შინაარსზე გადასვლა

ნეტარი ავგუსტინე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნეტარი აგვუსტინე)
ნეტარი ავგუსტინე
Aurelius Augustinus

ნეტარი ავგუსტინე
დაიბადა 13 ნოემბერი, 354
ტოგასტა, Numidia Cirtensis, რომის იმპერია
გარდაიცვალა 28 აგვისტო, 430[1] (75 წლის)
ჰიპონია, Numidia Cirtensis, დასავლეთ რომის იმპერია
დასაფლავებულია San Pietro in Ciel d'Oro
ხსენების დღე 28 აგვისტო[2] და 15 ივნისი[3]
მოღვაწეობა ფილოსოფოსი, თეოლოგი, ავტობიოგრაფი, მუსიკის თეორეტიკოსი, მქადაგებელი, ისტორიკოსი, პოეტი, მწერალი[4] [5] , კათოლიკე მღვდელი, titular bishop და Catholic bishop[6]
ენა ლათინური ენა[4] [7] , Punic და ბერბერო-ლიბიური ენები
ცნობილი ნაშრომები აღსარებანი, ღვთის ქალაქი და On the Trinity
მეუღლე
შვილ(ებ)ი ადეოდატუსი

ნეტარი ავგუსტინე, ავგუსტინე ავრელიუსი (ლათ. Aurelius Augustinus; დ. 13 ნოემბერი, 354 — გ. 28 აგვისტო, 430) — ქრისტიანი თეოლოგი და ფილოსოფოსი, პატრისტიკის წარმომადგენელი, რომელმაც არსებითი ზეგავლენა მოახდინა ქრისტიანული ღვთისმეტყველური კანონიკის განვითარებასა და, მთლიანად, დასავლური ტიპის კულტურის ევოლუციაში.

დაიბადა სამხრეთ ნუმიდიის პატარა ქალაქ ტოგასტაში (თანამედროვე სუქარასი, ალჟირი)[8]. მამამის��� — პატრიციუსი, წარმართი იყო და მხოლოდ მაშინ მოინათლა, როდესაც ავგუსტინეს 17 წელი შეუსრულდა, რის შემდეგაც მალევე გარდაიცვალა. იგი ცდილობდა, ავგუსტინესთვის კარგი განათლება მიეცა, მაგრამ მისი ზნისა და ხასიათისათვის ყურადღება არასოდეს მიუქცევია. დედას, მონიკას, ქრისტიანული აღზრდა ჰქონდა მშობლებისაგან მიღებული და გამოირჩეოდა კეთილი ბუნებითა და სათნო, მშვიდობისმოყვარე ცხოვრებით. საკუთარ შვილს ბავშვობიდანვე ასწავლა და შეაყვარა იესოს სახელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ავგუსტინემ ქრისტიანული მოძღვრება უარყო.

17 წლის ავგუსტინე კართაგენში გაემგზავრა განათლების მისაღებად, სადაც იგი მანიქეველთა გავლენის ქვეშ მოექცა. წმინდა მონიკა უსაზღვროდ დამწუხრებული იყო შვილის მანიქეველობით. მან არ მოისურვა „გზასაცდენილთან“ ერთად ცხოვრება და აღარც ტრაპეზს იყოფდა მასთან. მონიკა ისე დასტიროდა შვილს, როგორც მკვდარს და ლოცულობდა, რათა იგი ღმერთს თავისი სარწმუნოებისაკენ მოექცია.

სამშობლოში დაბრუნებულმა ავგუსტინემ გრამატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 29 წლის, იგი შეხვდა სიკვდილის მახედ წოდებულ მანიქეველ „ეპისკოპოს“ ფავსტუსს. მასთან ურთიერთობისას ავგუსტინემ მანიქეველთა სწავლებასა და ცხოვრების წესში მრავალი წინააღმდეგობა აღმოაჩინა. ფავსტთან საუბრის შემდეგ ავგუსტინე რომში გაემგზავრა. 383 წლიდან მან მანიქევლობა მიატოვა, ამის მიზეზად იქცა ის პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც ავგუსტინემ ფავსტუსს დაუსვა. 387 წელს, აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ავგუსტინე მოინათლა, მთელი თავისი ქონება ქვრივ-ობოლთ დაურიგა და ბერულ მოღვაწეობას შეუდგა.

391 წელს ჰიპონიის ეპისკოპოსმა ვალერიმ ავგუსტინეს პრესვიტერის წოდება მიანიჭა. ამ ხარისხით მან დააარსა პირველი ქალთა მონასტერი აფრიკაში. მავრიტანიაში მისი მეცადინეობით აღიკვეთა ადათი, რომლის დროსაც ქალაქის მცხოვრებნი ორ შეიარაღებულ ნაწილად იყოფოდნენ და ერთმანეთს ებრძოდნენ.

399 წელს ავგუსტინე ეპისკოპოსად აკურთხეს. მალე მან ჰიპონიის კათედრა დაიკავა. მღვდელმთავრობის ოცდათხუთმეტი წელი ავგუსტინემ მანიქევლობის, დონატიზმისა და პელაგიანტიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია.

430 წელს ჰიპონი ვანდალებმა გადაწვეს. ერთადერთი, რაც ცეცხლს გადაურჩა, ავგუსტინეს ბიბლიოთეკა იყო. კართაგენიც მალე დაეცა. ჩრდილო აფრიკის ეკლესია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ავგუსტინე იყო ჰიპონის უკანასკნელი ეპისკოპოსი. მან საკუთარი თვალით იხილა ქალაქის აღსასრული, რის შემდეგაც დიდხანს აღარ უცოცხლია. იგი 430 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა.

ნეტარი ავგუსტინეს კალამს ეკუთვნის მრავალი თხზულება. აღსანიშნავია მისი „აღსარებანი“, „ღვთის ქალაქის შესახებ“, „ჩვიდმეტი წიგნი პელაკიანელთა წინააღმდეგ“, „კომენტარები დაბადების წიგნისა“ და სხვა.

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 2, თბ., 2008 წ.
  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტ. II, თბ., 2001 წ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Calendarium Romanum: Ex decreto Sacrosancti Œcumenici Concilii Vaticani II instauratum auctoritate Pauli PP. VI promulgatum. Editio typicaCivitas Vaticana: Typis Polyglottis Vaticanis, 1969. — გვ. 29.
  3. http://www.pravoslavieto.com/life/06.15_Blazheni_Avgustin.htm
  4. 4.0 4.1 Mirabile: Digital Archives for Medieval CultureSISMEL – Edizioni del Galluzzo.
  5. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  6. Catholic-Hierarchy.orgUSA: 1990.
  7. CONOR.SI
  8. უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 2, თბ., 2008 წ. გვ. 351