შინაარსზე გადასვლა

ზოროასტრიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ცეცხლთაყვანისმცემლობა)
ზოროასტრული ტაძარი
ფარავაჰარი - ადამიანის სულის გამოსახულება დაბადებამდე და გარდაცვალების შემდეგ

ზოროასტრიზმი (ატროშანი, მაზდეანობა) (სპარს. زرتشتی‌گری) — ირანული წარმოშობის დუალისტური რელიგია, წარმოადგენდა ოფიციალურ რელიგიას სასანიანთა იმპერიაში.ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სპარსეთის აქემენიანთა და პართთა იმპერიებში.

ჩაისახა და აღმოცენდა სპარსეთში. რელიგიის დასაბამს წინასწარმეტყველ ზარათუშტრას მიაკუთვნებენ, რომელსაც დასავლეთში იცნობენ მისი სახელის ბერძნული ვერსიით — ზოროასტრით. მისი სახელის ეტიმოლოგია საკამათოა და რამდენიმე განსხვავებული ახსნა არსებობს. თანამედროვე სპარსული ფორმით წინასწარმეტყველის სახელი არის ზართოშთი (زرتشت).

ზარათუშტრა ცხოვრობდა ძვ. წ. VII-VI სასუუკუნეებში. თუმცა პლატონი მას ძვ. წ. 64-ე საუკუნეს მიაკუთვნებს. ზარათუშტრამდე მაზდეანობა გავრცელებული იყო სპარსელების წინაპარ არიელებში. ზარათუშტრამ მისცა საბოლოო სახე მოძღვრებასა და ღვთისმსახურების წესებს. მას მიაწერენ გათას პოემების კრებულს, რომელიც მის მიმდევართა მიერ ზეპირსიტყვიერებით შემონახულ იქნა საუკუნეების განმავლობაში, ხოლო პართიელთა და სასანიდთა პერიოდში ავესტა (რომლის მთავარი ნაწილი გათასი იყო) ხელნაწერებში იქნა გადატანილი.

ზოროასტრიზმის მიმდევართა გეოგრაფიული არეალი ერთ დროს ანატოლიიდან სპარსეთის ყურემდე იყო გადაჭიმული და მათი რიცხვი მილიონებს შეადგენდა. მისი მიმდევრები დღეს სამხრეთ აზიაში, ირანსა და ამ ხალხთა უცხო ქვეყნების დიასპორაში არც ისე მრავალრიცხოვანია, თუმცა რელიგია დღესაც ცოცხალი და დინამიურია. ის შეცვლილი სახითაა შემორჩენილი ინდოეთში, სადაც არსებობს ფასების სექტა, ასევე ირანში გებრების სექტა. ზოროასტრიზმის ელემენტებს შეიცავს ეზიდების რელიგიური პრაქტიკაც.

ზოროასტრიზმში უმაღლესი ღვთაებაა აჰურა მაზდა. მას დასაბამიდანვე უპირისპირდება ბოროტების და წყვდიადის მეუფე აჰრიმანი. ბოროტებას და სიკეთეს შორის ეს დაპირისპირება მსოფლიოს განვითარების და ცივილიზაციის საფუძველია. აჰურა მაზდას გვერდით დგანანნ კეთილი ძალები მითრა, რომელიც აჰურა მაზდას შვილია, ციდან ჩამოვიდა და კაცის სახე მიიღო, ასევე კეთილი ანგელოზები ― აზატები. აჰრიმანთან არიან ბოროტი სულები: დევები და ეშმაკები. აჰურა მაზდას სიმბოლოა ცეცხლი. მაზდეანურ ტაძრებში, ათეშგებში, მუდმივად ენთო ცეცხლი საკურთხევლის წინ. არსების სერიით (ფუნქციითა და სტატუსით ანგელოზთა მსგავსად), რომლებიც აჰურა მაზდას (უზენაესი არსება) თანმხლები არიან და ქმნიან კეთილისმყოფელ შვიდეულს და მეორე ბოროტი და დესტრუქციული შვიდეულით. სწორედ ეს დაუსრულებელი კონფლიქტი ბოროტსა და კეთილს შორის განასხვავებს ზოროასტრიზმს სხვა მონოთეისტური მოძღვრებებისგან, რომელთაც მხოლოდ ერთი უზენაესი ძალა გააჩნიათ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]