შინაარსზე გადასვლა

სამ საათსა და ათ წუთზე იუმასკენ (2007 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მატარებელი იუმასკენ“
ჟანრი ვესტერნი
დამდგმელი რეჟისორი ჯეიმზ მანგოლდი
პროდიუსერი კეტო კონრადი
სცენარის ავტორი მარკ კლაინი
ნაწარმოები სამ საათსა და ათ წუთზე იუმასკენ
ელმორ ლეონარდი
როლებში რასელ კროუ
კრისტიან ბეილი
მუსიკა მარკო ბელტრამი
ოპერატორი ფედონ პაპამიხაელი
მონტაჟი მაიკლ მაკკასკერი
სტუდია Relativity Media
დისტრიბუტორი Lionsgate Films
გამოსვლის თარიღი 7 სექტემბერი, 2006
ხანგრძლივობა 122 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 55 მლნ
შემოსავალი $ 70 016 220[1]

სამ საათსა და ათ წუთზე იუმასკენ (ინგლ. 3:10 to Yuma) — 2007 წლის ვესტერნი. წარმოადგენს ამავე სახელწოდების 1957 წელს გამოსული ფილმის რიმეიკს. გადაღებულია ნიუ-მექსიკოში.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

არიზონას პატარა ქალაქში იჭერენ ცნობილ დამნაშავეს, ბენ უეიდს (რასელ კროუ). ის უნდა მიიყვანონ მატარებლის სადგურამდე, საიდანაც სამ საათსა და 10 წუთზე მატარებელი იუმას მიმართულებით გავა. იუმაში კი უეიდს სასამართლოს გადასცემენ. უეიდის ბანდა ლიდერის გათავისუფლებას ცდილობს. რანჩოს მეპატრონე დენ ევანზი (კრისტიან ბეილი), რომელიც ვალებში იხრჩობა, გადაწვეტს, 200 დოლარის სანაცვლოდ შეუერთდეს გუნდს, რომელმაც სადგურამდე უნდა მიიყვანოს ბენ უეიდი. თუმცა თანადათანობით გუნდს წევრები აკლდება, ზოგს კლავენ, ზოგი კი ნებდება და დანიშნულების ადგილზე ჩასული ევანზი მარტო აღმოჩნდება უეიდისა და მისი ბანდის პირისპირ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 3:10 to Yuma (2007). Box Office Mojo. Amazon.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 18, 2010. ციტირების თარიღი: April 18, 2009.