მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამ გვერდს არა აქვს
შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი
არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
კორობელა (ლათ. Hypericum androsaemum) — ნახევრად ბუჩქია. ღერო 1 მ-მდე სიმაღლის, შიშველი, მურა ფერის ქერქით. ფოთლები კვერცხისებურია, თითქმის მჯდომარე. ყვავილედი მცირეყვავილიანი, ნახევრად ქოლგა ან ფარია. გვირგვინის ფურცლები ბლაგვია, ყვითელი. ნაყოფი კენკრაა, მომწიფებისას ჯერ წითელია, შემდეგ – მუქი მეწამული. ყვ. ნაყ. VVIII. იზრდება ტენიან ტყეებსა და ხეობებში,ზოგჯერ ნაკადულების პირას. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, დასავლეთ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ჩრდილო ირანს.