შინაარსზე გადასვლა

პერსეპოლისი (ანიმაციური ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პერსეპოლისი (მრავალმნიშვნელოვანი).
„პერსეპოლისი“
ჟანრი ავტობიოგრაფიული ფილმი / 3D
ფილმის ტიპი ნახატი ფილმი
რეჟისორი მარჯან სატრაპი
პროდიუსერი ქსავიე რიგო, მარკ-ანტუან რობერი, ტარა გრეისი, მარკ ჟუსე, კეთლინ კენედი
ანიმატორი(ები) დემიენ ბარო, იუნ ვანი
სტუდია Je Suis Bien Content, Pumpkin 3D
დისტრიბუტორი Sony Pictures Classics, Diaphana Films
პრემიერა საფრანგეთის დროშა 23 მაისი, 2007
აშშ-ის დროშა 25 დეკემბერი, 2007
კანადის დროშა 11 იანვარი, 2008
გაერთიანებული სამეფოს დროშა 24 აპრილი
ხანგრძლივობა 96 წთ
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული, სპარსული, ინგლისური, გერმანული
ბიუჯეტი 7,300,000 $
შემოსავალი 22,752,488 $
საიტი ოფიციალური საიტი

პერსეპოლისი2007 წლის ანიმაციური ფილმი, რომელიც დაფუძნებულია მარჯან სატრაპის ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიულ კომიქსზე. ფილმში მოთხრობილია ირანელი მოზარდი გოგონა მარჯანის ისტორია, რომლის ცხოვრებაშიც ბევრ ცვლილებას აქვს ადგილი. მისი მოზარდობის პერიოდი ემთხვევა ირანულ რევოლუციას, ამასთან, გოგონაში იღვიძებს პროტესტი საზოგადო დოგმების მიმართ. ფილმის დასასრულს, 21 წლის ასაკში გოგონა გარბის ქვეყნიდან.

ფილმმა 2007 წლის კანის კინოფესტივალის ფარგლებში მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი. ფესტივალზე გამოსვლისას სატრაპიმ თქვა: "მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მთელი მსოფლიოსათვის არის განკუთვნილი, მე ამ პრიზს ვუძღვნი ყველა ირანელს". ფილმი აგრეთვე წარდგენილი იყო 2008 წლის ოსკარზე.

ფილმის დიდი ნაწილი შესრულებულია შავ-თეთრ ფერებში, ისევე როგორც კომიქსი. წარსულის ამბების თხრობისას გამოიყენება სილუეტები. ანიმაციაზე მუშაობდა ორი დიდი სტუდია Je Suis Bien Content და Pumpkin 3D.

ორიგინალურ ფრანგულ ვერსიაში როლებს ახმოვანებდნენ

ინგლისურენოვან ვერსიაში პერსონაჟებს კვლავ მასტროიანი და დენევი ახმოვანებენ. მამას ახმოვანებს შონ პენი, ბიძია ანუშს - იგი პოპი, ხოლო ბებია - ჯინა როულენდსი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]