შინაარსზე გადასვლა

იოსებ დავითაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დავითაშვილი, იოსებ)
იოსებ დავითაშვილი
დაბადების თარიღი 1 (13) ივლისი, 1850
დაბადების ადგილი გარდატენი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 13 (25) მარტი, 1887 (36 წლის)
გარდაცვალების ადგილი თელავი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
საქმიანობა მწერალი და პოეტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია

იოსებ სიმონის ძე დავითაშვილი (დ. 1 (13) ივლისი1850, გარდატენი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი – გ. 13 (25) მარტი1887, თელავი) — ქართველი პოეტი. დაიბადა ყმა გლეხის ოჯახში. მან ხანმოკლე შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში (1872-1887 წწ.) რამდენიმე ათეული ლექსი დაწერა. ლექსების პირველი კრებული „სტვირი“ 1880 წელს გამოაქვეყნა. მისი მოქალაქეობრივ-პატრიოტული ლირიკა „თერგდალეულთა“ ზეგავლენას განიცდიდა („წუთისოფელში ცხოვრება“, „ახალ მოლექსეს“, „მოხუცის სინანული“). პოეტის ზოგიერთი ლექსი სიმღერად იქცა („სამშობლო“; „მუშის სიმღერა“; „ბედის წყარო“ და სხვ.). ლექსების ცოცხალი სასაუბრო მეტყველება, გულწრფელობა და უშუალობა („მუშის სიმღერა“, „გლეხი და თავადი“, „ბედის წყარო“, „თუნდ ვკვდებოდე“) პოეტის შემოქმედებას ხალხურ პოეზიასთან აახლოებს. დავითაშვილს დიდად აფასებდნენ ილია და აკაკი.

იოსებ დავითაშვილის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

  • ზანდუკელი მ., ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 3, თბ., 1955;
  • კოტეტიშვილი ვ., რჩეული წერილები, წგ. 1 – ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), თბ., 1965;
  • ჭავჭავაძე ი., თხზ. სრ. კრ. ათ ტომად, პ. ინგოროყვას რედ., ტ. 3, თბ., 1953;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იოსებ დავითაშვილის საფლავი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში