კონსტანტინე ფოცხვერაშვილი
კონსტანტინე (კოტე) გიორგის ძე ფოცხვერაშვილი (დ.11 სექტემბერი, 1880, სოფ. სვირი, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 22 მარტი, 1959, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი და ლოტბარი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1933).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაწყებითი განათლება მიიღო თბილისში და განაგრძო პეტერბურგში, სადაც მეცადინეობდა ცნობილი პედაგოგების ხელმძღვანელობით. დაამთავრა აგრეთვე იურევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
კონსტანტინე ფოცხვერაშვილი არის საქართველოს ყოფილი სახელმწიფო ჰიმნის — დიდება — ავტორი. მართალია იგი ვერ მოესწრო ამ შესანიშნავი სიმღერის ახალ ცხოვრებას, მაგრამ 79 წლის შემდეგ 1990 წლის 12 ნოემბერს საბჭოთა იმპერიისაგან განთავისუფლებულისაქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ დაამტკიცა რესპუბლიკის ახალი ატრიბუტიკა — ეროვნულ ჰიმნად კ. ფოცხვერაშვილის დიდება.
შექმნილი აქვს მრავალი სიმღერა, ასევე დამუშავებული ქართული ხალხური სიმღერები, მათ შორისაა „გაფრინდი შავო მერცხალო“, „გურჯანელნი“ და ა.შ., ორი ოპერა: სიმფონიური ოპერა „კერპთა დამხობა“ და საბავშვო ოპერა „მანანა“.
კონსტანტინო ფოცხვერაშვილის თითქმის 60 წლის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. 1933 წელს მას მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება, დაჯილდოვ��ბული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 337, თბ., 1994