იემენის ტურიზმი
იემენის ტურიზმი — ტურიზმის ინდუსტრია იემენში, რომელიც, ტრადიციულად, საუკუნეების განმავლობაში ტურისტული ცენტრია, რადგან ის შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რქის სავაჭრო გზების შუა ნაწილში მდებარეობს. რეგიონში არსებულმა ტურიზმმა ფუნდამენტური როლი შეასრულა გლობალურ ვაჭრობაში და ასე გაგრძელდა XX საუკუნემდე. იემენის 2011 წლის კრიზისის შემდეგ, ტურიზმი მკვეთრად შემცირდა. ექსტრემიზმის ზრდამ იემენში უცხოელი ტურისტების მხრიდან შიში გამოიწვია. [1] იემენს აქვს მსოფლიო მემკვიდრეობის ოთხი ადგილი, ზოგიერთ ადგილს თავს დაესხნენ, ისტორიული ძველი ქალაქი სანას ჩათვლით. [2] [3] 2015 წელს იუნესკომ გამოაცხადა გეგმა იემენში მდებარე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად. [4]
სავიზო პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იორდანიის, ეგვიპტის, სირიის, ჰონგ-კონგის და გალფის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნების მოქალაქეები იემენში შესვლისას არ საჭიროებენ ვიზებს. ტურისტულ და ბიზნესვიზებს ქვეყნის დატოვებისას გასასვლელი ვიზა არ სჭირდებათ. მათ, ვინც იემენში ორ კვირაზე მეტხანს რჩება, საჭიროა დარეგისტრირდნენ პოლიციის უახლოეს განყოფილებაში. რეგისტრაციის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმა გამგზავრების დროს. [5] [6]
სამოგზაურო რჩევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვადასხვა ქვეყნებმა გამოაქვეყნეს სამოგზაურო რჩევები მათი მოქალაქეებისთვის, რომლებიც იემენს სტუმრობენ. ეს რჩევები, როგორც წესი, მოიცავს უსაფრთხოების დაცვას, ტერორიზმს, ადგილობრივ კანონებსა და ჩვეულებებს და მოთხოვნებს შესვლის შესახებ. [7] გაერთიანებული სამეფოს რეკომენდაცია ამბობს, რომ სტუმარმა პატივი უნდა სცეს ადგილობრივ ისლამურ წეს-ჩვეულებებს. ისინი ვიზიტორებს ურჩევენ მოკრძალებული ჩაცმულობით შეიმოსონ და თავი შეიკავონ საზოგადოებაში ალკოჰოლის მიღებისგან, განსაკუთრებით ისლამური რამადანის თვეში. დიდი ბრიტანეთი ასევე აფრთხილებს ტურისტულ ადგილებში შესაძლო ტერაქტების ან სამხედრო ჯგუფების მიერ უცხოელების გატაცების შესახებ. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობამ მიაწოდა ინფორმაცია თავის მოქალაქეებს იემენში არსებული ვითარების შესახებ და გამოხატეს წუხილი იმის შესახებ, რომ იმედგაცრუებული იყვნენ ქვეყანაში არსებული ტერორიზმის გამო. ამასთან, ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად ფილიპინებმა, ტაივანმა და იაპონიამ აღნიშნეს, რომ ტერორიზმის სწორად მართვისთანავე იემენისთვის ტურიზმის პარტნიორობის დაუყოვნებლივ შეთავაზებას აპირებდნენ. [8] [9]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იემენი დიდი კულტურის მქონე ქვეყანაა. სანა ისტორიული დედაქალაქია. მის მთავარ ღირსშესანიშნაობას XVII საუკუნით დათარიღებული ციხესიმაგრე წარმოადგენს. ქალაქი გარშემორტყმულია მთებით. სრულყოფილად დასათვალიერებლად 3 დღე მაინცაა საჭირო.
სანას დასავლეთით, მთის წვერზე, გაშენებულია სოფელი კავკაბე��ი. ერთი შეხედვით, ეს სოფელი ჩიტის ბუდეს წააგავს. წითელის ზღვის ყველაზე პოპულარული კურორტი ქალაქი ადენია. იქ ყველაზე მშრალი და მზიანი კლიმატია. მშვენიერი თეთრი პლაჟების პარალელურად ტურისტების ყურადღებას ულამაზესი ფაუნა იქცევს. ტურისტების მომსახურებაში შედის საექსკურსიო კატერები, წყალქვეშა ნავი და აკვალანგებით ყვინთვა ინსტრუქტორთან ერთად. ქალაქში ნებისმიერი გემოვნებისა და შესაძლებლობის მქონდე ადამიანისთვის მოიძებნება სასტუმროები. მათი ფასი 25 დოლარიდან იწყება.
იემენში მსოფლიო მემკვიდრეობის ოთხი ძეგლია: სამი კულტურული, ერთი ბუნებრივი. კულტურული ადგილებია ისტორიული ქალაქი ზაბიდი, ძველი ქალაქი სანა და ძველი გალავანი-ქალაქი შიბამი, ხოლო ბუნებრივი ადგილი სოკოტრას არქიპელაგია. გარდა ამისა, იემენმა დაადგინა 10 ადგილი, რომლებიც აკმაყოფილებს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის სტანდარტებს, კერძოდ არქეოლოგიური ძეგლები მარიბში, ისტორიული ქალაქი საადა, ისტორიული ქალაქი თულა, ამირიას მედრესა, ჯიბლა და მისი შემოგარენი, ჯაბალ ჰარაზი, ჯაბალ ბურა, ბურუმის სანაპირო ზონა, ჰოუფის ტერიტორია და შარმა / ჯეთმუნის სანაპირო ზონა. [10]
2015 წლის ივლისში პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში გაიმართა ორდღიანი შეხვედრა, სადაც შეიქმნა „საგანგებო მოქმედების გეგმა“ იემენში კულტურული ძეგლების ფართო განადგურების საპასუხოდ. საგანგებო სიტუაციების სამოქმედო გეგმას კოორდინაციას უწევს „გავერთიანდეთ მემკვიდრეობისთვის“, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო რეაგირებას. [4] [11] იემენის ელჩმა იუნესკოში, აჰმედ საიადმა, მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა, რომ ითანამშრომლონ იემენში მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად. მან თქვა, რომ იემენის ისტორიული ქალაქები არ არის მხოლოდ „ჩემი ქალაქები“, არამედ ეს არის ყველა იემენელის, არაბის, ყველა მუსლიმისა და მსოფლიოს მაცხოვრებელი ყველა ქალისა და კაცის, მიუხედავად მათი რელიგიისა. ყველას ევალება იემენის მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა განადგურებისგან.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ძველი გალავნიანი ქალაქი - შიბამი, იუნესკოს დაცული ძეგლი
-
ძველი ქალაქი სანა, იუნესკოს დაცული ძეგლი
-
ზაბიდი, იუნესკოს დაცული ძეგლი
-
დრაკონის ხე სოკოტრაში, იუნესკოს დაცული ძეგლი
-
მარიბის არქეოლოგიური ძეგლი
-
ისტორიული ქალაქი საადა
-
ისტორიული ქალაქი თულა
-
ამირიას მადრასა
-
ჯიბლა და მისი შემოგარენი
-
ჯაბალ ჰარაზი
-
ბურუმის სანაპირო ზონა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Travel and Tourism in Yemen. Euromonitor.com. ციტირების თარიღი: 2015-11-11.
- ↑ Yemen: the Unesco heritage slowly being destroyed (2015-06-16). ციტირების თარიღი: 2015-11-11.
- ↑ World heritage sites attacked in Yemen's Sanaa. Al Jazeera English (2015-06-12). ციტირების თარიღი: 2015-11-11.
- ↑ 4.0 4.1 United Nations News Centre – UNESCO launches plan to safeguard Yemen's cultural heritage sites. Un.org (2015-07-22). ციტირების თარიღი: 2015-11-11.
- ↑ Visa Information. Yementourism.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-26. ციტირების თარიღი: 2015-11-11.
- ↑ Yemen stops issuing tourist visas on arrival to foreigners. Arab News. ციტირების თარიღი: 2015-11-11.
- ↑ Yemen travel advice. GOV.UK. ციტირების თარიღი: 2015-11-11.
- ↑ Yemen travel advice. GOV.UK (2014-09-21). ციტირების თარიღი: 2015-11-11.
- ↑ Yemen travel advice. GOV.UK. ციტირების თარიღი: 2015-11-11.
- ↑ https://whc.unesco.org/en/statesparties/ye
- ↑ Emergency Action Plan for the Safeguarding of Yemen’s Cultural Heritage announced | UNESCO. En.unesco.org (2015-07-16). ციტირების თარიღი: 2015-11-11.