ჰელგეს ბრძოლა
ჰელგეს ბრძოლა | |||
---|---|---|---|
თარიღი | 1026 | ||
მდებარეობა | აფლენდი ან სკონეს პროვინცია | ||
შედეგი | ანგლო-დანიელების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ჰელგეს ბრძოლა — ასევე ცნობილია როგორც წმინდა მდინარის ბრძოლა. იგი იყო საზღვაო შეტაკება, რომელიც მოხდა 1026 წელს დანიისა და ინგლისის გაერთიანებულ ჯარებსა და ნორვეგიის და შვედეთის გაერთიანებულ ძალებს შორის, მდინარე ჰელგეს შესართავთან, რომელიც იყო წმინდა მდინარე შვედეთში ან დანიაში. ამ სახელწოდებით ორი მდინარეა და ახლა ორივე შვედეთშია, მაგრამ იმ დროს მდინარე იყო სამხრეთ სკანე/სკანიაში, რომელიც დანიური პროვინცია იყო.
ნორვეგიის მეფე მეფე ოლაფ II-მა და შვედეთის მეფე ანუნდ იაკობმა ისარგებლეს ინგლისში დანიის მეფე კნუდის ვალდებულებით და დაიწყეს შეტევები დანიის ფლოტზე, ბალტიის ზღვაში. შვედეთის და ნორვეგიის საზღვაო ფლოტები მეფეების ანუნდ იაკობისა და ოლაფ II-ის მეთაურობით მდინარეზე ელოდნენ მეფე კნუდის საზღვაო ფლოტს, რომელსაც მეთაურობდა დანიელი გრაფი ულფ იარლი. [2]
კნუდის ფლოტი მასიური იყო. ამბობენ, რომ მისი გემი 80 მეტრის სიგრძის იყო. შვედეთისა და ნორვეგიის მეფეებმა ბრძანეს ტორფისა და ხისგან დიდი კაშხლის გაკეთება მდინარეზე. როდესაც დანიის საზღვაო ფლოტი შემოვიდა, წყალი გათავისუფლდა და უამრავი დანიელი და ინგლისელი დაიხრჩო წყალდიდობაში. თუმცა, კნუდის ფლოტის მთავარი ძალა მდინარის ნავსადგურის გარეთ იყო. მას შემდეგ, რაც ნავსადგურში გემები განადგურდა, ფლოტის დანარჩენი ნაწილი ყველა კუთხიდან შეიკრიბა. მეფეებმა ოლაფმა და ანუნდ იაკობმა დაინახეს, რომ მათ მიაღწიეს იმ გამარჯვებას და იმით დაკმაყოფილდნენ რისი ნებაც ბედმა მისცა, მათ თავიანთი ხომალდები უკან დახიეს. ბრძოლა რომ განახლებულიყო, მათ კაცთა დიდი დანაკარგი ექნებოდათ, იმიტომ რომ კნუდს მეტი ხომალდი ჰყავდა. მეფე კნუდი მათ არ დადევნებია.[3]
ამან კნუდი დატოვა სკანდინავიის დომინანტურ ლიდერად. ბრძოლის შემდეგ კნუდმა დაიმორჩილა შვედეთის ძირითადი პროვინციები მელარენის ტბის ირგვლივ, სადაც მას საკუთარი მონეტები ჰქონდა მოჭრილი, სიგტუნაში.[4]
პირველადი წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრძოლა ხელახლა არის მოთხრობილი სკალდიურ პოეზიაში და ისეთ წყაროებში, როგორიცაა საქსონ გრამატიკოსის დანიური Gesta Danorum და სნორი სტურლუსონის ისლანდიური საგა ოლაფ II-ზე. მოსაზრებები იყოფა იმის შესახებ, იყო თუ არა ეს მდინარე აფლენდში, შვედეთი თუ სკონეს პროვინციაში დანია.
ანგლო-საქსურ ქრონიკაში ბრძოლა დათარიღებულია 1025 წლით და ბრძოლა შვედებმა მოიგეს.[5]
„ახალი წელთაღრიცხვა, 1025 წელი. ამ წელს მეფე კნუდი ფლოტით წავიდა დანიაში წმინდა მდინარის მახლობლად, სადაც მის წინააღმდეგ მოვიდა ულფი და ეგლაფი, ძალიან დიდი ძალებით, როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვით, შვედეთიდან. მეფე კნუდის მხარეზე დაკარგული იყო ძალიან ბევრი მამაკაცი, როგორც დანიელი, ასევე ინგლისელი და შვედებს ჰქონდათ ბრძოლის ველი.“
|
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Rosborn, Sven Den skånska historien (Vikingarna. Malmö: 2004)
- The Battle of Helgå, as told in the Saga of Olaf Haraldsson, by Snorri Sturluson.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Laurence M. Larson, Canute the Great, G. P. Putman's sons, 1912, p.218.
- ↑ Ulf Jarl (Nordisk familjebok)
- ↑ Snorre Sturlason, The Heimskringla: A History of the Norse Kings, Vol.II, trans. by Samuel Laing, Norrœna Society, 1907, pp.528-529.
- ↑ Sigtuna (Nordisk familjebok)
- ↑ The Anglo-Saxon Chronicle (Part 4: A.D. 1015 - 1051), at the Medieval and Classical Literature Library