იზაბელ გლოსტერელი
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
იზაბელ გლოსტერელი | |
---|---|
Isabella, countess of glouster | |
გლოსტერის გრაფინია | |
მმართ. დასაწყისი: | 23 ნოემბერი, 1183 |
მმართ. დასასრული: | 1199 |
წინამორბედი: | უილიამ ფიზტ რობერტი |
მემკვიდრე: | აუმრეი დე მონტფორტი |
გლოსტერის გრაფინია | |
მმართ. დასაწყისი: | 1213 |
მმართ. დასასრული: | 14 ოქტომბერი, 1217 |
წინამორბედი: | აუმრეი დე მონტფორტი |
მემკვიდრე: | გილბერტ დე კლარი |
ირლანდიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 29 აგვისტო,1189 |
მმართ. დასასრული: | 1199 |
წინამორბედი: | თანამდებობა შეიქმნა |
უესექსის | |
მმართ. დასაწყისი: | 20 იანვარი, 1214 |
მმართ. დასასრული: | 1216 |
წინამორბედი: | მატილდა ფილია რობერტი |
მემკვიდრე: | კრისტინა ფილია რობერტი |
კორონაცია: | 27 მაისი, 1199 |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1173 |
გარდ. თარიღი: | 14 ოქტომბერი, 1217 (43-44 წლის) |
მეუღლე: | ჯონ უმიწაწყლო (ქ.1189 - განქ. 1199) გეოფრეი დე მანდევილი (ქ.1214 - გ.1216) ჰუბერტ დე ბურჰი (ქ.1217) |
მამა: | უილიამ ფიზტ რობერტი |
დედა: | ჰეუის დე ბეაუმონტი |
იზაბელ გლოსტერელი — ინგლისელი არისტოკრატი. ჯონ უმიწაწყლოს პირველი ცოლი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იზაბელ გლოსტერელი დაიბადა 1173 წელს. იგი იყო გლოსტერის გრაფ უილიამ ფიზტ რობერტისა და მისი ცოლის, ჰეუის დე ბეაუმონტის ქალიშვილი. 1176 წლის 28 სექტემბერს იგი დაინიშნა ჰენრი II - ის ვაჟ ჯონ უმიწაწყლოზე. 1183 წელს იზაბელის მამა გარდაიცვალა, რის გამოც ის გლოსტერის გრაფინია გახდა. 1189 წლის 29 აგვისტოს, ნიშნობიდან 13 წლის შემდეგ, იზაბელი სწორედ ჯონზე დაქორწინდა, რომელიც უკვე ირლანდიის მეფე იყო. შესაბამისად, იზაბელი ირლანდიის დედოფალი გახდა. 1199 წელს გარდაიცვალა იზაბელის მაზლი რიჩარდ I. მაგის გამო ჯონი ინგლისის მეფე გახდა, ხოლო იზაბელი - დედოფალი. მათი კორონაცია იმავე წლის 27 მაისს შედგა. თუმცა იზაბელის გადედოფლებიდან რამდენიმე თვეში ჯონი მას განშორდა, რის გამოც იზაბელმა ინგლისის და ირლანდიის დედოფლების სტატუსი დაკარგა. ჯონმა გლოსტერის გრაფად აუმრეი დე მონტფორტი დანიშნა, რის გამოც იზაბელმა თავისი ტიტულიც დაკარგა. 1213 წელს აუმრეი უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც 40 წლის იზაბელი ხელმეორედ გახდა გლოსტერის გრაფინია. 1214 წლის 20 იანვარს ის ხელმეორედ დაქორწინდა უესექსის გრაფ გეოფრეი დე მანდევილზე, რის გამოც ის უესექსის გრაფინია გახდა. 1216 წელს გეოფრეი მოულოდნელად გარდაიცვალა, რის გამოც იზაბელი დაქვრივდა. 1217 წლის სექტემბერში ის მესამედ დაქოეწინდა ჰუბერტ დე ბურჰზე. მესამე ქორწინებიდან ერთ თვეში, 14 ოქტომბერს იზაბელი 43-44 წლის ასაკში გარდაიცვალა.