შინაარსზე გადასვლა

იენთაი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საოლქო დონის ქალაქი
იენთაი
烟台市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია შანდუნი
შიდა დაყოფა Zhifu District, Fushan District, Muping District, Laishan District, Changdao County, Longkou, Laiyang, Laizhou, Penglai District, Zhaoyuan, Qixia და Haiyang
კოორდინატები 37°27′53″ ჩ. გ. 121°26′52″ ა. გ. / 37.46472° ჩ. გ. 121.44778° ა. გ. / 37.46472; 121.44778
ფართობი 13,739.9 კმ²
მოსახლეობა 6,968,202 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 510 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 0535
საფოსტო ინდექსი 264000
საავტომობილო კოდი 鲁F
ოფიციალური საიტი yantai.gov.cn
იენთაი — ჩინეთი
იენთაი

იენთაი (ჩინ.: 烟台市, ფინინი: Yāntái; ასევე ცნობილი როგორც ჭიფუ ან ჩეფუ) — საოლქო დონის ქალაქი შანდუნის ნახევარკუნძულზე შანდუნის პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ბოხაის ყურის სამხრეთ სანაპიროზე განთავსებულ ქალაქს ესაზღვრება: ცინდაო სამხრეთ-დასავლეთიდან, ვეიხაი აღმოსავლეთიდან. ქალაქს წვდომა აქვს როგორც ბოხაივანზე (ლაიჭოუს ყურისა და ბოხაის სრუტიდან), ასევე ყვითელ ზღვაზე (შანდუის ნახევარკუნძულის როგორც ჩრდილოეთ, ასე���ე სამხრეთ ნაწილიდან). იენთაიში არის შანდუნის ნახევარკუნძულის ყველაზე დიდი სათევზაო პორტი. საოლქო დონის ქალაქის მოსახლეობა 6 968 202 ადამიანს შეადგენს (2010 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით), რომელთაგან 2 227 733 პირი ურბანულ ნაწილში (მეტრო არეალი) ცხოვრობს.

სახელწოდება იენთაი (სიტყვა-სიტყვით: კვამლიდ პაგოდა, კოშკი) წარმოიშვა საგუშაგო კოშკებიდან, რომლებიც მთა ციზე (ციშანი) 1398 წელს აშენდა, მინის დინასტიის იმპერატორის, ჯუ იუანჯანის პერიოდში. ეს კოშკები გამოიყენებოდა სიგნალის გასაგზავნად და შესაბამისად კოშკებზე ცეცხლს ანთებდნენ და კვამლს უშვებდნენ. ამ ცეცხლს ლანგიანს უწოდებდნენ, რადგან პროცესისას მგლის საკვების ნარჩენებს წვავდნენ. ამავე პერიოდში ქალაქში პრობლემები შექმნეს „ჯუჯა მეკობრეებმა“ (უოქოუ), სენგოკუს პერიოდის მეომრებმა. ქალაქის სახელწოდებას ასევე წერენ, როგორც იენ-თაი (ლათინური შრიფტი: Yen-tai).[1]

იენთაის მთავარ რაიონს ჭიფუ წარმოადგენს, რომელიც წარსულში ამ ტერიტორიის უდიდესი დამოუკიდებელი ქალაქი იყო. ამ დასახლებას ასევე უწოდებენ ჩეფოს (ლათინური: Chefoo; საფოსტო რუკის რომანიზაცია), ჩე-ფოს,[1] ჩი-ფუს,[2] და ჩიჰ-ფუოუს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გამარჯვებამდე გამოიყენებოდა უცხოელების მიერ, ადგილობრივები მთლიანად იენთაის ხშირად ამ სახელწოდებებით მოიხსენიებენ.[1][2]

იენთაის რუკა

იენთაი მდებარეობს შანდუნის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ბოხაივანისა (ბოხაის ზღვა) და ყვითელი ზღვების შერწყმის ადგილთან. ის ასევე არის ლიაონინის სამხრეთი სანაპიროს მოპირდაპირედ.

ქალაქის ტოპოგრაფია შემდეგნაირია: მთლიანი ტერიტორიის 36.62% მთებს, 39.7% გორაკებს, 50.23% დაბლობებს, 2.90% კი მდინარეების აუზებს ჭირავს.

საოლქო დონის ქალაქის მთლიანი ტერიტორიიდან თითქმის 2 643.60 კვადრატული კილომეტრი ურბანიზებულია. საოლქო დონის ქალაქის ყველა სამაზრო დონის დასახლება სანაპიროზე მდებარეობს, გარდა ცინსიის ქალაქისა. ჩანგტაოს რაიონი მთლიანად კუნძულებისაგან შედგენა. იენთაის სანაპირო ზოლის მთლიანი სიგრძე 909 კილომეტრს წარმოადგენს.

იენთაის მთიან ნაწილში გორაკების სიმაღლე 100-დან 300 მეტრამდე იცვლება. საოლქო დონის ქალაქის უმაღლესი წერტილია მთა ქუნიუ (ჩინ.: ), რომლის სიმაღლეც 922.8 მეტრია.

იენთაის ტერიტორიაზე 121 მდინარეა, რომლის სიგრძეც 5 კილომეტრს აღემატება. საოლქო დონის ქალაქის უგრძესი მდინარეებია: ულონგი (五龙河, ტაკუ (大沽河), ტაკუძია (大沽夹河), ვანგი (王河), ძიე (界河, ხუანგშუი (黄水河), სინანი (辛安河).

ძველი ქალაქის, ჭიფუს ცენტრი მდებარეობდა მდინარე ის (沂河, ი ხე) შესართავთან.[1]

იენთაისათვის დამახასიათებელია მუსონების გავლენით წარმოქმნილი კლიმატი. კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით, იენთაი მიეკუთვნება ნოტიო კონტინენტური კლიმატისა (Dwa, 0 °C-ის იზოთერმისას) და ნოტიო სუბტროპიკულ კლიმატს (Cwa -3 °C-ის იზოთერმისას). ქალაქში ზაფხული ნოტიო ცხელი და წვიმიანი, ზამთარი კი ცივი და მშრალი.

ჰავის მონაცემები — იენთაი (1981–2010)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 2.0 3.9 9.6 17.5 22.9 26.7 28.6 27.9 24.7 19.3 11.7 5.0 16.7
საშუალო დღიური °C −0.9 0.6 5.5 12.7 18.3 22.5 25.1 25.1 21.7 15.9 8.5 2.1 13.1
საშუალო დაბალი °C −3.2 −1.9 2.3 8.9 14.4 19.0 22.4 22.6 19.1 13.1 5.8 −0.2 10.2
საშუალო ნალექი (მმ) 13.5 8.5 20.9 29.3 50.6 62.6 147.0 140.4 68.6 29.7 22.3 21.6 615.0
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) 6.4 5.0 4.7 6.2 6.2 8.5 11.7 10.3 7.1 6.2 6.2 7.5 86.0
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 59 58 54 51 59 65 78 79 67 59 59 59 62
წყარო 1: China Meteorological Administration[3]
წყარო 2: Weather China (precipitation days 1971–2000)[4]
თანამედროვე სტანდარტების შატო ჩანგიუ, იენთაი

იენთაი სიდიდით მეორე ინდუსტრიული ქალაქია შანდუნის პროვინციის ტერიტორიაზე ცინდაოს შემდეგ. მთლიანად რეგიონის მთავარი და უდიდესი ინდუსტრია სოფლის მეურნეობაა. საოლქო დონის ქალაქი მთელი ჩინეთის მასშტაბით ცნობილია თავისი ვაშლის ჯიშებისა და ლაიიანგის მსხლით. იენთაიში ასევე მდებარეობს ქვეყნის უდიდესი და უძველესი ყურძნის ღვინის საწარმო ჩანგიუ.[5]

  • Chisholm, Hugh, ed. (1911), „Che-foo“ , Encyclopædia Britannica (ინგლისური), 5 (11th ed.), Cambridge University Press, p. 455.
  • Chisholm, Hugh, ed. (1911), „Chi-fu“ , Encyclopædia Britannica (ინგლისური), 6 (11th ed.), Cambridge University Press, pp. 132–3.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 EB (1878).
  2. 2.0 2.1 EB (1911), p. 132.
  3. zh:中国气象数据网 - WeatherBk Data zh-cn. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 2020-04-14
  4. Archived copy. ციტირების თარიღი: 15 November 2018
  5. Will Lyons (5 April 2013). „Indulge in China's Latest Export“. The Wall Street Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 August 2016. ციტირების თარიღი: 8 August 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იენთაი“-დან