მალხაზ ბერუაშვილი
პირადი ინფორმაცია | ||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დაბ. სახელი | მალხაზ ნოეს ძე ბერუაშვილი | |||||||||||||||||||||||
ეროვნება | ქართველი | |||||||||||||||||||||||
დაბ. თარიღი | 14 ოქტომბერი, 1961 | |||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | ქარელი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | |||||||||||||||||||||||
სპორტი | ||||||||||||||||||||||||
ქვეყანა |
სსრ კავშირი საქართველო | |||||||||||||||||||||||
სპორტი | ჭიდაობა | |||||||||||||||||||||||
სახეობა | სამბო | |||||||||||||||||||||||
კლუბი | „დინამო“ (თბილისი) | |||||||||||||||||||||||
|
მალხაზ ბერუაშვილი (დ. 14 ოქტომბერი, 1961, ქარელი) — ქართველი და საბჭოთა მოჭიდავე და სამბისტი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1990) და საბჭოთა კავშირის ორგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1987, 1989). ძიუდოში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატსა (1984) და საბჭოთა კავშირის ხალხთა VIII სპარტაკიადაში გამარჯვებული (1983). საქართველოს ხუთგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1979, 1982, 1984, 1987, 1989). საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1990).
ძირითადი შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ტურნირი | მასპინძელი | წონითი კატეგორია | ადგილი |
---|---|---|---|---|
1990 | მსოფლიო ჩემპიონატი | სსრკ, მოსკოვი | +100 კგ | |
1990 | ევროპის ჩემპიონატი | ისრაელი, თელ-ავივი | +100 კგ | |
1991 | ევროპის ჩემპიონატი | იტალია, ტურინი | +100 კგ |
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1982 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა და სპეციალისტებმა მალხაზ ბერუაშვილი საქართველოს მეათე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[1]
1983 წლის დეკემბერში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ წინასაახალწლო ტრადიციული გამოკითხვის შედეგების მიხედვით დაადგინა საქართველოს 1983 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი. საქართველოს № 8 სპორტსმენად (39 ქულა) დასახელდა მალხაზ ბერუაშვილი („დინამო“, მწვრთნელი ბ. მაზიაშვილი).[2]
1990 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა მალხაზ ბერუაშვილი საქართველოს მერვე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[3]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 342, ISBN 99928-20-32-2.
- ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 13. 293 გვ.
პერიოდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერიაშვილი. ირაკლი. მალხაზ ბერუაშვილი // „ლელო“, 26 დეკემბერი, 1984, № 247 (7808), გვ. 1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს 10 საუკეთესო // „ლელო“, 29 დეკემბერი, 1982, № 249 (7310), გვ. 1.
- ↑ 10 საუკეთესო // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1983, № 250 (7561), გვ. 1.
- ↑ დავით გობეჯიშვილი — საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი // „ლელო“, 1 იანვარი, 1991, № 1 (10414), გვ. 1.