უელსის პრინცის კუნძული (ავსტრალია)
მშობ. სახელი: ინგლ. Prince of Wales Island | |
---|---|
მურალუგი სხვა ტორესის სრუტის კუნძულებთან ერთად | |
გეოგრაფია | |
10°40′55″ ს. გ. 142°11′19″ ა. გ. / 10.68194° ს. გ. 142.18861° ა. გ. | |
მდებარეობა | ტორესის სრუტე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
კუნძულთა რაოდენობა | 1 |
ფართობი | 204,6 კმ² |
სიგრძე | 20 კმ |
სიგანე | 13 კმ |
სანაპიროს სიგრძე | 67,9 კმ |
უმაღლესი წერტილი | 246 მ |
შტატი | კუინზლენდი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 20 (2001) |
სიმჭიდროვე | 0,098 ად. /კმ² |
უელსის პრინცის კუნძული (ან მურალუგი) (ინგლ. Prince of Wales Island) — ტორესის სრუტის კუნძულების უდიდესი კუნძული. იგი მდებარეობს სერზდეის კუნძულიდან ჩრდილოეთით (ავსტრალია, კუინზლენდი). კუნძულზე ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი. 2001 წლის მონაცემებით, კუნძულზე 20 კაცი ცხოვრობდა. კუნძულის კოორდინანტებია: 10°40′55″ ს. გ. 142°11′19″ ა. გ. / 10.68194° ს. გ. 142.18861° ა. გ..
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უელსის პრინცის კუნძული წარმოადგენს დიდ კუნძულს, რომელიც მდებარეობს ტორესის სრუტის ჯგუფის კუნძულების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ნახევარკუნძულ კეიპ-იორკთან ახლოს, რომლისგანაც დაშორებულია ენდევორის სრუტით. მისი ფართობია 204,6 კმ². (ტორესის სრუტის კუნძულებიდან ყველაზე დიდი). სანაპირო ზოლის სიგრძე — 67,9 კმ. კუნძულის სიგრძე — დაახლოებით 20 კმ, სიგანე — 13 კმ. უმაღლესი წერტილი აღწევს 246 მეტრამდე.[1] უელსის პრინცის კუნძული კონტინენტური წარმოშობისაა.
კუნძულის ზედაპირი კლდოვანია, იშვიათი მცენარეულობით და ღარიბი ნიადაგით.[2] მტკნარი წყლის მუდმივი წყაროები არ არსებობს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სავარაუდოდ კუნძული 1606 წელს აღმოაჩინა ნიდერლანდელმა მოგზაურმა ბილემ იანსზონმა და მას დაარქვა «Hooghe Eijland» («მაღალი კუნძული»).[3] მაგრამ უკვე 1770 წელს კუნძულმა მიიღო დღეისათვის არსებული სახელი, რომელიც მას დაარქვა ბრიტანელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა მეფე ჯორჯ IV-ს პატივსაცემად.[4]
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001 წელს კუნძულის მოსახლეობის რიცხვმა შეადგინა დაახლოებით 20 ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ერთადერთ დასახლებულ პუნქტში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Islands of Australia. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
- ↑ Prince of Wales Island (Australia). Encarta. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.[მკვდარი ბმული]
- ↑ Evan McHugh, 1606: An Epic Adventure, UNSW Press, 2006, ISBN 0868408662.
- ↑ Adrian Room., Dictionary of World Place Names Derived from British Names, Taylor & Francis, 1989, ISBN 0415028116.