ივეოსისებრნი
ივეოსისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჟერო (Platalea leucorodia) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Threskiornithidae (Richmond, 1917) | ||||||||||||
|
ივეოსისებრნი (ლათ. Threskiornithidae, ადრე Ibididae) — ფრინველების ოჯახი ვარხვისნაირთა რიგისა. ზოგ ივეოსისებრს ბრტყელი, ბოლოში ნიჩბისებურად გაფართოებული ნისკარტი, გრძელი კისერი და მაღალი ფეხები აქვს (ჟერო), ზოგს კი — წვრილი, გრძელი და ქვემოთკენ რკალად მოხრილი ნისკარტი, გრძელი კისერი და საშუალო სიმაღლის ფეხები (ივეოსი). წინა სამი თითის ძირში ივეოსისებრს პატარა აპკი აქვთ. თავის წინა ნაწილი, ზოგჯერ მთლიანად თავი და კისერიც შიშველია. მრავალ სახეობას კეფაზე გრძელი ბუმბულის „ქოჩორი“ აქვს.
ივეოსისებრნი ფართოდ არიან გავრცელებული ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. გვხვდება ჩრდილოეთის ფორმებიც. ოჯახი ეოცენის პერიოდიდანაა ცნობილი. ამჟამად ივეოსისებრნი აერთიანებს 32 სახეობას; ამიერკავკასიაში აღნიშნულია საღვთო ივეოსის (Thereskiornis aethiopicus) შემოფრენის შემთხვევები. საქართველოში მიმოფრენისას გვხვდება ჟერო და ივეოსი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 94.