ჩელენჯერის ღრმული
ჩელენჯერის ღრმული | |
---|---|
დედამიწის ყველაზე (ჯერჯერობით) ღრმა ადგილი | |
ჩელენჯერის ღრმულის ექსპედიციების რუკა | |
მონაცემები | |
სიღრმე | 10898-10928 კმ. |
წნევა | 703 კგ/კვ. მ. |
ჩელენჯერის ღრმული — დედამიწის ყველაზე (ჯერჯერობით) ღრმა ადგილი (10.898-10.928 კმ.), რომელიც მდებარეობს წყნარ ოკეანეში, მარიანას ღრმულის სამხრეთ ნაწილში.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1870 წელს, ჩარლზ უაივილ ტომსონმა, ედინბურგის უნივერსიტეტის ბუნებათმცოდნეობის პროფესორმა ლონდონის სამეფო საზოგადოება დაარწმუნა, რომ ბრიტანეთის სახელმწიფოსათვის მისთვის ეთხოვათ დედოფლის ხომალდი ხანგრძლივი ექსპედიციისთვის მთელი დედამიწის გარშემო ოკეანეებში. 1872 წლის 7 დეკემბერს,[2] კი ეიჩ-ემ-ეს ჩელენჯერი (H.M.S. Challenger) ზღვაში გავიდა. სიგრძით 61 მეტრიან ხის გემს ჰქონდა სამი ანძა, 2300 ტონის გადატანის შესაძლებლობა და 1200 ცხენის ძალის სიჩქარე.
ხომალდის მეთაური იყო კაპიტანი ჯორჯ ნარესი 20 საბაჟო ჩინოსანითა (ქირურგებისა და ინჟინერების ჩათვლით) და 200 ეკიპაჟის წევრით, 6 სამოქალაქო პირით, მომსახურე პერსონალითა და მეცნიერებით (ჯონ მურეი, ჰენრი მოსლი, ჯონ ბუჩანანი, ჯეი-ჯეი უაილდი), რომლებიც უაივილ ტომსონის ხელმძღვანელობის ქვეშ იყვნენ.
ექსპედიციისას (7 დეკემბერი, 1872, 24 მაისი, 1876) გემმა საზღვაო 68890 მილი (127.5 კმ) გაიარა, რომლის დროსაც ჩელენჯერის ღრმულის შესახებ მრავალი რამ დადგინდა:
1. დადგინდა ღრმულის ზუსტი სიღრმე.
2. სიღრმეში არსებული წყლის ნიმუში იქნა წაღებული ქიმიურ-ფიზიკური გამოკვლევებისთვის.
3. თერმომეტრი-ზონდით მოხდა ფსკერის ტემპერატურის ჩაწერა.
4. რამდენიმე სადგურზე მოხდა იმის გამოკვლევა, თუ როგორ იცვლებოდა წყლის მიმართულება და სიჩქარე ღრმულის სხვადასხვა სიღრმეზე.
5. მოხდა წყლის მეტეოროლოგიური თუ ატმოსფერული შესწავლა და აღწერა.
ექსპედიციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1. 1951 წელს, ეიჩ-ემ-ეს ჩელენჯერ II-მა იმოგზაურა ჩელენჯერის ღრმულის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2. 1960 წელს, ხომალდმა ბატისკაფ ტრიესტემ პირველად მიაღწია ღრმულის ფსკერს ა.შ.შ-ს საზღვაო ფლოტის ლეიტენანტი დონ უალშისა და შვეიცარიელი მეცნიერი ჟაკ პიკარდის მეთაურობით.
3. 35 წლის შემდეგ, 1995 წელს, იაპონურმა უპილოტო წყალქვეშა ხომალდმა კაიკომ[3] აიღო ნიმუშები ღრმულიდან და შეაგროვა ისეთი სახის ინფორმაციები, როგორებიც ჩელენჯერის უკეთესად შესწავლაში დაეხმარებოდათ.
4. 2009 წელს, ა.შ.შ-მ გაგზავნა დისტანციურად მართვადი ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალება - ნერევსი, რომელმაც ჩელენჯერის ღრმულის ფსკერამდე მიაღწია და სადაც თითქმის 10 სთ. გაატარა.
წარმოქმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისევე როგორც მარიანას ღრმული, ასევე მის ტერიტორიაში შემავალი ჩელენჯერის ღრმულიც ქვეშეცოცების ზონაში წარმოიქმნა, სადაც ტექტონიკური ფილების ურთიერთშეცოცება, ქვეშეცოცება და თარაზული გადაადგილება მიმდინარეობს. კონკრეტულად ურთიერთშეცოცებისას კი ღრმა ღარი წარმოიქმნება დაწეული ქერქის გაღუნული ნაწილის ზედა მხარეს. ამ შემთხვევაში კი წყნარი ოკეანის ფილა ფილიპინების ტექტონიკური ფილის ქვეშ ცოცდდება, რომლის ასაკსაც, მეცნიერების აზრით, 55 მლნ. წელი წარმოადგენს მაშინ, როდესაც წყნარი ოკეანის ფილა მასზე 3-ზე მეტჯერ ხნიერია (180 მლნ. წელი)
იქიდან გამომდინარე, რომ დედამიწას ამობურცულობები გააჩნია ეკვატორთან, მისი რადიუსი 25 კმ-ით მეტია ეკვატორის გაყოლებაზე, ვიდრე პოლუსებისკენ მიმართულებით, და მაშასადამე, დედამიწის ცენტრიდან არქტიკული ოკეანეები (5406 კმ.) უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩელენჯერის ღრმული (10740).
ფილების ტექტონიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც მარიანას ღარი, ასევე, მაშასადამე, ჩელენჯერის ღრმულიც ფილიპინებისა და წყნარი ოკეანის ტექტონიკური ფილების გასაყარზე მდებარეობს. ფილიპინების აღმოსავლეთ, ხოლო წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
ორივე ტექტონიკური ფილა ჩრდილო-დასავლეთით მოძრაობს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ წყნარ ოკეანოვანის მოძრაობის სიჩქარე (56-102 მმ. წელში) ფილიპინებისას (48-84 მმ. წელში) აღემატება, ხშირია ამ ორი ფილის შეჯახებები, და მაშასადამე, ქვეშეცოცების ზონების წარმოქმნა (წყნარი ოკეანის ფილა შედის დედამიწის მანტიასა და ფილიპინების ტექტონიკური ფილის ქვეშ[4]) მარიანას ღართან.
მიწისძვრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარიანას ღართან და ჩელენჯერის ღრმულთან მომხდარი განმეორებადი მიწისძვრები ტექტონიკური ფილების გასაყარზე გამოწვეულია წყნარი ოკეანის ფილის დედამიწის მანტიის ქვეშ შეცოცების ხმაურიანობით, ვინაიდან ფილები ერთმანეთში ჩაჭედილნი არიან დაგროვებული წნევიდან გამომდინარე, ხოლო მცირე ცვლილებების შედეგად მიმდინარე ფილების ამოვარდნები და გასრიალებები ძლიერ ვიბრაციებს წარმოქმნის, რომლებიც დედამიწის ქერქზე ვრცელდებიან როგორც მიწისძვრის ტალღები.
როგორც კი წყნარი ოკეანის ფილა დედამიწის მანტიის ქვეშ ცოცდება, გეოთერმული გრადიენტისა და ხახუნის ძალის მეშვეობით იმდენად ძლიერი სითბო წარმოიქმნება, რომ 161 კმ სიღრმეში ქვებში არსებული მინერალები დნობას იწყებენ. დნობის შედეგად წარმოიქმნება მაგმა, რომელიც თავისი დაბალი წნევიდან გამომდინარე ოკეანის ზედაპირისკენ იწყებს მოძრაობას. აღსანიშნავია, რომ მარიანას კუნძულების ღარი სწორედ ასეთი გამდნარი მაგმისგან წარმოიქმნა.
ვულკანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩელენჯერის ღრმულის მიმდებარე ტერიტორიაზე, მარიანას კუნძულების შემადგენლობაში მრავალი ვულკანური ჯაჭვი მდებარეობს, რომელთაგან მრავალი წყალქვეშაა, მაგალითად ეიფუკუს წყალქვეშა ვულკანი, რომელიც 103 გრადუსის მქონე თხევად ნახშირორჟანგს გამოყოფს საკვამურის მსგავსი ჰიდროთერმული ხვრელებიდან, ხოლო დაიკოკუს წყალქვეშა ვულკანის შესახებ 410 მეტრ სიღრმეში მეცნიერებმა აღმოაჩინეს დედამიწაზე ერთადერთი გამდნარი გოგირდის აუზი.
სიცოცხლე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მრავალი ექსპედიციის შედეგად ჩელენჯერის ღრმულში აღმოჩინდა სხვადასხვა ტიპის ცოცხალი ორგანიზმი, რომელთაც 11 კმ. სიღრმეში, სრულ უკუნსა და უზარმაზარი წნევის (მარიანას ღრმული დიდ ტერიტორიას მოიცავს (11 კმ. სიგრძე, 1.6 კმ. სიგანე), რომლის საშუალო ტემპერატურას 1-4ºC, ხოლო წნევას 103.5 მლნ. პასკალი წარმოადგენს) ზეწოლის ქვეშ შეუძლიათ გაძლება, თუმცა მათთვის საკვების მოპოვება ძალიან რთულია იქიდან გამომდინარე, რომ ღრმული ყველანაირი მცენარისგან და ხისგან მოშორებით მდებარეობს, ხოლო მათი ფოთლები თუ ნაყოფები ამ სიღრმემდე იშვიათად თუ აღწევენ. მაშასადამე, მარიანას ღარის სამხრეთით მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებს შორის, მიკრობების უმეტესობა, ძირი��ადად ისეთი ქიმიური ნივთიერებებით იკვებებიან, როგორიცაა მეთანი და გოგირდი. აღსანიშნავია, რომ ჩელენჯერის ღრმულის ორგანიზმების უმეტესობა კვებითი ჯაჭვის ქვედა რგოლს წარმოადგენენ, თუმცა მკვდარი პლანკტონებს ფსკერამდე მისაღწევად დიდი დრო სჭირდებათ თავიანთი მცირე წონიდან გამომდინარე.
3 ყველაზე გავრცელებულ ცოცხალ ორგანიზმს მარიანას ღარსა და ჩელენჯერის ღრმულში წარმოადგენენ ქსენოფიოფორები, ამფიპოდები და ზღვის პატარა კიტრები (ჰოლოთურიები). გარდა ამისა, მეცნიერებმა ექსპედიციისას 200-ზე მეტი სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმები აღმოაჩინეს მარიანას ღარის ფსკერის სამხრეთით მდებარე ტალახში, რომლის ნიმუშიც შემდეგ ლაბორატორიებში წაიღეს და სპეციალურ ფილტრებში მოათავსეს, სადაც ისეთივე გარემოს უქმნიან (დაბალი ტემპერატურა, მაღალი წნევა), როგორიც ჩელენჯერის ღრმულშია.
ერთუჯრედიანი ქსენოფიოფორები ძალიან ჰგვანან დიდი ზომის ამებებს, რომლებიც გარშემო მდებარე საკვების შეწოვით იკვებებიან. ისინი ძალიან მორცხვი, კრევეტის მსგავსი რედუცენტები არიან, რომლებიც მხოლოდ ღრმა ღარებში ცხოვრობენ.
2017 წელს, მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ 8000 მ. სიღრმეში გაურკვეველი წარმომავლობის ორგანიზმი აღმოაჩინეს, რომელსაც მარიანას გველთევზა დაარქვეს. იგი მცირე ზომის, ვარდისფერი უქერცლო თევზია, რომელიც, როგორც ჩანს, ღრმულსა და ღარში მდებარე სასტიკ გარემო პირობებთან ადაპტირებულია. გარდა ამისა, მარიანას გველთევზა ერთადერთი თევზია, რომელიც ასეთ ღრმა გარემოცვასა და ღარის ეკოსისტემას უძლებს, საკვებად კი ჩელენჯერის ღრმულში უხვად გავრცელებულ უხერხემლოებს იყენებს.
დაბინძურება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კერმადეკის ღარსა და ჩელენჯერის ღრმულში მდებარე კრევეტის მსგავსი კიბოსნაირი ამფიპოდების ნიმუშების აღებისას, მეცნიერებმა მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების (POP (ნახევრადქლორირებული ბიფენილი (PCB), ნახევრადბრომირებული დიფენილის ეთერები (PBDE)), კატასტროფულად მაღალი დონე შენიშნეს მათი ორგანიზმის ცხიმოვან ქსოვილებში. მოცემული ქიმიკატები ხშირად გამოიყენება ელექტრული იზოლატორებისა და ალმანელებლების დასამზადებლად. მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების გავრცელება გარემოში 1930-იან წლებში დაიწყო საწარმოო ტრავმებისა და ნაგავსაყრელებიდან გამოჟონვის შედეგად, 1970-იან წლებში კი საბოლოოდ აიკრძალა მოცემული ქიმიკატების ნებისმიერი სახით გამოყენება. იქიდან გამომდინარე, რომ POP-ები ბუნებრივად არ იხრწნებიან, ბუნებაში ათწლეულები ძლებენ, ხოლო ოკეანეების ფსკერამდე დამაბინძურებელი პლასტმასის ნარჩენებისა და მკვდარი ცხოველების სახით აღწევენ, ცოცხალი ორგანიზმების სხეულიდან კი კვებითი ჯაჭვის მეშვეობით ეს ქიმიკატები ცხოველიდან ცხოველში გადადის, რის შედეგადაც ამ დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია ოკეანეში კიდევ უფრო იზრდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- So, How Deep Is the Mariana Trench?/37:1–13, 2014/Taylor & Francis Group, LLC/ISSN: 0149-0419/DOI: 10.1080/01490419.2013.837849/JAMES V. GARDNER, ANDREW A. ARMSTRONG, BRIAN R. CALDER, AND JONATHAN BEAUDOIN Center for Coastal & Ocean Mapping-Joint Hydrographic Center, Chase Ocean Engineering Laboratory, University of New Hampshire, Durham, New Hampshire, USA.
- THE VOYAGE OF H.M.S. CHALLENGER/NARRATIVE-. V·Ol. I. FIRST PART/JOHNSON REPRINT CORPORATION COMPANY LIMITED, 111 Fifth Avenue, New York, N.Y. 10003/1965
- A precise bathymetric map of the world’s deepest seafloor, Challenger Deep in the Mariana Trench/Masao Nakanishi, Jun Hashimoto/DOI: 10.1007/s11001-011-9134-0/Faculty of Fisheries, Nagasaki University 1-14 Bunkyo-machi, Nagasaki 852-8521, Japan/ 10 April 2011
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]https://en.wikipedia.org/wiki/Challenger_Deep https://blog.nationalgeographic.org/2012/04/17/where-is-challenger-deep/ დაარქივებული 2020-09-29 საიტზე Wayback Machine. http://www.deepseachallenge.com/the-expedition/mariana-trench/ დაარქივებული 2016-01-08 საიტზე Wayback Machine. https://www.cnn.com/travel/article/victor-vescovo-deepest-dive-pacific/index.html https://www.surfertoday.com/environment/what-is-the-challenger-deep https://www.csmonitor.com/Science/2012/0326/How-do-we-know-that-Challenger-Deep-is-lowest-point-on-Earth https://www.livescience.com/23387-mariana-trench.html https://geology.com/records/deepest-part-of-the-ocean.shtml
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ A precise bathymetric map of the world’s deepest seafloor, Challenger Deep in the Mariana Trench/Masao Nakanishi, Jun Hashimoto/DOI: 10.1007/s11001-011-9134-0/Faculty of Fisheries, Nagasaki University 1-14 Bunkyo-machi, Nagasaki 852-8521, Japan/ 10 April 2011/Introduction, Pg. 3, Sentence 1.
- ↑ A precise bathymetric map of the world’s deepest seafloor, Challenger Deep in the Mariana Trench/Masao Nakanishi, Jun Hashimoto/DOI: 10.1007/s11001-011-9134-0/Faculty of Fisheries, Nagasaki University 1-14 Bunkyo-machi, Nagasaki 852-8521, Japan/ 10 April 2011/Introduction, Pg. 3, Sentence 3
- ↑ A precise bathymetric map of the world’s deepest seafloor, Challenger Deep in the Mariana Trench/Masao Nakanishi, Jun Hashimoto/DOI: 10.1007/s11001-011-9134-0/Faculty of Fisheries, Nagasaki University 1-14 Bunkyo-machi, Nagasaki 852-8521, Japan/ 10 April 2011/Data and Methods, Pg. 4, Paragraph 3.
- ↑ A precise bathymetric map of the world’s deepest seafloor, Challenger Deep in the Mariana Trench/Masao Nakanishi, Jun Hashimoto/DOI: 10.1007/s11001-011-9134-0/Faculty of Fisheries, Nagasaki University 1-14 Bunkyo-machi, Nagasaki 852-8521, Japan/ 10 April 2011/Introduction, Pg. 3, Sentence 2