ირანის ტურიზმი
ირანის ტურიზმი — განსაკუთრებული ბუნებრივი პირობებითა და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით ირანი მოგზაურთათვის მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ქვეყნების ათეულში შედის. [1]
ქვეყანაში ვითარდება ისეთი ტურისტული მიმართულებები, როგორიცაა ეკოტურიზმი, ისტორიული შენობების რესტავრაცია, ხალხური რეწვა და გამაჯანსაღებელი ტურიზმი. ვითარდება სხვადასხვა სახის ტურიზმი —კულტურული, რელიგიური (პილიგრიმული), ბუნებრივი, სპორტული, სამედიცინო და ეკოლოგიური ტურიზმი.[2]
1970-იანი წლების ბოლომდე ირანი სარგებლობდა მნიშვნელოვანი პოპულარობით მოგზაურთა შორის, მაგრამ 1979 წლის ისლამური რევოლუციისა და ირან-ერაყის ომის გამო ტურისტების ნაკადი მკვეთრად შემცირდა. 2000 -იანი წლების დასაწყისიდან, საერთაშორისო დაძაბულობის მიუხედავად, ქვეყნის ხელმძღვანელობა ატარებს ტურიზმის სტიმულირებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკას.[3][4]
ინდუსტრია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის მსოფლიო ტურიზმისა და მოგზაურობის საბჭოს თანახმად, ტურიზმის მოცულობა (რომლის ძირითადი კომპონენტებია კულტურული და გარემოსდაცვითი ) 1,285 ათასი ადამიანისთვის სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალს იძლევა.
ინდუსტრიის ზრდის მაჩვენებელი შეფასებულია 4.1% -ით წელიწადში. ამ გათვლებით, 2025 წლისთვის შესაძლებელი იქნება 1,913 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა.
ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას დიდ ყურადღებას უთმობს ირანის კულტურული მემკვიდრეობის, ტურიზმისა და ხელოსნების ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია ირანში ტურისტული ობიექტების შექმნაზე, განვითარებაზე და ფუნქციონირებაზე, ტურისტული ობიექტების შეკეთებასა და რეკონსტრუქციაზე პირდაპირი ინვესტიციის ან კერძო სექტორის დაკრედიტების ხარჯზე, ლიცენზიების გაცემაზე, სასტუმროების, რესტორნების, ტურისტული სააგენტოების შექმნასა და ფუნქციონირებაზე კონტროლსა და მათ შეფასებაზე (რეიტინგზე).[5]
ინვესტიციები ირანის თავისუფალ სავაჭრო ზონებში გადასახადებისგან გათავისუფლებულია 20 წლამდე.
ამჟამად ირანში სამუშაო ადგილების 1,8% –მდე იქმნება ტურიზმის სექტორში. ირანის მთავრობამ მიიღო დოკუმენტი "ტურიზმის ინდუსტრიის 20 წლიანი ხედვა", რომელიც ითვალისწინებს ხსენებულ სექტორში 32 მილიარდი დოლარის ინვესტიციას და 2025 წლისთვის 20 მილიონი ტურისტის მოზიდვას . ამ სექტორში შიდა და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების სტიმულირების მიზნით, 50% -იანი გადასახადის შემცირებაა გათვალისწინებული ადრე შექმნილ ტურისტულ კომპანიებზე, მათ შორის ხუთვარსკვლავიან სასტუმროებზე.
ინფრასტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2003 წლის ფისკალურ პერიოდში ირანს ჰქონდა დაახლოებით 69,000 რესტორანი და 6,000 სასტუმრო და სხვა დროებითი საცხოვრებელი, რომელთა დაახლოებით 80% მდებარეობდა ქალაქებში. უფრო მეტიც, რესტორნებისა და სასტუმროების 95% -ზე მეტი წარმოადგენდა მცირე ფირმებს ხუთზე ნაკლები თანამშრომლით და მხოლოდ 38 სასტუმროს ჰყავდა 100 -ზე მეტი თანამშრომელი. 2002 წელს, ტურიზმის სექტორში დასაქმებული იყო დაახლოებით 166,000 ადამიანი. ირანის სასტუმროებში 56 618 საწოლიდან მხოლოდ ნახევარი იყო განთავსებული სამიდან ხუთვარსკვლავიან სასტუმროში.
მომდევნო წლებში ირანში ტურისტული ინფრასტრუქტურა საკმაოდ სწრაფად განვითარდა. 2010 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით შენდებოდა 400 -მდე სასტუმრო და 200 ბინა, მათგან დაახლოებით 66% შენდებოდა თეირანში, გილანში, მაზანდარანში, ხორასან რეზავსა და ისპაჰანში.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ირანის 24 ძეგლია შეტანილი, რაც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საერთო რაოდენობის 2.1% -ს შეადგენს. მათგან 22 შეტანილია სიაში კულტურული კრიტერიუმებით.
21 ობიექტს შორისაა:
უძველესი ქალაქები: ჩოგა-ზანბილი, პერსეპოლისი, პასარგადაე, ტახტე-სოლეიმანი, ბამის ციხე, შაჰრი-სუხტე, მეიმანდი, სუზა.
არქიტექტურული ნაგებობების კომპლექსები: იმამ ალის მოედანი (ისპაჰანი), სოლტანიის მავზოლეუმი, ბისოტუნი, ირანის სომხური სამონასტრო კომპლექსები (წმინდა თადეოზის მონასტერი, წმინდა სტეფანოს მონასტერი, ძორძორის ღვთისმშობლის სამლოცველო), ისტორიული სარწყავი სისტემა შუშტარში, ხანეგსა და ალ. შეიხ საფის საკურთხეველი (არდაბილი), ისტორიული ბაზარი (თავრიზი), პარასკევის მეჩეთი (ისპაჰანი), გოლესტანის კომპლექსი (თეირანი), სპარსული ბაღები (არქიტექტურული ანსამბლების კომპლექსი ირანის მასშტაბით), კიარიზები (ჰიდრავლიკური სტრუქტურების კომპლექსი ირანის მასშტაბით), გომბედი- კავუსის კოშკი, იაზდის ისტორიული ქალაქი, სასანიანი არქეოლოგიური ლანდშაფტი ფარსის პროვინციაში.
იხ. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ირანში
სავიზო პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჟამად, ირანის ხელისუფლება ნაბიჯებს დგამს ქვეყანაში შესასვლელი ვიზების მიღების პროცედურის გასამარტივებლად, კერძოდ, დანერგილია 30 დღიანი ვიზების გაცემის პრაქტიკა პირდაპირ ირანის აეროპორტებში 180 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მოქმედებს ირანის სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ სისტემა. ვიზების მიღება უკვე შესაძლებელია ელექტრონულად ირანის საკონსულოებიდან ან საერთაშორისო აეროპორტებიდან. ამ დროისთვის სხვადასხვა ვადის ვიზები გაიცემა 180 ქვეყნის მოქალაქეებზე ირანის საერთაშორისო აეროპორტებში (იმამ ხომეინის აეროპორტი; კიშის კუნძულის აეროპორტი; შირაზის აეროპორტი, ისპაჰანის აეროპორტი, აეროპორტი მეშჰადში, აეროპორტი თავრიზში, ქეშმის კუნძულის აეროპორტი).[6]
ირანს აქვს 15 საავტომობილო სასაზღვრო პუნქტი ერაყთან, თურქეთთან, ავღანეთთან, პაკისტანთან, თურქმენეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ასევე სასაზღვრო პუნქტები რკინიგზაზე, რომელიც აკავშირებს ქვეყანას თურქეთთან და თურქმენეთთან.
შემომავალი ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2000-იანი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, ირანი ამჟამად 68 -ე ადგილზეა მსოფლიოში ტურიზმის შემოსავლების მიხედვით.
2003 წელს ირანის ხელისუფლებამ გასცა 300,000 ტურისტული ვიზა, მათი უმრავლესობა გაიცა აზიის ქვეყნების მუსლიმებზე, რომლებიც აპირებდნენ პილიგრიმული ადგილების მონახულებას, როგორიცაა მეშჰედი და ყუმი. ორგანიზებული ტურები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან ძირითადად ორიენტირებულია არქეოლოგიურ გათხრებსა და ძეგლებზე.
2004 წლიდან ირანი ყოველწლიურად შეიმჩნევა უცხოელი ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდა. განსაკუთრებით სწრაფად გაიზარდა ტურისტების ნაკადი გერმანიიდან.
საერთაშორისო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს შეფასების თანახმად, 2007 წელს ირანში ბიზნეს ტურიზმისა და ინდივიდუალური ტურიზმის ზრდამ შეადგინა შესაბამისად 11.3% და 4.6%, წინა წელთან შედარებით.[7][8]
(წყარო: EIU) | 2004 | 2005 | 2006 |
ტურისტების ჩამოსვლა უცხოეთიდან, მილიონი ადამიანი | 1,656 | 1,720 | 1,769 |
შემომავალი ტურიზმის ბრუნვა, მილიარდი დოლარი | 0,917 | 0,971 | 1,022 |
2010-იანი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წელს დაახლოებით 30 ათასი ადამიანი ჩავიდა ირანში სამკურნალოდ.
2015 წელს, ირანის ოფიციალური პირების თანახმად, ირანს ეწვია დაახლოებით 5,237,000 უცხოელი ტურისტი (თუმცა მთავრობის სტატისტიკა ცალკე არ გამოყოფს ტურისტებს, ბიზნესმენებსა და რელიგიურ მომლოცველებს), მათი უმეტესობა გახლავთ აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ცენტრალური აზიის რესპუბლიკებიდან, დაახლოებით 10% - ჩრდილოეთ ამერიკიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდანაა (კერძოდ, გერმანია, იტალია, ბულგარეთი, საფრანგეთი, ბელგია). ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილებია ისპაჰანი, მეშჰედი და შირაზი. ირანს აქვს დიდი პოტენციალი ტურისტების მოსაზიდად მუსლიმური ქვეყნებიდან, ასევე ჩინეთიდან და ინდოეთიდან.
ირანის წინააღმდეგ აშშ -ს სანქციების გაძლიერებამ, 2010 -იანი წლების ბოლოს, გარდა იმპორტის აქტიური ჩანაცვლებისა, გამოიწვია ტურიზმის აქტიური განვითარება (ეს დამოკიდებულია რიალის გაცვლითი კურსის დაცემაზე და მასთან დაკავშირებულ მიზეზებზე)—თუ ადრე საინტერესო, სტუმართმოყვარე და ლამაზი ქვეყანა, ხელმისაწვდომი იყო ექსკლუზიურად ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის, ახლა საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ ირანის მონახულება.[9]
სანაპიროზე დასვენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სანაპიროზე დასვენება ძალიან პოპულარულია ირანში. მთავრობა ავითარებს რეკრეაციულ რესურსებს კასპიის ზღვასა და სპარსეთის ყურეში.
კასპიის ზღვაზე ყველაზე პოპულარული კურორტებია: რამსარი, ამოლი, ბაბოლი, ბაბოლსარი (მაზანდარანის პროვინცია), სპარსეთის ყურეში — კიშის კუნძული. ბოლო დროს ასევე პოპულარობით სარგებლობს კუნძულები კეშმი და ჰორმუზი ალისფერი ქვიშების საოცარი ლანდშაფტრბი, მარილის გამოქვაბულები, მანგროს ტყეები იზიდავს უამრავ ტურისტს სხვადასხვა ქვეყნიდან.
სპარსეთის ყურის სანაპირო ქალაქების უმეტესობა ინდუსტრიული ცენტრია, სადაც დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება სანაპიროზე დასვენებას. თუმცა, მალე დაგეგმილია ბუშერის პროვინციის რეკრეაციული რესურსების განვითარება.
რელიგიური ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ირანი, შიიტური ისლამის ცენტრი, მუსლიმ პილიგრიმთა ერთ-ერთი მთავარი ადგილია. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ადგილი უკავია ქალაქ მეშჰედს. ყოველწლიურად მეშჰედს და იქ მდებარე იმამ რეზას—შიიტთა მერვე იმამის მავზოლეუმს სტუმრობს დიდი რაოდენობით ირანელი და უცხოელი ტურისტი (სულ 4 მილიონზე მეტი ადამიანი წელიწადში) მომლოცველთათვის ასევე მნიშვნელოვანი ქალაქია ყუმი, სადაც იმამ მუსას ასულის —უბიწო ფატიმა მასუმეს მავზოლეუმია. ყუმში მდებარეობს მუსლიმური ღვთისმეტყველების სკოლა, რომელიც შიიტებისთვის ნაჯაფის სკოლის შემდეგ მნიშვნელობით მეორე ადგილზეა.
კულტურული ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ირანი უძველესი კულტურის კერაა. მის ტერიტორიაზეა ხელოვნების შესანიშნავი ძეგლები: აქემენიდების დედაქალაქი პერსეპოლი, გომბედე-კაბუსის მავზოლეუმი და ომარ ხაიამის საძვალე. მეცნიერთა ქალაქი ნიშაპურში, ალ-კაპუს სასახლე ისპაჰანში, დარიუსის ნეკროპოლისი ნაკში—რუსტემაში, აქემენიდთა სასახლე სუზში და სხვ.
ირანში კულტურული ტურიზმის დედაქალაქებია ისპაჰანი და შირაზი.
ისპაჰანი რამდენჯერმე იყო სპარსეთის დედაქალაქი. აქ მდებარეობს მე -11-მე -19 საუკუნეების უდიდესი არქიტექტურული ძეგლები. თავად ირანელები ხშირად უწოდებენ ისპაჰანს "ნესფ -ე ჯაჰანს" (სპარს. نصف جهان - მსოფლიოს ნახევარი), სტუმრად ჩასულ ადამიანებს ხშირად მიართავენ:“ თუ თქვენ ნახეთ ისპაჰანი, ესე იგი ნახეთ ნახევარი მსოფლიო“. ტრადიციული მუსულიმური რელიგიური არქიტექტურის გარდა, ქალაქში არის ათამდე სომხური ეკლესია, რომელთაგან ყველაზე ცნობილია ვულკის ეკლესია ჯულფას რაიონში. შირაზი ცნობილია როგორც ირანული პოეზიის მთავარი ცენტრი —აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ დიდი სპარსელი პოეტები, მათ შორის ჰაფიზი და საადი. გარდა ქალაქის მრავალი ღირსშესანიშნაობისა, შირაზის მახლობლად არის რამდენიმე უაღრესად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი — პერსეპოლისი, ნაქშე რუსტამი, ნაქშე რაჯაბი და პასარგადა.
მრავალი ტურისტული მარშრუტი ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული და ხშირად ქალაქებიდან ტრანსფერი შორს ვერ ხერხდება (მაგალითად, პასარგადა ფარსის პროვინციაში, ბამის ციხე ქერმანის პროვინციაში). ავტობუსების ტურები ტარდება ტურისტული სააგენტოების მიერ, მაგრამ მათთვის, ვინც დამოუკიდებლად მოგზაურობს, არ აქვთ ჯგუფთან შეერთების საშუალება. ხშირად გადაადგილების ერთადერთი საშუალებას ტაქსი წარმოადგენს. ატრაქციონების უმეტესობას აქვს შესასვლელი ერთიანი ბილეთები (2017 წლის მდგომარეობით: 25-30 ათასი რიალი (1 დოლარზე ნაკლები) ირანის მოქალაქეებისთვის და 150-200 ათასი (4-5 დოლარი უცხოელებისთვის).
ბევრი მუზეუმი აღჭურვილია უცხო ენებზე ექსპონატების განმარტებების სისტემით (ძირითად პროგრამაშია —ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ზოგჯერ არაბული, რუსული და თურქული). აქტიურად ხდება გიდების გადამზადება, რომლებიც ახორციელებენ ექსკურსიებს უცხო ენებზე.[10][11][12]
ირანული სამზარეულო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ირანი ტურისტებს სთავაზობს ეროვნული კერძების უზარმაზარ ასორტიმენტს: ტრადიციული სამზარეულოს ცნობილი რესტორნების გარდა, არის ბევრი პატარა კაფე, რომელიც ასევე ორიენტირებულია ეროვნულ სამზარეულოზე. ირანული სამზარეულოს ყველაზე ცნობილი კერძებია: დიზი (აბგუშტი), აში, გორმე საბზი, სხვადასხვა სახის ქაბაბი (ქათამი, ცხვრის, საქონლის ხორცი), კუფტე, ბერიანი. ძალიან პოპულარულია შაქრის გარეშე მომზადებული ირანული ტკბილეული: სოჰანი, გიაზი, ბაქლავა, ლავაშაკი, პაშმაკი, კოტაბი, ჰალვა, პელაკი, ზულბია, ოკარა, რანგინაკი და ქოლე-ზარდი.
ირანი მოგზაურთათვის ცნობილია, როგორც "ნაყინის ქვეყანა": ევროპელი ტურისტებისთვის ნაცნობი არომატების ფართო სპექტრის გარდა, არსებობს მრავალი სახეობის ტრადიციული ნაყინი, რომელთაგან ყველაზე ცნობილია ფალიუდა და ზაფრანის ნაყინი ფსტებით.
გამავალი ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება](წყარო: EIU) | 2004 | 2005 | 2006 (შეფასება) |
გამავალი ტურიზმი, მილიონი ადამიანი | 3,478 | 3,648 | 3,986 |
გამავალი ტურიზმის ბრუნვა, მილიარდი აშშ დოლარი | 4,353 | 1,380 | 1,579 |
ისტორიულად საზღვარგარეთ სამოგზაუროდ მხოლოდ ირანის მდიდარი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი დადიოდა, რომლებიც ძირითადად ირანიდან საქმიანი ვიზიტებით მიემგზავრებოდნენ სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და თურქეთში. გარდა ამისა, ირანელების მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ მიდის ევროპაში, აშშ -სა და ავსტრალიაში ახლობლების მოსანახულებლად (დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი). 2011 წელს 27 მილიონმა ადამიანმა გაიარა ირანის საბაჟო. ვინაიდან ირანის რიალის გაცვლითი კურსი დაბალია, ირანის მთავრობა 2010 წლიდან საკუთარი ქვეყნის ტურისტებს საზღვარგარეთ სუბსიდირებას უწევს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Irpedia Tourism
- Iran’s official tourism website
- Electronic visa for foreigners
- Pictures of Iran
- Iran Photo Gallery
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Iran Tours | Iran Tour Operator | Trip To Persia დაარქივებული 2021-11-01 საიტზე Wayback Machine. (რუს.). www.triptopersia.com. მიმართვის თარიღი: 13 აგვისტო 2017.
- ↑ "Iran Travel Advisory".[მკვდარი ბმული] travel.state.gov. Retrieved 2021-04-11.
- ↑ Iran Travel And Tourism Forecast", Economist Intelligence Unit, August 18, 2008
- ↑ "Traveling to Iran with Jacki & Kach (Episode 1: Shiraz)".
- ↑ Irandaily | No. 3816 | Front page | Page 1
- ↑ Iran Visa Application — Iranian Visa (evisa)
- ↑ "Number of Tourists Visiting Iran Increases by 50%". 2018-10-04. დაარქივებულია ორიგინალიდან 2018-10-05. Retrieved 2018-10-07.
- ↑ "Nearly one million Azerbaijani tourists visit Iran annually". AzerNews.az. 13 November 2015. Archived from the original on 23 April 2019. Retrieved 2 May 2019.
- ↑ "Iran Tourism Need to Rebuild its Image After the Nuclear Deal". SURFIRAN. Archived from the original on 2016-04-15. Retrieved 2016-04-21.
- ↑ Iran discovery
- ↑ Tehran Times: Iran’s foreign tourist arrivals continue to increase Archived 2012-11-09 at the Wayback Machine Retrieved February 16, 2012
- ↑ Peter Grant (October 4, 2016). "Developers Make Bets on Iran". Wall Street Journal.