გიორგი შენგელაია
გიორგი შენგელაია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
11 მაისი, 1937 მოსკოვი |
გარდაცვალების თარიღი |
17 თებერვალი, 2020 (82 წლის) თბილისი |
რეზიდენცია | თბილისი |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი |
აქტიური | 1956-2005 |
მეუღლე(ები) | სოფიკო ჭიაურელი |
მშობლები |
მამა: ნიკოლოზ შენგელაია დედა: ნატო ვაჩნაძე |
ნათესავები | ელდარ შენგელაია (ძმა) |
ჯილდოები |
ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისორისთვის |
გიორგი შენგელაია (დ. 11 მაისი, 1937, მოსკოვი — გ. 17 თებერვალი, 2020,[1] თბილისი) — ქართველი მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1985), საქართველოს სახალხო არტისტი (1985), საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1997), თბილისის საპატიო მოქალაქე (2015). რეჟისორ ელდარ შენგელაიას ძმა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. პირველი ფილმი „ალავერდობა“ (1963) გადაიღო გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით. ფილმში შენგელაიამ გამოხატა სულიერად ამაღლებული ახალგაზრდა გმირის პროტესტი დამახინჯებული ტრადიციების მიმართ. 1969 წელს გადაიღო ფილმი „ფიროსმანი“ მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ. შენგელაიამ ქართული კინო გაამდიდრა ეროვნულ მასალაზე შექმნილი პოპულარული ჟანრებითაც. მას ეკუთვნის ვესტერნი „მაცი ხვიტია“ (1966), მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ და სათავგადასავლო ფილმი „ხარება და გოგია“ (1987).
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1962 — ალავერდობა
- 1965 — ჯილდო
- 1966 — მაცი ხვიტია
- 1969 — ფიროსმანი
- 1973 — ვერის უბნის მელოდიები
- 1976 — ქვიშანი დარჩებიან
- 1980 — სიყვარული ყველას უნდა
- 1984 — ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა
- 1987 — ხარება და გოგია
- 1996 — ორფეოსის სიკვდილი
- 2000 — სიყვარული ვენახში
- 2005 — მიდიოდა მატარებელი
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიღებული აქვს ამიერკავკასიისა და უკრაინის რესპუბლიკის კინოფესტივალის დიპლომი (1966), ბერგამოს (იტალია) მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი „დრაკონი“ და ფიპრეისის დიპლომი (1966), ჩიკაგოს მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი „ოქროს იუგო“ (1974), დიდი ბრიტანეთის კინოსტუდიის პრემია (1973), აზოლას საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია (1974), ფინეთის ხელოვნების აკადემიის პრიზი (1975), კინოხელოვნების საშუალებებით ესთეტიკური აღზრდის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის საპატიო დიპლომი (ერევანი 1977), სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის ბრინჯაოს მედალი (1980). შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1985) და სხვა პრიზები.
გარდაიცვალა 2020 წლის 17 თებერვალს, 82 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.[2]
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოკუჯავა, ეთერ., ქართველი კინორეჟისორები : ნარკვევების კრებული : ნაწილი I, თბ., 2005. — გვ. 240. 168–189 გვ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი შენგელაია დაარქივებული 2012-03-12 საიტზე Wayback Machine. ეროვნულ ფილმოგრაფიაზე
- Georgiy Shengelaya კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- გიორგი შენგელაია, ფოტოგალერეა
- გიორგი შენგელაია - 70, რადიო თავისუფლება
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გარდაიცვალა კინორეჟისორი გიორგი შენგელაია 1tv.ge
- ↑ რეჟისორ გიორგი შენგელაიას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ, interpressnews.ge. 18 თებერვალი, 2020.
|
- დაბადებული 1937
- დაბადებული 11 მაისი
- გარდაცვლილი 17 თებერვალი
- გარდაცვლილი 2020
- ქართველი კინორეჟისორები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (2015)
- ქართველი მსახიობები
- ქართველი სცენარისტები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- შენგელაიები
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები