7 დეკემბერი
იერსახე
<< | დეკემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 | |||||
2024 |
7 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 341-ე დღე (ნაკიან წლებში – 342-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 24 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1732 : სამეფო ოპერის თეატრი გაიხსნა კოვენტ გარდენში, ლონდონი.
- 1776 : დელავერი პირველი შტატი გახდა, რომელმაც აშშ-ის კონსტიტუციის რატიფიცირება მოახდინა.
- 1815 : საფრანგეთის მარშალი, მიშელ ნეი, დახვრიტეს ღალატის ბრალდებით ნაპოლეონ I-თან თანამშრომლობის გამო.
- 1917 : პირველი მსოფლიო ომი - აშშ-მა ავსტრო-უნგრეთს ომი გამოუცხადა.
- 1941 : მეორე მსოფლიო ომი - კანადამ ფინეთს, უნგრეთს, რუმინეთსა და იაპონიას ომი გამოუცხადა.
- 1941 : პერლ-ჰარბორზე თავდასხმა - იაპონიის იმპერული ფლოტი თავს დაესხა აშშ-ის წყნარი ოკეანის საზღვაო ძალებსა და მათ თავდამცველ საჰაერო ძალებს პერლ ჰარბორში, ჰავაი.
- 1949 : ჩინეთის სამოქალაქო ომი - ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობა ნანკინიდან ტაიპეიში გადადის.
- 1972 : პროგრამა აპოლოს ბოლო მთვარის მისია - აპოლო-17-ის გაშვება განხორციელდა.
- 1975 : ინდონეზია აღმოსავლეთ ტიმორს დაესხა თავს.
- 1982 : ტეხასის ციხეში აშშ-ში პირველი ადამიანი დასაჯეს მომაკვდინებელი ინექციით.
- 1988 : სპიტაკის მიწისძვრა - 8.0-10.0 ბალიანი (რიხტერის სკალა) მიწისძვრა სომხეთში, რომელმაც 25 000 ადამიანი იმსხვერპლა, 15 000 დაშავდა, ხოლო 400 000 მიუსაფარი დარჩა.
- 1988 : იასირ არაფატმა ისრაელის არსებობის უფლება ცნო.
- 1995 : კოსმოსური ხომალდი გალილეო იუპიტერზე დაეშვა გაშვებიდან ექვს წელიწადში.
- 2004 : ჰამიდ კარზაის ინაუგურაცია მოხდა ავღანეთის პრეზიდენტად.
- 2009 :
- გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია გაიხსნა კოპენჰაგენში, დანია.
- ტრაიან ბესესკუ რუმინეთის პრეზიდენტად აირჩიეს მეორე ვადით, თუმცა ოპოზიცია შედეგების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს საარჩევნო დარღვევების გამო.
- 2010 : დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ვიკილიქსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავა.
- 2012 : ჯონ დრამანი მაჰამა განის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2016 : ნანა აკუფო-ადო განის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2019 : ბუგენვილის ავტონომიური რეგიონის მოსახლეობამ რეფერენდუმზე პაპუა-ახალი გვინეისაგან დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
- 2022 : დინა ბოლუარტე პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1598 : ჯოვანი ლორენცო ბენინი — იტალიელი არქიტექტორი
- 1823 : ლეოპოლდ კრონეკერი — გერმანელი მათემატიკოსი
- 1860 : ჯოზეფ კუკი — ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი
- 1914 : სპარტაკ ბაღაშვილი — ქართველი კინომსახიობი
- 1924 : მარიო სუარესი — პორტუგალიის პრეზიდენტი
- 1956 : ლარი ბერდი — ამერიკელი კალათბურთელი
- 1972 : ჰერმან მაიერი — ავსტრიელი მოთხილამურე
- 1980 : ჯონ ტერი — ინგლისელი ფეხბურთელი
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძვ. წ. 43 : ციცერონი — რომაელი პოლიტიკოსი, მწერალი და მჭევრმეტყველი.
- 1254 : ინოკენტი IV — რომის პაპი
- 1279 : ბოლესლავ V — პოონეთის მეფე
- 1782 : ჰაიდარ ალი — მაისურის სახელმწიფოს გამგებელი.
- 1879 : იოუნ სიგურდსონი — ისლანდიელი მეცნიერი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი
- 1990 : ბაგრატიშვილი, გივი — ქართველი ქიმიკოსი.
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები: