შინაარსზე გადასვლა

მუინყუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუინყუმი

მდინარე ჩუ, რომლის ქვემო დინებაშია მუინყუმი
კოორდინატები: 43°53′07″ ჩ. გ. 71°52′37″ ა. გ. / 43.88528° ჩ. გ. 71.87694° ა. გ. / 43.88528; 71.87694
ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ტერიტორიული ერთეული სამხრეთ ყაზახეთის ოლქი, ჟამბილის ოლქი
ზღვის დონიდან 150–700
სიგრძე 500 კმ
სიგანე 15–30 კმ
ფართობი 37.500 კმ²
ტიპი ქვიშიანი
ნალექები 150–200 მმ
მუინყუმი — ყაზახეთი
მუინყუმი

მუინყუმი (ყაზახ. Мойынқұм) — ქვიშიანი უდაბნო ყაზახეთის სამხრეთ ნაწილში.[1] მდებარეობს ჩრდილოეთით — მდინარე ჩუს ქვემო დინებასა და სამხრეთით — ყარათაუსა და ყირგიზეთის ქედებს შორის. ფართობი 37.500 კმ². სიმაღლე ჩრდილო-დასავლეთით 150 მ აღწევს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით მატულობს 700 მ-მდე. წარმოქმნილია ცარცული დანალექებითა და მდინარე ჩუს დელტის ალუვიონით. რელიეფში გავრცელებულია ღრმად დანაწევრებული ნახევრად გამაგრებული სერებიანი და ბორცვიანი ქვიშები; გვხვდება ბარხანები. კლიმატი მკვეთრად კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა დაახლოებით –8°C, ივლისის დაახლოებით 26°C. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 150–200 მმ. გამეჩხრებულ მცენარეულ საფარში მაღალ ქვიშებზე ჭარბობს თეთრი საქსაული, კაპუეტა, ავშანი, ჯუზღუნი, ტერესკენი, გლერძი და ქვიშის ისლი; დადაბლებულ რელიეფში, ღრმულებში — შავი საქსაული, მლაშობურა, ლერწამი და სხვა. ზედაპირზე გრუნტული წყლების გამოსასვლელებთან დამახასიათებელია ტბიურ-ჭაობიანი დადაბლებები, ეგრეთ წოდებული ჩუროტები, რომელთა ნაპირებზე განვითარებულია ლელქაშის რაყები და ისლის მდელოები. მდინარეთა ხეობებშია — მდინარისპირა ტყე (ტირიფი, ფშატი და სხვა). მუინყუმი დიდწილად გამოიყენება როგორც საზამთრო საძოვარი; ზოგიერთ რაიონშია სარწყავი მიწათმოქმედება.[1]