აზელია ბენქსი
აზელია ბენქსი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | აზელია ამანდა ბენქსი |
დაბ. თარიღი | 31 მაისი, 1991 |
დაბ. ადგილი | ჰარლემი |
წარმოშობა | ნიუ-იორკი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ჰაუსი, რეპი, პოპი, ელექტრონული მუსიკა და ავანგარდი |
საქმიანობა | მომღერალი, რეპერი, სიმღერების ავტორი, მსახიობი |
აქტიური | 2008 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | cheapyxo.net |
აზელია ბენქსი ვიკისაწყობში |
აზელია ამანდა ბენქსი (ინგლ. Azealia Amanda Banks; დ. 31 მაისი, 1991, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი რეპერი, მომღერალი და სიმღერების ავტორი. გაიზარდა ნიუ-იორკში, ჰარლემის უბანში. მან დაიწყო მუსიკის გამოქვეყნება Myspace-ზე 2008 წელს. მოგვიანებით, 18 წლის ასაკში ხელი მოაწერა კონტრაქტს XL Recordings-სთან. მალევე კონტრაქტი გააფორმა Interscope-სა და Polydor Records-თან. მიუხედავად ამისა, მან დატოვა ლეიბლები და გახდა დამოუკიდებელი შემსრულებელი. მალევე შექმნა საკუთარი ხმისჩამწერი ლეიბლი, Chaos & Glory Recordings. მოგვიანებით ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლებთან Parlophone და Warner Records. 2023 წელს დატოვა ორივე ლეიბლი.
ბენქსის დისკოგრაფია მოიცავს ორ მიქსტეიპს (Fantasea 2012 წელს და Slay-Z 2016 წელს), სტუდიურ ალბომს (Broke with Expensive Taste 2014 წელს) და ორ EP-ს („1991“ 2012 წელს და Icy Colors Change 2018 წელს). 2017 წელს ითამაშა მუსიკალურ დრამაში Love Beats Rhymes, რომელშიც მთავარი პერსონაჟის როლი ჰქონდა. მისმა ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა კრიტიკოსების მხრიდან. სიმღერები მოიცავს სხვადასხვა ჟანრს, მათ შორის ჰაუსს, რეპს, პოპს, ელექტრონულ მუსიკას და ავანგარდს.
ბენქსის სიმღერა „212“ 2011 წლისა და ათწლეულის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად არის აღიარებული მუსიკალური გამოცემების მიერ, მათ შორისაა როლინგ სტოუნი და ბილბორდი. ის განსაკუთრებით ცნობილია აქტიურობით სოციალურ მედიაში და აშკარა შეხედულებებით, განსაკუთრებით აშშ-ს პოლიტიკასა და რასაზე. ის ასევე ცნობილი კონფლიქტებით მუსიკოსებთან.[1][2] ჟურნალმა კომპლექსმა 2014 წელს აღნიშნა, რომ „ბენქსი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ჩხუბს, ვიდრე მუსიკას“.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზელია ბენქსი დაიბადა 1991 წლის 31 მაისს, ნიუ-იორკში და გაიზარდა ჰარლემში მარტოხელა დედასთან და ორ ძმასთან ერთად მას შემდეგ, რაც მამა გარდაიცვალა. ბენქსი სახლიდან 14 წლის ასაკში გაიქცა. მას საშუალო სკოლა არ დაუსრულებია, თუმცა დაიწყო მუსიკალური კარიერა ჰიპ-ჰოპისა და რიტმ-ენდ-ბლუზის ჟანრში. Miss Bank$-ის სახელით გამოუშვა თავისი სადებიუტო ჩანაწერი „Gimme a Chance" ონლაინ 2008 წელს. მოგვიანებით სახელი შეიცვალა და დაირქვა აზელია ბენქსი. ამ დროს გადავიდა მონრეალში მცირე ხნით, თუმცა მალევე დაბრუნდა ნიუ-იორკში. 2011 წელს ბენქსმა ყურადღება მიიპყრო სადებიუტო სინგლით „212". ნამუშევარი იყო მთავარი სინგლი მისი EP-დან „1991". 2012 წელს გამოუშვა მიქსტეიპი „Fantasea" და EP „1991".[3]
მუსიკოსის შემდეგი ალბომი „Broke with Expensive Taste" კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა. მუსიკოსს სასამართლო დავა ჰქოონდა სინგლ „Esta Noche"-ის გამო. საბოლოოდ მან ალბომი დამოუკიდებლად გამოუშვა 2014 წელს. Universal Music Group-თან კონტრაქტის გაუქმების შემდეგ, გამოუშვა სინგლი „Heavy Metal and Reflective" საკუთარი ლეიბლის საშუალებით. მოგვიანებით გამოუშვა ახალი სიმღერა „Broke with Expensive Taste" iTunes-ზე.[4][5]
2016 წელს გამოუშვა სინგლი „The Big Big Beat" და მისი მეორე მიქსტეიპი „Slay-Z". ასევე გახსნა თავისი ონლაინ მაღაზია CheapyXO, რომელშიც წარმოდგენილია კანის მოვლის საშუალებები.[6] ბენქსმა ახალი პროექტიდან, „Fantasea II: The Second Wave" გამოუშვა სინგლები „Chi Chi" და „Escapades".[7] მან ჩრდილოეთ ამერიკის ტურნე დაიწყო 2017 წელს. იმავე წელს ბენქსის სამსახიობო დებიუტი შედგა ფილმში „Love Beats Rhymes". 2018 წელს გააფორმა კონტრაქტი Entertainment One-თან და გამოუშვა სინგლები „Anna Wintour" და „Treasure Island".
ამის შემდეგ მან განაგრძო მუსიკის დამოუკიდებლად გამოშვება, მათ შორის გამოუშვა საშობაო EP „Icy Colors Change" 2018 წელს და სარეკლამო სინგლები „Count Contessa" და „Pyrex Princess" 2019 წელს. 2020 წელს დაიწყო თავისი პოდკასტი „Cheapy's Two Cents". ამავე დროს გამოუშვა სინგლები „Black Madonna" და „Mamma Mia". მან ასევე გამოუშვა სინგლი „Six Flags" 2021 წელს. იმავე წელს მოჰყვა ახალი ნამუშევარი „Fuck Him All Night" და შეიცვალა მენეჯმენტის ჯგუფი. 2022 წელს გამოაქვეყნა სიმღერა სახელწოდებით „New Bottega" და გააფორმა კონტრაქტი Parlophone Records-თან, სანამ ლეიბლს 2023 წელს დატოვებდა.[8][9][10]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წლის ოქტომბერში ბენქსმა განაცხადა, რომ იგი ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებში გასტროლების დროს იმღერებდა სახელით Azilka (რუს. Азилька).[11] 2020 წლის 8 აგვისტოს გამოაცხადა, რომ აპირებდა სიცოცხლის დასრულებას ევთანაზიით და პროცესის გადაღებას.[12]
2021 წლის თებერვალში დაინიშნა ამერიკელ მხატვარ რაიდერ რიპსზე. წყვილმა ინტიმური ვიდეო გადაიღო და გაყიდა NFT-ის გამოყენებით 260 მილიონ დოლარად. იმავე წლის მარტში წყვილი დაშორდა.[13][14][15]
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Broke with Expensive Taste (2014)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hope, Clover (2021). The Motherlode: 100+ Women Who Made Hip-Hop. Harry N. Abrams. ISBN 978-1-4197-4296-5.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official website საიტზე Wayback Machine (archived January 28, 2020)
- აზელია ბენქსი Facebook-ზე
- აზელია ბენქსი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- აზელია ბენქსი საიტზე Discogs
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Diep, Eric; Ortiz, Edwin. A History of Azealia Banks' Twitter Beefs. Complex (June 19, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 22, 2022. ციტირების თარიღი: თებერვალი 8, 2024.
- ↑ Oppenheim, Maya (2016-05-12). „A brief history of Azealia Banks public feuds“. The Independent. ციტირების თარიღი: October 17, 2018.
- ↑ Azealia Banks – 1991 – Digital EP. iTunes (UK) (May 28, 2012). ციტირების თარიღი: June 13, 2012
- ↑ Broke with Expensive Taste – Album. iTunes Store (UK) (November 7, 2014). ციტირების თარიღი: March 10, 2015
- ↑ Azealia Banks: Broke with Expensive Taste. ციტირების თარიღი: February 7, 2015
- ↑ CHEAPYXO by Azealia Banks | The Official Merchandise Store. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 13, 2022. ციტირების თარიღი: June 16, 2020
- ↑ Weinstein, Max. (July 13, 2017) Azealia Banks Keeps It Real About Being Shut Out of the Music Industry. XXL. ციტირების თარიღი: November 3, 2017
- ↑ Yalcinkaya, Günseli. (August 31, 2022) Azealia Banks shares new fashion anthem, 'New Bottega' en-GB. ციტირების თარიღი: January 12, 2023
- ↑ Hoste, Elliot. (January 26, 2022) Azealia Banks quits record label, calls them 'silly fragile white liars' en-GB. ციტირების თარიღი: August 3, 2023
- ↑ Azealia Banks Says She's Signed Major Record Deal with Warner / Parlophone - That Grape Juice. ციტირების თარიღი: 2022-11-10
- ↑ „Meet Азилька: Azealia Banks chooses new stage name for performances in post-Soviet states“. Meduza. October 21, 2019. ციტირების თარიღი: October 28, 2019.
- ↑ Morin, Alyssa. Fans Send Support to Azealia Banks After She Posts Concerning Messages. E! (August 9, 2020). ციტირების თარიღი: August 12, 2020
- ↑ Azealia Banks had a deeply transphobic response to a fan who told her she needed to convert to Judaism in order to become Jewish (February 22, 2021). ციტირების თარიღი: February 22, 2021
- ↑ Azealia Banks and Ryder Ripps' NFT sex tape is being resold for over $260 million by the anonymous RultonFyder (March 12, 2021). ციტირების თარიღი: 2021-03-14
- ↑ Mendez, Moises. (March 15, 2021) Azealia Banks and artist Ryder Ripps have ended their relationship. Yahoo. ციტირების თარიღი: June 17, 2022