დიეგო არმანდო მარადონა (სტადიონი)
მდებარეობა | ნეაპოლი, იტალია |
---|---|
აშენდა | 1959 |
გაიხსნა | 6 დეკემბერი, 1959 |
მესაკუთრე | ნეაპოლის მუნიციპალიტეტი |
საფარი | ბალახი |
არქიტექტორი | კარლო კოჩა |
ტევადობა | 60,240 |
გუნდები | |
ნაპოლი |
დიეგო არმანდო მარადონა (იტალ. Stadio Diego Armando Maradona) — სტადიონი ნეაპოლში. საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ საშინაო არენა.
სტადიონი აშენდა 1959 წელს. 1960 წელს სტადიონმა უმასპინძლა ოლიმპიური თამაშების რამდენიმე მატჩს. თავდაპირველად სტადიონი 80 000-მდე ადამიანზე იყო გათვლილი. 1989 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამდე სტადიონს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ერთი წლის შემდეგ უმასპინძლა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებს, მათ შორის ნახევარფინალს, რომელიც გაიმართა იტალიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის.
დღესდღეობით სან-პაოლო 60 240 ადამიანს იტევს და ამ მაჩვენებლით, იტალიაში მესამე ყველაზე დიდი სტადიონია სან სიროსა და სტადიო ოლიმპიკოს შემდეგ.
2020 წლის 25 ნოემბერს, დიეგო მარადონას გარდაცვალების შემდეგ, ქალაქის მერმა ლუიჯი დე მაჯისტრისმა ტვიტერზე დაწერა, რომ სტადიონს მარადონას სახელი უნდა დაერქვას, ნაპოლის კარიერაში მისი მიღწევების პატივსაცემად[1][2].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სან-პაოლო“ ვიკისაწყობში.
- სტადიონის სახელმძღვანელო
- 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ანგარიში დაარქივებული 2012-10-27 საიტზე Wayback Machine.