კერნუნოსი
იერსახე
კერნუნოსი (კელტ. Cernunnos) — კელტების რქიანი ღმერთი, ასოცირდება ნად��რობასა და მოსავლიანობასთან. მას ხშირად გამოსახავდნენ რქიანი გველის სახით, ადამიანის ტანით და ხარის ან ცხვრის თავით, აგრეთვე ირმების გარემოცვაში ან თავზე ირმის რქებით. კერნუნოსი იყო მიწისქვეშეთის მმართველი და სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარის მცველი. მას ასევე ეთაყვანებოდნენ რომაელები და გალები, რომელსაც გამოსახავდნენ სამი თავით. სახელი კერნუნოსი ნიშნავს უბრალოდ "რქიანს".
გუნდესტრუპის (დანია) მახლობლად ჭაობში აღმოჩენილ ჩვ.წ.აღ.-მდე 100 წლით დათარიღებულ ვერცხლის უზარმაზარი ქვაბის ზედაპირზე მრავალი სცენაა კერნუნოსის გამოსახულებით. ზოგ მკვლევარს მიაჩნია, რომ ეს ქვაბი კელტური წარმომავლობისაა, ზოგიც კი გალებს მიაკუთვნებს.