შინაარსზე გადასვლა

ჩუმი ადგილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჩუმი ადგილი“
ჟანრი ჰორორი, დრამა, ფანტასტიკა
სცენარის ავტორი
როლებში
მწარმოებელი კომპანია Platinum Dunes
დისტრიბუტორი Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 9 მარტი, 2018 (2018-03-09) (აშშ)
ხანგრძლივობა 90 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 17 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 341 მილიონი აშშ დოლარი
შემდეგი „ჩუმი ადგილი: ნაწილი 2“

ჩუმი ადგილი (ინგლ. A Quiet Place) — 2018 წლის ამერიკული პოსტაპოკალიპტიკური საშინელებათა ფილმი. ფილმის რეჟისორია ჯონ კრასინსკი, სცენარის ავტორები სკოტ ბეკი და ბრაიან ვუდსი. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა წყვილზე, რომელიც გადარჩენასა და შვილების აღზრდას ცდილობს პოსტაპოკალიპტიკურ სამყაროში, რომელიც არამიწიერი არსებებითაა დასახლებული.

ბეკმა და ვუდსმა ფილმის კონცეფტი ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლის დროს შექმნეს, ხოლო 2016 წლის იანვარში დაიწყეს სცენარზე მუშაობა. მათ Platinum Dunes-ის პროდიუსერებს უთხრეს, რომ დედის როლში ბლანტი უნდოდათ. თავდაპირველად, ბლანტი უარზე იყო, მაგრამ სიუჟეტის წაკითხვის შემდეგ მან კავშირი იგრძნო ისტორიასთან. 2016 წლის ივლისში, კრასინსკი მამის როლის სათამაშოდ მიიწვიეს, შემდეგ კი რეჟისორობა შესთავაზეს. 2017 წლის მარტში, კრასინსკი რეჟისორად, თანამწერლად და თანავარსკვლავად გამოაცხადეს, ბლანტთან ერთად. გადაღება 2017 წლის მაისში დაიწყო ნიუ-იორკში, და იმავე წლის ნოემბერში დასრულდა.

ფილმის პრემიერა 2018 წლის 9 მარტს შედგა. ფილმმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება მიიღო და მრავალი ჯილდო მოიგო. მისმა შემოსავალმა 240 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ფილმის სიქველი, „ჩუმი ადგილი: ნაწილი 2“, 2020 წელს გამოვიდა.

მხედველობის არმქონე უცხოპლანეტელებმა, რომელთაც ზეადამიანური სმენა აქვთ, დაიპყრეს პლანეტა და ადამიანთა უმეტესობა მოკლეს. ებოტების ოჯახი - დედა ეველინი, მამა ლი, ყრუ ქალიშვილი რეგანი, ვაჟები მარკუსი და ბო - ცხოვრობენ იზოლირებულ ფერმაში, ტყის შუაგულში, ნიუ-იორკის შტატში. გადარჩნენ უკიდურესი სიფრთხილის გამო, ისინი არ საუბრობენ, საუბრობენ მხოლოდ ჟესტების ენით, დადიან ქვიშის ბილიკებზე და იღებენ ყველანაირ ზომას, რათა უცხოპლანეტელების მსხვერპლნი არ გახდნენ.

როდესაც ოჯახი მიდის ახლომდებარე ქალაქში მარაგისთვის, ბო აღმოაჩენს სათა���აშო კოსმოსურ შატლს, რომლსაც ლი დააატოვებინებს მისი ხმის გამო. როდესაც ოჯახი წასასვლელად ემზადება, რეგანი მალულად უბრუნებს ბოს სათამაშოს, მაგრამ მისი ბატარეების გარეშე. როდესაც ისინი წავლენ, ბო საიდუმლოდ აიღებს ბატარეებს და შატლში ჩადებს. სახლში დაბრუნებისას ბო ჩართავს კოსმოსურ შატლს, რომელიც ხმაურს იწყებს. თითქმის მაშინვე, ბოს მოკლავს ახლომდებარე არსება. ამ ინციდენტს რეგანი თავის თავს აბრალებს. თავის გრძნობებს იგი მშობლებისგან მალავს, მაგრამ ამის შესახებს მისმა ძმამ, მარკუსმა იცის.

ბოს გარდაცვალებიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ოჯახი, როგორც ჩანს, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა, ეველინი რამდენიმე თვის ორსულია. მარკუსი უხალისოდ მიდის ლისთან ერთად სათევზაოდ, ხოლო რეგანი, გაბრაზებული, რომ ვერ წავიდა, ეწვია ბოს საფლავს. სანამ ოჯახის დანარჩენი წევრები წასულები არიან, ეველინს მშობიარობა ეწყება. სარდაფისკენ მიმავალ გზაზე ის შემთხვევით ფეხს დაადგამს ლურსმანს და თაროდან სურათს ჩამოაგდებს, რომლის დავარდნის ხმასაც ფერმასთან ახლოს მყოფი უცხოპლანეტელი გაიგებს და სახლში შევა. ეველინი არსებას ხმაურით გაართობს და სარდაფში დამალვას მოასწრებს, თან ფერმის გარშემო მყოფ წითელ განათებას ანთებს, რათა ოჯახის წევრებს შეატყობინოს, რომ სახლში უცხოპლანეტელი იმყოფება. სახლში დაბრუნებული ლი და მარკუსი წითელი შუქის დანახვისას ფეერვერკს გაისვრიან, რომლის ხმაურზეც არსება სახლიდან გარეთ გამოვარდება.

რეგანი, ფეიერვერკის დანახვისას, გარბის სახლში. ლი შედის სახლში თოფით შეიარაღებული და ეველინს იპოვის ახლადდაბადებულ ბავშვთან ერთად. ლი ეველინსა და თავის შვილს ბეღელში დამალავს, ბავშვს კი ხმისგან იზოლირებულ აკვანში მოათავსებს.

მარკუსი და რეგანი ადიან სიმინდის სილოს თავზე და ანთებენ სასიგნალო ცეცხლს სხვა ფერმების გასაფრთხილებლად, მაგრამ მარკუსი ჩავარდება სილოში და კინაღამ სიმინდის მარცვლებში ჩაიძირება. ამის გაგონებაზე არსება, რომელიც ეველინზე ნადირობს, გარბის სილოსკენ და თავს ესხმის რეგანს და მარკუსს. აღმოჩნდება, რომ არსება მაღალი სიხშირის მქონე ბგერებზე რეაგირებს, რომლებსაც რეგანის სასმენი იმპლანტი გამოსცემს. დაბნეული არსება გაიქცევა, რაც ბავშვებს თავის დაღწევის საშუალებას აძლევს. ლი პოულობს რეგანს და მარკუსს, წაიყვანს მათ თავის სატვირთო მანქანაში. მარკუსი დაჭრილია და ყვირილს ვერ იკავებს, რის გამოც ურჩხული თავს ესხმის სატვირთოს. ლი სატვირთოს მოშორდება, რეგანს ანიშნებს რომ მას ის უყვარს, და ყვირილით საკუთარ თავზე გადაიტანს არსების ყურადღებას. ლის თავგანწირვა ბავშვებს სახლში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალებას მისცემს.

ეველინი ბავშვებს შეხვდება, მაგრამ მათთან ერთად სახლში უცხოპლანეტელი აღმოჩნდება. რეგანს გაახსენდება, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა ურჩხულს იმპლანტის ხმაურზე, ამიტომ მიკროფონს აიღებს და მასთან იმპლანტს მიიტანს. ასეთი ხმაურის გამო არსება ადგილზე გაშეშდება და მისი მყარი გარსის ქვეშ რბილ ქსოვილს გამოავლენს. ეველინი არსებას თოფით მოკლავს.

ემილი ბლანტი და ჯონ კრასინსკი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩუმი_ადგილი“-დან