შინაარსზე გადასვლა

Space Cowboy (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Space Cowboy“
სინგლიJamiroquai
ალბომიდან The Return of the Space Cowboy
B-მხარე
  • „The Kids“
  • „Journey to Arnhemland“
გამოსვლის თარიღი 26 სექტემბერი 1994
ჩაიწერა 1994
ჟანრი
ხანგრძლივობა
  • 6:23 (ალბომის ვერსია)
  • 3:39 (რადიოს ვერსია)
  • 6:32 (Stoned Again/ალტერნატიული ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Sony Soho Square
ავტორ(ებ)ი ჯეი კეი
პროდიუსერი ჯეი კეი
Jamiroquai — სინგლების ქრონოლოგია
„The Kids“
(1994)
Space Cowboy
(1994)
„Half the Man“
(1994)

Space Cowboy“ — ბრიტანული ფანკ-ჯგუფ Jamiroquai-ს სიმღერა. გამოვიდა 1994 წლის 26 სექტემბერს, როგორც სინგლი ალბომიდან The Return of the Space Cowboy. ეს იყო ჯგუფის რიგით პირველი #1 ჩარტში Hot Dance Club Play. სინგლი ბრიტანეთის ჩარტში #17 პოზიციამდე ავიდა.

არსებობს სიმღერის ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსია. პირველი ჩაიწერა ბას-გიტარისტ სტიუარტ ზენდერის მონაწილეობით. იგი ენერგიულია, ახლავს ბასის სლეპ ტექნიკის ჟღერადობა მისამღერის დროს. ეს ვერსია ცნობილია, როგორც „Stoned Again Mix“, თუმცა იგი სიმღერის ორიგინალური ვარიანტია. მეორე ინტერპრეტაცია, რომელიც ალბომშია შეტანილი, განსხვავებულია, აქვს უფრო მშვიდი რიტმი და განსხვავებული ბასის პარტიაც. ალბომის ვერსიაში ბასზე უკრავს არა ზენდერი, არამედ უცნობი შემსრულებელი, აღნიშნული ბუკლეტში, როგორც „Mr. X“.

სინგლის ამერიკულ გამოცემაში შეტანილია დევიდ მორალესის მიერ შექმნილი რამდენიმე მიქსი. სი���ღერის საკონცერტო ვერსიების დიდი ნაწილი 12 წუთამდე გრძელდება, სხვადასხვა დამატებული სტროფით და ინსტრუმენტული პარტიით. მიუხედავად იმისა, რომ ალბომის ვერსიაში სასულე საკრავები არ გამოიყენება, რამდენიმე საკონცერტო ვერსიაში (მაგალითად, Travelling Without Moving-ის ან High Times: Singles 1992-2006-ის პერიოდიდან) ასეთები ჟღერს. აღსანიშნავია, რომ ცოცხლად სწორედ „Stoned Again Mix“ სრულდებოდა.

სიმღერის ოფიციალურ ვიდეოში გამოყენებული „Stoned Again Mix“. მისი რეჟისორები არიან ვონ ერნელი და ანთეა ბენტონი. კადრებში ჯგუფის ლიდერი ჯეი კეი ოთახში ცეკვავს. სხვადასხვა მუსიკოსი, ისევე, როგორც კეი, ჩნდება და ქრება. კამერა ტრიალებს და ოთახის სხვადასხვა ნაწილს აჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო კადრებში კედელზე არეკლილი მარიხუანის ფოთლების გამოსახულებაა ნაჩვენები, ვიდეოს ამერიკულ ვერსიაში მათ ჩაენაცვლა ზიზილები. აგრეთვე არსებობს ვიდეოს ვერსია მორალესის მიერ შექმნილი რემიქსით.

  • ბრიტანული CD სინგლი[1]
  1. Space Cowboy (შემოკლებული) - 3:36
  2. Journey To Arnhemland - 5:23
  3. The Kids - 5:08
  4. Space Cowboy (დემო) - 4:17
  • ბრიტანული 12" გრამფირფიტა[1]
  1. Space Cowboy (შემოკლებული) - 3:36
  2. Journey To Arnhemland - 5:23
  3. Space Cowboy (Stoned Again Mix) - 6:32
  • ამერიკული CD სინგლი[1]
  1. Space Cowboy (ცენზურით, რადიოსთვის) - 3:36
  2. Space Cowboy (კლასიკური რადიო-რემიქსი) - 4:01
  3. Space Cowboy (ალბომის ვერსია) - 6:25
  4. Space Cowboy (კლასიკური კლუბური რემიქსი) - 7:52
  5. Space Cowboy (ინსტრუმენტული) - 3:36
  6. Space Cowboy (Babinstrumental) - 6:45
  • 2006 წლის საიუბილეო 12" გრამფირფტა
  1. Space Cowboy (Mayhem & Musaphia Reconstruction Remix) - 8:46
  2. Space Cowboy (კლასიკური კლუბური რემიქსი) - 7:52
  • 2006 წლის საიუბილეო ციფრული ჩამონატვირთი
  1. Space Cowboy (Mayhem & Musaphia Reconstruction Remix) - 8:46
  2. Space Cowboy (კლასიკური კლუბური რემიქსი) - 7:52
  3. Space Cowboy (Mayhem & Musaphia Deep Dub) - 7:19
  4. Space Cowboy (Stoned Again Mix) - 6:32
  1. 1.0 1.1 1.2 Jamiroquai | Music | Singles | Space Cowboy. Funkin.com. ციტირების თარიღი: 2016-08-26.