შაურმა
იერსახე
შაურმა (არაბ. شاورما), აგრეთვე ცნობილი როგორც შავერმა, შვარმა, შოარმა თურქული სიტყვიდან çevirme (იკითხ. „ჩევირმე“) რაც ნიშნავს „მოტრიალეს“, დროთა განმავლობაში, არაბული[1][2] ზეგავლენით „შავერმე“-დ გადაკეთდა — ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული კერძი, რომელიც მზადდება ცეცხლზე ვერტიკალურად მოტრიალე, შამფურზე აცმული, სანელებლებით გაჯერებული, ხორცის წვრილი ნაჭრებისგან (როგორც წესი ცხვრის, ქათმის ან ვირის). ემსგავსება ბერძნულ გიროს და მექსიკურ „ტაკო-ალ-პასტორს“. გემოვნების მიხედვით ამატებენ ღვინის ძმარს, პილპილსა და ხმელ სანელებლებს. მას აგრეთვე ამატებენ პომიდორს, ხახვს, სალათის ფურცლებს და წიწაკას, ბოლოს — კეტჩუპს ან მაიონეზს და ახვევენ ლავაშში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შაურმა“ ვიკისაწყობში.
- ↑ Philip Mattar (2004). Encyclopedia of the Modern Middle Eastern, Hardcover, Macmillan Library Reference, გვ. 840. ISBN 0028657713. „Shawarma is a popular Levantine Arab specialty.“
- ↑ John A La Boone III (2006). Around the World of Food: Adventures in Culinary History, Paperback, iUniverse, Inc, გვ. 115. ISBN 0595389686. „Shawarma - An Arab sandwich similar to the gyro.“