შინაარსზე გადასვლა

ონის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ონის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ადმ. ცენტრი ონი
კოორდინატები 42°35′02″ ჩ. გ. 43°26′30″ ა. გ. / 42.58389° ჩ. გ. 43.44167° ა. გ. / 42.58389; 43.44167
გამგებელი გიორგი ლობჯანიძე     
ფართობი 1712 კვადრატული კილომეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 6130 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 3,6 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %
ოსები 0,4 %
ებრაელები 0,2 %
რუსები 0,1 %
სომხები 0,1 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 98,68 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი 473
ოფიციალური საიტი https://oni.gov.ge/
ონის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ონის მუნ��ციპალიტეტი
ონის მუნიციპალიტეტი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ონის მუნიციპალიტეტი

ონის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული[3] საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში. ონის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ეკვრის ჯავის, დასავლეთით ამბროლაურისა და ლენტეხის, სამხრეთით საჩხერის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით ყაბარდო-ბალყარეთისა და ჩრდილოეთი ოსეთის რესპუბლიკები. ფართობი 1326,3 კმ². ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ონი. მუნიციპალიტეტში 1 ქალაქი და 60 სოფელია.

1917 წლამდე ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრაში, 1917 წლიდან 1928 წლამდე — რაჭის მაზრაში, 1929 წლიდან — რაჭა-ლეჩხუმის მაზრაში, 1930 წლის მარტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით — ქუთაისის ოლქში, 1930 წლის ოქტომბრიდან — იყო დამოუკიდებელი რაიონი. 1963-1964 წლებში შედიოდა ამბროლაურის რაიონში. 1965 წლიდან გამოიყო დღევანდელი საზღვრებით და იყო დამოუკიდებელი რაიონი. 1991 წელს მას შეუერთდა ჯავის რაიონის ტერიტორიის ნაწილი, 36 კვადრატული კილომეტრი, კიროვისა და ჩასავლის სასოფლო საბჭოები.[4]

პარტია 2017[5] 2021[6] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 27 22                                          
  ნაციონალური მოძრაობა 2 4        
  საქართველოსთვის 4        
  ლელო 2    
  პატრიოტთა ალიანსი 2 1  
  ევროპული საქართველო 1
  შენების მოძრაობა 1
სულ 33 33  
აღწერის წელი მოსახლეობა
1989 12 318
2002 9 182
2014 6 130
2021[7] 5 600
  1. Ethnic composition of Georgia 2014
  2. georgia-religion2014
  3. საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ონის მუნიციპალიტეტი (ს/ნ. 237978275; რეგ. თარიღი — 4 დეკემბერი, 2016)
  4. საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ
  5. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-14[მკვდარი ბმული]
  6. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-14[მკვდარი ბმული]
  7. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.