შინაარსზე გადასვლა

სუდ-იუნგასის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედი���
პროვინცია
სუდ-იუნგასის პროვინცია
Provincia de Sud Yungas
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
ადმ. ცენტრი Chulumani
კოორდინატები 16°00′00″ ს. გ. 67°05′00″ დ. გ. / 16.00000° ს. გ. 67.08333° დ. გ. / -16.00000; -67.08333
დაარსდა 12 იანვარი, 1900
ფართობი 5 770 კმ²
სალაპარაკო ენები ესპანური, აიმარა, კეჩუა
მოსახლეობა 63 544 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 11 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCGMT -4
ოფიციალური საიტი http://www.gobernacionlapaz.gob.bo/index.php/conoce/la-paz/estructura/estructura-fisica/290-provincia-sud-yungas.html

სუდ-იუნგასის პროვინცია (ესპ. Provincia de Sud Yungas) — პროვინცია ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქია ჩულუმანი.

პროვინცია მდებარეობს ბოლივიის კორდილიერა-რეალის აღმოსავლეთ ფერდობებზე, აღმოსავლეთით ესაზღვრება კოჩაბამბისა და ბენის დეპარტამენტები. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 200 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 75 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 5 770 კმ²-ს შეადგენს.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა თითქმის 50%-ით გაიზარდა.

  • 88.2% ლაპარაკობს ესპანურად, 57.9%აიმარაზე და 4.3% კეჩუაზე (2001).
  • 88.9% წერა-კითხვის მცოდნეა.
  • მოსახლეობის 66.4%-ს არ აქვს ელექტროენერგია.
  • მორწმუნეთა 77.1% კათოლიკეა, 15.4% პროტესტანტი (1992).

პროვინცია შედგება ხუთი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]