გიორგი ზანგური
გიორგი ზანგური | |
---|---|
დაბადების თარიღი |
14 ოქტომბერი, 1982 თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი |
საქმიანობა | პოეტი, მსახიობი. |
გიორგი გელას ძე ზანგური (დ. 14 ოქტომბერი, 1982 , ქ. თბილისი) — ქართველი პოეტი და მსახიობი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1998 დაამთავრა თბილისის 141-ე საშუალო სკოლა. 2000 წელს ჩააბარა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2004 წელს. ამავე წელს ითამაშა უილიამ სომერსეტ მოემის პიესაში „აღთქმული მიწა“ , ფრენკ ტეილორის როლი. 2004 — სამეფო უბნის თეატრში ითამაშა მიტროს როლი, პიესაში „გიულიჰ“. 2005 წლიდან მუშაობს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო მსახობთა თეატრში. ამავე წელს ითამაშა ქეთი პატარაიას პიესაში „ხვალ შობაა“, ლეო ტაბიძის როლი.
2006 — გამოვიდა ლექსების კრებული — „ჩემს თანადედამიწელებს“.
2007 — დაიდგა „ცვლილებების თეატრში“ მისი პიესა — „დონორები“.
2007 — მიწვეულ იქნა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, სადაც ი���ამაშა ნინო სადღობელაშვილის პიესაში „ბამბაზიის სამოთხე“, ბათუ არჩბას როლი.
2007 — გამოვიდა პოეტთა ორდენ სამკაულის კრებული და CD „ამიშვი ცამდე“.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნათამაშები როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამეფო უბნის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2004:„გიულიჰ“ (მიტრო)