მიშელ აფლაკი
მიშელ აფლაკი | |
მიშელ აფლაკი 1963 წელს | |
ერაყის ბაასისტური პატრიის გენერალური მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 თებერვალი, 1968 – 23 ივნისი 1989 | |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | სადამ ჰუსეინი |
დაბადებული | 9 იანვარი, 1910 დამასკო, სირიის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 23 ივნისი, 1989 (79 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
მოქალაქეობა | ოსმალეთის იმპერია სირია არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა ერაყი |
ეროვნება | არაბი |
დაკრძალულია | ბაღდადი, ერაყი |
პოლიტიკური პარტია | ბაასი |
მეუღლე | იუსრა აფლაკი |
განათლება | პარიზის უნივერსიტეტი |
პროფესია | ფილოსოფოსი, სოციოლოგი |
საქმიანობა | საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
მიშელ აფლაკი (არაბ. ميشيل عفلق; დ. 9 იანვარი, 1910, დამასკო, ოსმალეთის იმპერია — გ. 23 ივნისი, 1989, პარიზი, საფრანგეთი) — სირიელი და ერაყელი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი. არაბული სოციალიზმის მხარდამჭერი, თეორეტიკოსი და ბაასიზმისა და ბაასის პარტიის იდეოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი მხარს უჭერდა არაბთა საყოველთაო გაერთიანებას ერთ ერად და ერთიანი არაბული სახელმწიფოს შექმნას სოციალური სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე. მართლმადიდებელი ქრისტიანი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1910 წლის 9 იანვარს დამასკოში, საშუალო კლასის მართლმადიდებელ ქრისტიანულ ოჯახში. მისი მამა, იოსები, მარცვლეულით ვაჭრობდა. აფლაკმა პირველად მიიღო განათლება საფრანგეთის სირიის ვესტერნიზებულ სკოლებში. 1929 წელს მან დატოვა სირია და ფილოსოფიის შესასწავლად საფრანგეთში გაემგზავრა. პარიზის უნივერსიტეტში სწავლისას მან განიცადა ჰენრი ბერგსონის ნამუშევრების გავლენა და გაიცნო მისი მომავალი კოლეგა სირიელი ნაციონალისტი სალაჰ ად-დინ ალ-ბიტარი. აფლაკმა დააარსა არაბული სტუდენტური კავშირი სორბონაში, გაეცნო კარლ მარქსის ნამუშევრებს. დაბრუნდა სირიაში 1932 წელს და აქტიურად ჩაერთო კომუნისტურ მოძრაობაში, მაგრამ დატოვა იგი, როდესაც ლეონ ბლუმის მთავრობამ, საფრანგეთის კომუნისტური პარტიის მხარდაჭერით, გააგრძელა საფრანგეთის ძველი პოლიტიკა თავისი კოლონიების მიმართ. აფლაკი და სხვები თვლიდნენ, რომ საფრანგეთის კომუნისტური პარტია ახორციელებდა პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა საფრანგეთის კოლონიების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. სირია-ლიბანის კომუნისტური პარტია მხარს უჭერდა საფრანგეთის კომპარტიის გადაწყვეტილებებს. მას შემდეგ აფლაკი კომუნისტურ მოძრაობას სსრკ-ის გავლენის ინსტრუმენტად განიხილავდა. აფლაკზე შთაბეჭდილება მოახდინა ანტუნ საადის სირიის სოციალ-ნაციონალისტური პარტიის ორგანიზაციამ და იდეოლოგიამ. პოლიტიკოსზე დიდი გავლენა მოახდინა სატი ალ-ხუსრიმ.
გამოდიოდა უცხო ქვეყნების მიერ არაბული ხალხების ჩაგვრისგან გათავისუფლებისა და მათი „ერთ სოციალისტურ ერად“ გაერთიანებისთვის. შექმნა კონცეფცია, რომელიც აერთიანებდა პანარაბიზმისა და სოციალიზმის იდეებს. „არაბიზმს“ სახელმწიფოზე, რელიგიასა და სოციალური ფასეულობებზე მაღლა აყენებდა. წინასწარმეტყველ მუჰამადს არაბული ერთობის ჭეშმარიტ დამაარსებლად თვლიდა. ძლიერი გავლენა მოახდინა მრავალ არაბ პოლიტიკოსზე. 1943 წელს შექმნა ორგანიზაცია „არაბული აღორძინება“.[1]
1947 წელს სუნიტ მუსლიმ სალაჰ ალ-დინ ალ-ბიტართან და ალავიტ ზაკი ალ-არსუზისთან ერთად აფლაკმა დააარსა არაბული სოციალისტური აღორძინების პარტია (ბაასი) „არაბული აღორძინების“ ორგანიზაციის ბაზაზე. აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ეგვიპტის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებაში — გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა (1958–1961). ქვეყნის პრეზიდენტ გამალ აბდელ ნასერთან იდეური უთანხმოების გამო სირიაში აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ჩამოშორდა. 1966 წელს გადავიდა ლიბანში. 1968 წელს, ერაყში ბაასის პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დაფუძნდა ბაღდადში, სადაც პარტიის იდეოლოგიური პლატფორმის შემუშავებით იყო დაკავებული. გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია ბაღდადში.[1]
სიცოცხლეშივე გამოსცა სხვადასხვა წიგნი, როგორიცაა „გზა აღორძინებისკენ“ (1940), „ბრძოლა ერთი ბედისწერისთვის“ (1958) და „ბრძოლა არაბული რევოლუციის მოძრაობის დამახინჯების წინააღმდეგ“ (1975).[1]
ზოგიერთი წყაროს მიხედვით, გარდაცვალებამდე მან ისლამი მიიღო, ვინაიდან დაკრძალეს მუსლიმური წეს-ჩვეულების მიხედვით ერაყში.[2][3] მის ცხედარს სხვებთან ერთად სადამ ჰუსეინიც მიასვენებდა. თავად სადამ ჰუსეინი ამტკიცებდა, რომ აფლაკმა ისლამი გარდაცვალებამდე მიიღო. ანონიმური დასავლელი დიპლომატების თქმით, აფლაკის ოჯახი არ ეთანხმებოდა ამ პრეტენზიას, თუმცა აფლაკის ვაჟმა, იადმა, დაადასტურა, რომ მისი მამა ფიქრობდა რელიგიის შეცვლაზე 1980 წელს. მისი სადავო მოქცევის შემდეგ, მან, სავარაუდოდ, მიიღო სახელი აჰმადი. გერმანელი აღმოსავლეთმცოდნეების მარტინ რობისა და გერჰარდ ჰოპის თქმით, მოქცევა 1988 წლამდე მოხდა.ბერკლის ცენტრის თანახმად, მიშელ აფლაკის ოჯახის ანონიმური წევრები აცხადებდნენ, რომ რელიგიის შეცვლა იყო სადამ ჰუსეინის მიერ მოგონილი სიცრუე, რომელიც მან გამოიყენა, როგორც ბაასიზმის ქრისტიანობისგან დისტანცირების საშუალება. ჰუსეინის ბრძანებით აშენებული საფლავი მოგვიანებით გამოიყენეს ამერიკელმა ჯარისკაცებმა სამხედრო ყაზარმად 2003 წელს ერაყში ამერიკელების შეჭრის შემდეგ მწვანე ზონაში განლაგებული ჯარისკაცებისთვის. გარდაცვლილი პოლიტიკოსის ოჯახმა განაცხადა, რომ საფლავი ძლიერ დაზიანდა ამერიკელების შეჭრის დროს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Abdulghani, Jasim (1984). Iraq & Iran: The Years of Crisis. Taylor & Francis. ISBN 978-0801825194.
- Ali, Tariq (2003). The Clash of Fundamentalisms: Crusades, Jihads and Modernity. Verso Paper. ISBN 978-1859844571.
- Benewick, Robert (1988). The Routledge Dictionary of Twentieth-century Political Thinkers. Routledge. ISBN 978-0415096232.
- Bengio, Ofra (1998). Saddam's Word: Political Discourse in Iraq. Oxford University Press. ISBN 978-0195151855.
- Commins, Dean (2004). Historical Dictionary of Syria. Rowman & Littlefield. ISBN 978-0810849341.
- Curtis, Michel (1971). People and Politics in the Middle East: The Arab-Israeli Conflict-Its Background and the Prognosis for Peace. Transaction Publishers. ISBN 978-0878550005.
- George, Alan (2003). Syria: Neither Bread nor Freedom. Zed Books. ISBN 978-1842772133.
- Ginat, Rami (2010). Syria and the Doctrine of Arab Neutralism: From Independence to Dependence. Sussex Academic Press. ISBN 978-1845190088.
- Harris, William (1997). Challenges to Democracy in the Middle East. Markus Wiener Publishers. ISBN 978-1-55876-149-0.
- Helms, Christine Moss (1984). Iraq: Eastern Flank of the Arab World. Brookings Institution Press. ISBN 978-0815735557.
- Hopwood, Derek (1988). Syria 1945–1986: Politics and Society. Routledge. ISBN 978-0044450467.
- Jabel, Kamel Abu (1966). The Arab Baʻth Socialist Party: History, Ideology, and Organization. Syracuse University Press.
- Kostiner, Joseph (1998). Conflict and Cooperation in the Gulf Region. VS Verlag. ISBN 978-3531162058.
- Makiya, Kanan (1998). Republic of Fear: The Politics of Modern Iraq. University of California Press. ISBN 978-0520214392.
- Moubayed, Sami M. (2006). Steel & Silk: Men and Women who shaped Syria 1900–2000. Cune Press. ISBN 978-1885942418.
- Nohlen, Grotz (2001). Elections in Asia and the Pacific: a Data Handbook. University of California Press. ISBN 978-0199249589.
- Seale, Patrick (1990). Asad: The Struggle for the Middle East. University of California Press. ISBN 978-0520069763.
- Shair, Kamal (2006). Out of the Middle East: The Emergence of an Arab Global Business. I.B. Tauris. ISBN 978-1845112714.
- Rabil, Robert (2006). Syria, the United States, and the War on Terror in the Middle East. Greenwood Publishing Group. ISBN 978-0275990152.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Орлов В. В. Афлак Мишель // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 522.
- ↑ Michel 'Aflaq Facts. ციტირების თარიღი: 2016-03-26
- ↑ The Miserable Afterlife of Michel Aflaq. ციტირების თარიღი: 2016-03-26