ალვორდის უდაბნო
იერსახე
ალვორდის უდაბნო — უდაბნო აშშ-ში, ორეგონის შტატის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში. მდებარეობს სთინსის მთების სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. მისი ფართობი შეადგენს 218 კმ²-ს. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი შეადგენს 180 მმ-ს. უდაბნოს წყნარი ოკეანისგან გამოყოფს ორი მთათა სისტემა - სანაპირო ზოლის მთები და კასკადის მთები.
უდაბნოს სახელი ეწოდა გენერალ ბენჟამენ ალვორდის პატივსაცემად, რომელიც აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს ორეგონის დეპარტამენტში მსახურობდა.[1]
უდაბნოს შემოგარენში გავრცელებულია გარეული ცხენები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alvord Desert დაარქივებული 2016-08-13 საიტზე Wayback Machine. - Bureau of Land Management
- An explorer's guide to southeast Oregon geology: Steens Mountain area დაარქივებული 2008-10-12 საიტზე Wayback Machine.
- Steens Mountain from oregonphotos.com
- The Wilderness Society: Wilderness in Oregon’s High Desert
კოორდინატები: 42°31′25″N 118°27′31″W / 42.523736° ჩ. გ. 118.45871° დ. გ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Corning, Howard M. Dictionary of Oregon History. Binfords & Mort Publishing, 1956.