც ისე დიდხანს გაგრძელდა. 1327 წელს ჰენრი შეუერთდა დედოფალ იზაბელა ფრანგის კამპანიას, რომელმაც დაატყვევა და გამოკეტა მეფე.

დედოფალ იზაბელას გავლენით იგი დაინიშნა ახალი მეფის, ედუარდ III-ის ერთ-ერთ მთავარ მრჩევლად. იგი აქტიურად მონაწილეობდა შოტლანდიელების წინააღმდეგ ბრძოლასა და ასწლიან ომში, თუმცა საბოლოოდ, 1345 წელს მეფემ იგი მოღალატედ სცნო და 22 სექტემბერს სიკვდილით დასაჯა, დედამისი, დედოფალი იზაბელა კი კოშკში გამოკეტა.

  1. ჰენრი (1300-1361), ლანკასტერის პირველი ჰერცოგი, ცოლად შეირთო იზაბელ დე ბემონი, რომელთანაც ორი გოგონა შეეძინა, მათ შორის ლანკასტერთა დინასტიის დამაარსებელი ბლანკა ლანკასტერელი, რომლის ვაჟიც იყო მეფე ჰენრი IV;
  2. ბლანკა (1305-1380), ცოლად გაჰყვა ლიდელის ბარონ თომას უეიკს;
  3. მაუდი (1310-1377), პირველად იქორწინა ულსტერის ერლ უილიამ დე ბურგზე, მისი დაღუპვის შემდეგ კი ცოლად გაჰყვა ირლანდიის იუსტიციარ რალფ დე უფორდს. მას ორივე მათგანთან ჰყავდა შვილები;
  4. ჯოანი (1312-1345), ცოლად გაჰყვა მოუბრეის ბარონ ჯონ დე მოუბრეის;
  5. იზაბელა (1317-1347), ამესბურის აბატისა;
  6. ელეანორი (1318-1372), პირველად იქორწინა ჯონ დე ბემონზე, მისი დაღუპვის შემდეგ კი ცოლად გაჰყვა არუნდელის ერლ რიჩარდ ფიცალანს;
  7. მერი (1320-1362), ცოლად გაჰყვა ნორთუმბრიის ერლ ჰენრი პერსის;
  • Armitage-Smith, Sir Sydney (1904). John of Gaunt: king of Castile and Leon, duke of Aquitaine and Lancaster. Archibald Constable and Co. Ltd.
  • Burke, John (1831). A general and heraldic dictionary of the peerages of England, Ireland, and Scotland. London: Henry Colburn and Richard Bentley.
  • Fryde, Natalie (1979). The Tyranny and Fall of Edward II 1321-1326. Cambridge University Press.
  • Hamilton, Jeffrey (2010). The Plantagenets: History of a Dynasty. Continuum UK.
  • Prestwich, Michael (1980). The Three Edwards: War and State in England, 1272-1377. Routledge.