პურიზმი (ლინგვისტიკა)
იერსახე
პურუზმი (ფრანგ. purisme < ლათ. purus „სუფთა, წმინდა“) — ენაში შემოსულ უცხო სიტყვათა (უფრო ნეოლოგიზმების) უკუგდება და მათი შეცვლა დედაენის ხელოვნურად გაცოცხლებული (ან შეთხზული) სიტყვებით.
მაგალითები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც ყველა ენაში, პურიზმს ქართულშიც უხვად მოეპოვება მაგალითები:
- გვარდუცი — ჩემოდნის მაგივრად.
- სატუცავი — კალოში.
- წვრილმადიდი — მიკროსკოპი.
- ანგარანი — კანტორა.
- ჩალათა — კონვერტი.
- გლარჯმილა — პაპიროსი.
- ხვანჯი — სკანდალი
- ყელფანდურა — ვიოლინო
- ელსმენი — ტელეფონი და ა.შ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. VIII, გვ. 233, თბ., 1984 წელი.