შინაარსზე გადასვლა

ლეონ III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლეონ III (აფხაზეთი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლეონ III (მრავალმნიშვნელოვანი).
ლეონ III
აფხაზთა მეფე
მმართ. დასაწყისი: 957
მმართ. დასასრული: 967
წინამორბედი: გიორგი II
მემკვიდრე: დემეტრე III
ქართლის ერისთავი
მმართ. დასაწყისი: 926
მმართ. დასასრული: 957
წინამორბედი: კონსტანტინე
მემკვიდრე: პატრიკ ტბელი
გარდ. თარიღი: 967
შვილები: დემეტრე III
მამა: გიორგი II

ლეონ III„აფხაზთა სამეფოს“ (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით 957–967 წლებში, გიორგი II-ის ძე. გამეფებამდე დანიშნული იყო ქართლის ერისთავად. მამასთან ერთად იბრძოდა კახეთის შემოსაერთებლად. კახეთში ერთ-ერთი ლაშქრობის დროს გიორგი II-ის გარდაცვალების გამო იძულებული გახდა დაზავებოდა კახეთის მეფე კვირიკე II-ს, რომელმაც თავი ლეონ III-ის ვასალად ცნო. ლეონ III-მ რამდენიმე ხნის შემდეგ განაახლა ბრძოლა კახეთის სამეფოს დასაპყრობად, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. მის დროს დასავლეთ საქართველოში დიდი სააღმშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა: ააშენეს მოქვის ეკლესია, რომელიც ლეონ III-მ საკათედრო ტაძრად აქცია; 964 აშენდა კუმურდოს ტაძარი.

წინამორბედი:
გიორგი II
აფხაზეთის მეფე
957 - 967
შემდეგი:
დემეტრე III